x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
წარმოუდგენელი ფაქტია ტერაქტის მომზადება-ხელშეწყობაშიი გდებდნენ ბრალს და შენ ხმას არ იღებდე
image
ყირიმის ხიდზე მომხდარ დივერსიულ აქტში რომელიც ტერაქტად მონათლა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ და ზოგადად რუსეთმა, საქართველოცაა ნახსენები და არცთუ სასიამოვნო კონტექსტში.


უკრაინას სრული უფლება ჰქონდა და აქვს საკუთარ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ჩაატაროს დივერსიული აქტები, მათ შორის იგივე ყირიმის ხიდზე.


ბევრი შეცდომით წერს უკრაინის მიერ განხორციელებული ტერაქტიო, ესაა უცოდინრობის ან უვიცობის მიზეზით გაკეთებული განცხადება. როგორ შეიძლება სახელმწიფომ საკუთარ ტერიტორიაზე მოაწყოს ტერაქტი?


ტერაქტი შეიძლება მოაწყოს კერძო პირმა, მაგრამ არა ოფიციალურმა სახელმწიფომ.



რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინასთან, სომხეთთან და ბულგარეთთან ერთად საქართველოს დასდო ბრალი ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანაში.


უკრაინამ სომხეთმა და ბულგარეთმა მკვეთრი პოზიცია დაიკავეს და გაემიჯნენ მათ მიმართ წარდგენილ ირიბ ბრალდებას, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და რასაც ჰქვია "ტყავი გააძრო" დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელების გამო.


ერთადერთი თევზივით დუმს საქართველოს ხელისუფლება, გამოდის პარლამენტარი, ვინმე კოკი იონათამიშვილი და აცხადებს: არაა საჭირო ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვაო!


ამ კაცს წარმოდგენა არა აქვს თუ რა დონის მზაკვრული გეგმის ნაწილია საქართველოს გარევა ყირიმის ხიდზე მომხდარ დივერსიულ აქტში.


ვინმე ბატონი კოკი კი არა საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა აპროტესტებდეს ამ ფაქტს, პრემიერი უნდა ატარებდეს ბრიფინგს უცხოელი ელჩების მოწვევით, ის რაც უკრაინას ეთვლება დივერსიად, ჩვენ გვეთვლება ტერაქტად და ტერორისტული საქმისათვის ხელშემწყობი სახელმწიფოს სტატუსი ხეირს არ დაგვაყრის, გადააბიჯეთ ბატონებო შიშს, კეთილი ინებეთ და მკვეთრი საპროტესტო განცხადებები გააკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე აღნიშნული ფაქტის გამო.



0
98
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
98