x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134601
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
რა უნდათ ქართველ მართლმადიდებლებს კათოლიკურ-პროტესტანტულ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მწვალებლურ“, ევროპაში?
image


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად ყველა ქრისტიან არა-მართლმადიდებელს, ანუ ყველა კათოლიკეს და პროტესტანს, უწოდებს „მწვალებლებს“.


ევროპა არის არა-მართლმადიდებელი.


ევროპა არის კათოლიკური და პროტესტანტული, ანუ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპა არის „მწვალებლური“.



ჰოდა, ვეკითხები ბრძენ მართლმადიდებელ ქართველ ხალხს, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოღალატე ცალკეულ მღვდლებს,


მართლმადიდებლებს რა გინდათ არა-მართლმადიდებელ ევროპაში? გა-კათოლიკება თუ გა-პროტესტანტება?


გეკითხებით, „მწვალებლებთან“ რა გინდათ?


გინდათ თქვენაც „მწვალებლები“ გახდეთ?


ბრძენო მართლმადიდებელო ქართველო ხალხო, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოღალატე ცალკეულო მღვდლებო,


გეკითხებით, თქვენ მორწმუნე ხართ? ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენის, მართლმადიდებლობის, მიმდევრები? კი?


მაშინ, გეკითხებით, რა გინდათ არა-მართლმადიდებელ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მწვალებლურ“, ევროპაში? რატომ ღალატობთ ერთადერთ ჭეშმარიტ რწმენას, მართლმადიდებლობას?




კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო)

19.06.2022







1
265
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კახაბერ როდინაძე ადვოკატი
კახაბერ როდინაძე ადვოკატი
265
  
2022, 20 ივნისი, 1:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1