x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ქალაქ ბრიანსკში იწვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწვავის ბაზა, რომელიც რუსულ ტექნიკას ამარაგებდა საწვავით
image


რამდენიც არ უნდა იძახონ რუსებმა რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე გაჩენილი ხანძარი დაუდევრობის შდეგიაო, ამას უკვე აღარავინ დაიჯერებს.


უკრაინის სპეცსამსახურებმა დიდი ალბათობით აამოქმედა დივერსიული ჯგუფები, რომლებიც გეგმაზომიერად ანადგურებენ რუსეთში სტრატეგიულ ობიექტებს, ჯერ ტვერში მთლიანად გაანადგურა ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით გაჩენილმა ხანძარმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სადაც შეიქმნა ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო, სარაკეტო კომპლექსი С400 და ოპერატიულ ტაქტიკური რაკეტა "ისკანდერი", შემდეგ განადგურდა ასევე ხანძრით კინეშმის მსოფლიოში უდიდესი ბუტილაცეტატის მწარმოებელი ქარხანა.


ახლა კი დაიწვა და ჯერჯერობით ჯერ კიდევ იწვის ბრიანსკის საწვავის უზარმაზარი ბაზა, რომელიც უკრაინაში მებრძოლ მძიმე ტექნიკას და ლოჯისტიკის სატრანსპორტო საშუალებებს აწვდიდა საწვავს, შესაბამისად გახლდათ სტრატეგიული ობიექტი.



სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლები წერენ, რომ საწვავის ბაზაზე ისმოდა აფეთქებების ხმა რასაც მძლავრი ხანძარი მოჰყვა.


რუსეთმა ადრე განაცხადა რომ ბრიანსკში ჩამოვარდა უკრაინული რაკეტა, მაგრამ მისი უკრაინული წარმომავლობის დამამტკიცებელი ფაქტები ვერ წარმოადგინა.
რაც უფრო გამწვავდება ბრძოლის თეატრში საბრძოლო ვითარება მით უფრო გაიზრდება რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე უკრაინის მიმდებარე ტერიტორიაზე დივერსიული აქტები.


ნურავის შეეშლება ესაა დივერსიული აქტი და არა ტერაქტი, უკრაინელებს აქვთ სრული უფლება მტრის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის სამხედრო ეშელონების სამოძრაო რკინიგზის ხაზებზე მოაწყონ დივერსიული აქტები.


ჩემი ინფორმაციით უკრაინაში უკვე იქმნება პარტიზანული, კარგად შეიარაღებული და მომზადებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალიზირდებიან დივერსიულ მოქმედებებზე და მტრის ზურგში მოქმედებაზე.


ეს სრულიად გამართლებული მოქმედებაა, პარტიზანულ-დივერსიულ მცირე ჯგუფებს მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ მტრისთვის, ვიდრე უშუალოდ ფრონტის ხაზზე უკრაინულ ბატალიონებს ან ბრიგადებს.


სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონის ლიანდაგის აფეთქება ხიდზე ძალიან მძიმედ დაუჯდება რუს აგრესორებს, გარდა ამისა უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქერჩის ყურეში ყირიმში გადასასვლელ სატრანსპორტო და სარგინიგზო ხიდებს ააფეთქებდნენ სარაკეტო დარტყმით, რაზეც რუსეთის დიქტატორის პრეს-მდივანმა განაცხადა: "ეს იქნება ტერორისტული აქტი" რომელსაც მსოფლიო საზოგადოება განსჯის".


ვინ ან რატომ უნდა განსაჯოს უკრაინელები ისეთი ქმედებისათვის რაც მის სახელმწიფოს წაადგება, ომის დროს მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურის განადგურება ითვლება დივერსიულ აქტად და არაფერი აქვს საერთო ტერორისტულ აქტთან.


ასე, რომ თუ უკრაინამ მუქარა შასრულა ეს საკმაოდ მძიმე დღეში ჩააგდებს ოკუპირებულ ყირიმს.


image

დივერსია თუ ტექნოლოგიურ ციკლში დაშვებული შეცდომა რომელმაც რუსული სტრატეგიული ობიექტი გაანადგურა სრულად ტვერში

რა ხდება? ეს დივერსიაა თუ უბრალოდ რუსული დილეტანტიზმი, დაიწვა კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტი

0
82
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
82