x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბევრს ჰგონია, რომ რუსულ ტექნიკაზე გაკეთებული სიმბოლოები V, Z, სამკუთხედი ან დიაგონალური ხაზი, რაიმე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს
image

ბევრს ჰგონია, რომ რუსი აგრესორების ტექნიკაზე გაკეთებული წარწერა რამე განსაკუთღებული მნიშვნელობისაა და ამას დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა ეს ასე არაა.


მე ადრეც დავწერე ეს სიმბოლიკები სულ სხვა დატვირთვას რომ ატარებდა და ეს დაადასტურა "Conflict Intelligence Team"-ის დამფუძნებელმაც.


ერთი სიტყვით ბუზი აქციეს სპილოდ, რეალურად კი "Conflict Intelligence Team"-ის დამფუძნებელი კველევის და უზარმაზარი გერმანული თუ სხვა წყაროების გაცნობის შემდეგ მივიდა დასკვნამდე რომ "V" სულაც არაა გერმანული სვასტიკა, არამედ ესაა სიტყვა გამარჯვების ("Victory")-ის პირველი ასო.



გერმანელები ასო " V"-იყენებდნენ, არა როგორც ნაცისტურ სიმბოლოს არამედ გამარჯვების სიმბოლოდ, სწორედ ასე აღმოჩნდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ პარიზში ეიფელის კოშკზე ეს წარწერა.


image image

მაშ რამ დაუდო სათავე "V"-ს? 1941 წლის 14 იანვარს ბელგიიდან ლონდონში გაქცეულმა ბელგიის იუსტიციის მინისტრმა ვიქტორ დე ლაველიემ "BBC"-ს რადიოსადგურით თანამემამულეებს და მათ მოკავშირეებს გამოეყენებინათ ემბლემა "V". ეს სიმბოლო სწრაფად გავცელდა, სხვადასხვა ენაზე მარტივად აღქმის გამო. "V" - ნიშნავს ინგლისურად გამარჯვებას- "Victory", "Victoire" - ფრანგულად, "Vrijheid" -ფლამანდრიულად.


აქედან გამომდინარე გერმანიამაც დაიწყო აღნიშნული სიმბოლიკის გამოყენებად, მოგვიანებით უკვე აღნიშნული სიმბოლო გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საფირმო ჟესტი.


image
მოგვიანებით ეს სიმბოლო, როგორც გამარჯვების სიმბოლო აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.


ამერიკელები იყენებენ ამოყირავებულ სიმბოლიკას.


ტანკი "აბრამსი"
image
იგივე სიმბოლიკა ოღონდ ჩვეულებრივი ფორმით ებრაულ ტანკზე "მერკავა".
როგორც სტატიის შესავალში დავწერე "Conflict Intelligence Team"-ის დამფუძნებლის თქმით წარწერები უკრაინაში შეჭრილ აგრესორი რუსეთის ტექნიკაზე ნიშნავს: "Z"-დასავლეთის სამხედრო ოლქს, "V"-ნიშნავს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქს.


ტექნიკა რომელსაც აქვს სამკუთხედის წარწერა ნიშნავს, რომ ის ეკუთვნის სამხრეთის სამხედრო ოლქს, დიაგონალური ხაზი კი აღნიშნავს ცენტრალურ სამხედრო ოლქს.


რუსეთში აიტაცეს ეს სიმბოლიკები და რაღაც მითიურ მნიშვნელობას ანიჭებენ, სამწუხაროდ არს ქართველების ნაწილი ჩამოუვარდება ამაში რუსებს.


იმედია ამ სტატიას გააზიარებს საიტი ან უბრალოდ მკითხველი, რათა რაც შეიძლებმა მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ სიმბოლიკების რეალური მნიშვნელობა.
სხვათაშორის 2008 წელს ქართულ მძიმე ტექნიკასაც ჰქონდა სიმბოლიკები რომლის მიხედვით სამხედროები მარტივად ვარკვევდით თუ რომელ ბრიგადას ეკუთვნოდა მძიმე ტექნიკა, გორის ცალკეული სატანკო ბატალიონის ტექნიკაზე ლომჭაბუკი იყო გამოსახული.


აი, ამ ძეგლის ანალოგი
image

0
430
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
430