x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კომუნისტური იდეოლოგიის "La Repubblica"-ს მიერ რუსულ წყალქვეშა ნავზე ატეხილმა ალიაქოთმა საქართველომდე ჩამოაღწია
image იტალიური ცნობილი მედია საშუალების მიერ ატეხილმა აურზაურმა, რუსული ატომური წყალქვეშა ნავის "ბელგოროდის" გაუჩინარებამ რადარებიდან, ნახევარი ევროპა ააფორიაქა, პრესამ სწრაფად აიტაცა ეს ინფორმაცია, არც საქართველოს მედია საშუალებები დარჩენილან განზე, ბლოგერებმაც უზარმაზარი პოსტები მიუძღვნეს ამ საკითხს.


რეალურად კი არავინ დაფიქრებულა იმაზე იტალიურ გაზეთს ეს ინფორმაცია ვინ მიაწოდა ან სულაც ვინ დაუკვეთა. ვის აწყობდა ამ თემის ექსკლუზიურად წამოწევა, ვის ინტერესებში შედიოდა ამგვარი სახის ინფორმაციის გავრცელება?
ცალსახად რუსეთის ინტერესებშია, იტალიური "La Repubblica" ცნობილია, როგორც კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი პრესა.


მოდით და განვიხილოთ რას წამოადგენს რუსული ატომური წყალქვეშა ნავი რომელსაც ზებუნებრივი უნარები მიაწერეს.


აღნიშნული წყალქვეშა ნავი წყალში ნაჩქარევად ჩაუშვეს, მისი კომპლექტაცია უნდა დასრულებულიყო 2024 წელს და კლასიკური გაგებით ეს წყალქვეშა ნავი პირდაპირი დანიშნულებით არაა გათვლილი საბრძოლო ერთეულად, მისი დანიშნულება პროექტშივე მოიაზრებდა მის გამოყენებას, როგორც კვლევით მოძრავ საშუალებად, რომელზეც უნდა მომხდარიყო მაქსიმალურ სიღრმეზე გამძლეობის დადგენა, წყლისქვეშ ყოფნის მაქსიმალური დროის განსაზღვრა ეკიპაჟისათვის უსაფრთხო მომენტამდე.



ასევე გათვლილია შორ მანძილზე ცურვაზე. გემის ზედაპირი დაფარულია კაუჩუკის სპეციალური ფენით, რომელმაც უნდა შთანთქას და არ აირეკლოს წყალქვეშა ნავების აღმომჩენი რადიოლოკაციური სადგურების სიგნალები.
არც წყალქვეშა ნავის ხრახნებია განსაკუთრებული ტექნოლოგიის, ხრახნებიც ნაკლები ხმაურისათვის დაფარულია ასევე კაუჩუკის სქელი ფენით, რამაც რუსი კონსტრუქტორების აზრით აკუსტიკური სისტემებისათვის მიუწვდომელი უნდა გახადოს იდეაში ხრახნების მიერ წარმოქმნილი ხმაური.


თავი დავანებოთ იმას, რომ წყალქვეშა ნავი ჯერ კიდევ სრულად არაა დაკომპლექტებული და ვისაუბროთ მორიგ რუსულ "უანალოგო" იარაღზე-რობოტიზირებულ, ტორპედო-დრონ "პოსეიდონზე", რომელსაც ლამის ისეთი როლი მიანიჭეს, როგორსაც "ზევსს" მიაწერდნენ ძველი ბერძნები.


"პოსეიდონი" ოფიციალურად ჯერ არაა ბატონებო და ქალბატონებო მიღებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში, რადგან მისი მახასიათებლები რეალურად რას წარმოადგენს ჯერაც უცნობია, შესაბამისად რუსეთი ამ ტორპედო-დრონის ტესტირებას განაგრძნობს, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში.


ასე რომ სანამ ეს ტორპედო-დრონი სრულად არ იქნება გამოცდილი, მისი მიღება შეიარაღებაში გამორიცხულია.


ხოლო საუბარი იმაზე რომ აღნიშნული ტორპედო-დრონის აფეთქება გამოიწვევს 500 მეტრი სიმაღლის ტალღებს ცუნამის სახით, ეს უკვე ვარაუდების დონესაც სცილდება და ფანტასტიკის სფეროში გადავყავართ.


რაც გამოცდილი არაა და რისი ეფექტურობის შესახებ სრული ინფორმაცია მასზე მომუშავე პერსონალმაც არ იცის ასე მტკიცებულებით ფორმაში საუბარი სრული უაზრობაა.


აღნიშნული ტორპედო-დრონის გამოცდები იგეგმება 2025 წლამდე და არავინ იცის რა შედეგებს დადებს ის გამოცდებისას, ასე რომ მისი გამოყენება საბრძოლო კუთხით დაუჯერებელია რადგან ის ვიმეორებ: შეიარაღებაში მიღებული არაა.
ასევე წერენ თითქოს აშშ-ს და მის ევროპელ პარტნიორებს შეიარაღებაში არ გააჩნდეთ ტორპედო-დრონის საწინააღმდეგო საშუალებები უბრალოდ სასაცილოა.


"პოსეიდონის" მაქსიმალური სიჩქარეა 200 კმ/სთ, როცა ამერიკულ რიგ ანტისატორპედო ტორპედო-გზაგადამჭრელებს შეუძლიათ თავისუფლად განავითარონ 350 კმ/სთ სიჩქარე და ბევრად მეტიც კი სპეციალური აეროდინამიკური ფორმის და მძლავრი ძრავის დახმარებით.

0
187
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
187