x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ანა სემიონოვიჩი იძულებულია მაჭანკალს მიმართოს
image

მარტოხელა მომღერალი ქმრისა და შვილების გარეშე ცხოვრობს.

44 წლის ანა სემენოვიჩი, არასოდეს ყოფილა გათხოვილი. მომღერალს შვილებიც არ ჰყავს.


ჯგუფის "ბლესტიაშჩეს" ყოფილმა სოლისტმა ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებდა სიყვარულის გარეშე შთამომავლის გაჩენას. მას ურჩევნია დაელოდოს ნამდვილ საბედოს. ჯერჯერობით, აგერ უკვე წლებია, ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში სრული სიმშვიდეა.



სასოწარკვეთილმა ლამაზმანმა როგორც ჩანს მაჭანკალობას მიჰყო ხელი.


”თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ ის ერთადერთი. მე მყავს მაჭანკალი, რომელიც შეარჩევს ჩემთვის კანდიდატებს, ”- განაცხადა ანა სემენოვიჩმა YouTube შოუს ეთერში”რისი განხილვაც მიღებული არ არია."(Не принято обсуждать).


მისი თქმით, მამაკაცებს მუდმივად მუშაობის გამო დრო აღარ რჩებათ, რომ ქალი მოძებნონ.


„მეც არ მაქვს დრო, ვიჯდე და ვუდარაჯო საქმროებს. მაშ როგორ გავიცნოთ? პროფესიონალური მაჭანკლის დახმარება. გოგოებო, აქეთ მოიხედეთ, მაგარი ამბავია. ჩემი მაჭანკალი ასევე კარგი ფსიქოლოგია, ამიტომ ის ადამიანებს ფსიქოტიპის მიხედვით არჩევს“, - სიამაყით წერს სავსე მკერდიანი მომღერალი და ყოფილი მოციგურავე.

image

ანა ცდილობს მხოლოდ კარგის სჯეროდეს.

”მეჩვენება, რომ 40 წლის შემდეგ ცხოვრება უფრო ლამაზია და ნათელია, დაღვინებული და მშვენიერი. მიყვარს ჩემი ასაკი. მინდა მქონდეს კაცთან პარტნიორული ურთიერთობა, მასთან ერთად შევქმნა ძალიან საინტერესო, მოწიფული, მაღალი ხარისხის ოჯახი. ისე, თუ ურთიერთობაში შედიხარ, მაშინ მხოლოდ ასეთში, სხვა არ მინდა. მინდა ვიპოვო ჩემი. არ მჭირდება სხვისი, არ მინდა ვიყო ვინმეს საყვარელი, მინდა ვიყო მთავარი ქალი მამაკაცის ცხოვრებაში ... ”-აღნიშნა ანა სემონოვიჩმა.


რა თქმა უნდა, სემენოვიჩს ესმის, რომ ის ასაკში შედის, ამიტომ გადაწყვიტა კვერცხუჯრედების გაყინვა. ნებისმიერ დროს მას შეეძლება სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს.


image

მოკლედ შეგახსენებთ ანა სემიონოვიჩის კარიერას: ფიგურულ სრიალში 2001 წლამდე იყო, 2000 წელს რომან კოსტომოროვთან ერთად რუსეთის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. იგი პენსიაზე გავიდა მუხლზე მენისკის გამო და შოუ-ბიზნესში გადაერთო.


2003 წლიდან პოპულარულ ქალთა პოპ-ჯგუფის „ბლესტიაშიეს“ სოლისტი იყო, რომელიც 2007 წელს დატოვა.ამის შემდეგ შექმნა მუსიკალური კოლექტივი „ჩარლის ანგელოზები“, რომელმაც გარკვეული ხნის შემდეგ შეწყვიტა არსებობა და სემენოვიჩი სამუშაოდ ტელევიზიაში გადავიდა.გადაღებულია ჟურნალებში: „Maxim“, „XXL“, „FHM“, „Пингвин“. 2004 წლიდან კინოში იღებენ, ამასთანავე ჩაწერილი აქვს რამდენიმე სოლო სინგლი.

0
900
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
900
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0