x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პუტინის მარჯვენა ხელმა ევგენი პრიგოჟინმა მოუწოდა დუმას დეპუტატებს "ვაგნერის" რიგებში ჩაეწერონ და ფრონტზე გაემართონ
image რუსეთს მიუხედავად უზარმაზარი ადამიანური რესურსისა უკვე უჭირს შაგროვოს უკრაინაში წასვლის მსურველები, არავის სურს პუტინის ავანტიურას შესწიროს რუსულ აგრესიას თავი უკრაინაში.


როგორც იცით რუსეთის დიქტატორმა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მობილიზაციას დაექვემდებარნენ ასაკოვანი და ავადმყოფი ადამიანებიც.


სწორედ აქედან გამომდინარე პუტინის მარჯვენა ხელმა ევგენი პრიგოჟინმა, კერძო სამხედო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა მოუწოდა რუსეთის რადას დეპუტატებს: "ახლა საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, იმ ადამიანებმა რომლებიც წლებია ტრიბუნასთან დგახართ და საუბრობთ ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ვალდებული ხართ რამე გააკეთოთ ამ ქვეყნისათვის.


სად არიან კომუნისტური პარტიის წევრები რომლებიც თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიებს მუდამ პატრიოტულ "ნოტებზე" აგებდნენ? სად არიან ჟირინოვსკის მერე რუსეთილ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრები, რომლებიც ადრე რუსეთის ცუდ მდგომარეობაზე ყოველ გამოსვლაზე გულზე მჯიღს იცემდნენ და ცხარე ცრემლით ტიროდნენ ეს რას დაამსგავსეს უძლიერესი ქვეყანაო?



სადა ხართ პარტია "სამშობლოს" წევრები, რომელი პარტიის წევრიც მეც გავხდი და ამით ყველაზე სულელური ნაბიჯი გადავდგი ჩემს ცხოვრებაში.


ერთადერთი "ერთიანი რუსეთის" პარტია აქტიურობს თავისი დეპუტატებით და ისინი მართლა აკეთებენ საქმეს, როცა ჩადიან ფრონტის ხაზზე და ეხმარებიან ჩვენს სამხედროებს.


აქედან გამომდინარე ბატონო "მოსაუბრეებო" მოგიწოდებთ შეგროვდით ჯგუფად და შეავსეთ თუნდაც კერძო, სამხედრო კომპანია "ვაგნერის" რიგები. ვისაც უბრალოდ არ შეგიძლიათ ბრძოლა, აიღეთ გამნაღმველის ბარი და თხარეთ საბგრები მათთვის, ვინც იბრძვის. აი მანდ გამოჩნდება თქვენი ნამდვილი სარგებელი რუსეთისათვის და არა დუმაში, სადაც ჩხუბის და ერთურთის ლანძღვის გარდა არაფერს აკეთებთ".



0
531
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
531