x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსული წყაროების მიერ გავრცელებლი ინფორმაცია რეაქტიული, ზალპური ცეცხლის სისტემა "ТОС-1А "Солнцепёк" -ით "ქართველი ლეგიონერების" ლიკვიდაციაზე დეზინფორმაციაა
image

რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია ხარკოვის ოლქში ამერიკელ და ბრიტანელ "დაქირავებულებთან" ერთად "ქართული ლეგიონის" ქართველი მებრძოლების ლიკვიდაციაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.


რამდენიმე უცხოელი მებრძოლი დაიღუპა და დაიჭრა რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის "ТОС-1А "Солнцепёк"-ის ცეცხლის ზონაში მოხვედრის გამო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გადამოწმებული ინფორმაციით ქართველი მებრძოლები არ დაღუპულან.


რუსული წყაროების ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, მე მიკვირს იმ ადამიანების ვინც ყოველგვარი გადამოწმების გარეშე დებს მასალას, რასაც უკრაინაში მებრძოლი ქართველების ოჯახის წევრებიც ნახულობენ და კითხულობენ.



ნებისმიერი მებრძოლი ბრძოლის ველზე სიკვდილის საფრხის ქვეშაა მისი საბრძოლო სტაჟის და გამოცდილების მიუხედავად, მაგრამ ნუ "ვკლავთ" ცოცხალ ადამიანებს და ეიფორიაში ნუ ვაგდებთ მათი ოჯახის წევრებს.


კი ბატონო, სამწუხაროდ "ბურატინოს" მოდერნიზებული ვერსიის ცეცხლქვეშ მოყოლილი უცხოელები დაიღუპნენ და დაიჭრნენ, როცა დასახლებული პუნქტის მიმართულებით ბრძოლით ფაზვერვით მოქმედებას აწარმოებდნენ, დაჭრილების გამოყვანა მოხერხდა, სამწუხაროდ ყველა დაღუპულის გამოვენება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური მოქმედებები მათ გამოსასვენებლად, რუსული საარტილერიო ცეცხლის ჩახშობა მოხერხდა ანტიბატარეული მოქმედებების შედეგად.


მართალია "ТОС-1А "Солнцепёк"-ი ითვლება ახლო რადიუსზე მოქმედ რეაქტიულ, ზალპური ცეცხლის სისტემად, მაგრამ მისი მოქმედების რადიუსში ნადგურდება პრაქტიკულად ყველაფერი მჭიდრო ცეცხლის გამო, განსაკუთრებით ეფექტურია მისი რაკეტები თერმობარული ქობინებით.


რამდენიმე დღის წინ უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, სადაც ქართული დანაყოფიც წინა ხაზზე იბრძოდა, უკრაინელების ხელში მოხვდა აღნიშნული რუსული სისტემა, სრულიად გამართული, სარაკეტო პაკეტში რაკეტებით.


image



0
240
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
240