x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა
2022 წელს 10 846 მასწავლებელი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის. დაწესებული ბარიერი კი მათგან მხოლოდ 2 640-მა გადალახა - ინფორმაცია ამის შესახებ ეტალონი.ჯი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.


ცენტრის ინფორმაციით უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის ჩატარებულ გამოცდაზე ჯამში 12 628 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, აქედან უფროსის სტატუსის 9 315 პედაგოგი იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის.


რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე 8102 მასწავლებელი გავიდა, საიდანაც ბარიერი წარმატებით 2 456-ნა გადალახა.


რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლებიდან ბარიერი მხოლოდ184-მა გადალახა.



შეფასებისა და გამოცდების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ უფროსი/წამყვანი მასწავლებლების გამოცდა ჯამში, 8 206-მა პედაგოგმა ვერ ჩააბარა.

image

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0