x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსები აცხადებენ რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერის ეკიპაჟის ევაკუირება მთლიანად მოვახდინეთო, რაც მტკნარი სიცრუეა, აგერ მტკიცებულებაც
image
შავი ზღვის ჩაძირულ ფლაგმანზე მომსახურე მატროსის იგორ შკრებიცის მამა დიმიტრი შკრებიცი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ მისი შვილი 2021 წლის 2 ივლისს გაიწვიეს ქალაქ იალტიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ბიჭი განამწეზეს შავი ზღვის ფლოტში, კერძოდ კი შავი ზღვის ფლაგმანზე "მოსკოვი", მუშაობდა "ხომალდის კოკად" მომარაგების მიმარ/ტულებით ( კოკი საზღვაო ტერმინიდან თარგმანში ნიშნავს გემის მზარეულს).


რუსული მედიით და ორესით რუსული საფლანგმანო კრეისერის ჩაძირვის მერე მეზღვაურის მამამ მიმართა საზღვაო-ფლოტის სარდლობას და იკითხა შვილის მდგომარეობა, მას განუცხადეს რომ ეკიპაჟი ევაკუირებულია.


"ეს ტყუილია, ცინიკური ტყუილი! ჩემი შვილი წვევამდელია და ის კრეისერ "მოსკოვის" დაღუპული და დაჭრილი ეკიპაჟის სიაში არაა, ის შეყვანილია უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაში. წვევამდელი, როგორც წესი საბრძოლო მოქმედებებში არ მიყავთ ირიცხება ღია ზღვაში უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაში".


როგორც დაკარგული მატროსის მამა აცხადებს მას უკვე დასაკარგავი აღარაფერი აქვს და ბოლომდე იბრძოლებს სიმართლის დასადგენად, ის წერს რომ კრეისერის კაპიტანი და მისი მოადგილე არ პასუხობენ მის შეტყობინებებს (ან როგორ უპასუხებენ როცა ცნობილია, რომ უკრაინული "ნეპტუმის" რაკეტებიდან ერთი მოხვდა კაპიტნის ბოგურას, მეორე კი კრეისერის ბორტს, რამაც საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია, იქ არსებული არსენალის გათვალისწინებით გამორიცხულია აფეთქების ტალღას კრეისერის სამართავ ბოგირზე მყოფი ოფიცრებიდან ვინმე გადარჩენილიყო).

image დრო მოვა და ითქმევა ასე უგზოუკვლოდ დაკარგულ რუსული არმიის ჯარისკაცებზე და ოფიცრებზე, რომელთა დიდი ნაწილი ჯავშანტექნიკებში ჩაიფერფლა, ნაწილი ლოჯისტიკის მანქანებში, ნაწილი თვითმფრინავებში და ნაწილიც ვერტმფრენებში, არაფერს ვამბობ სხვა საჯარისო დანაყოფებში არსებულ უზარმაზარ მსხვერპლზე.



ახალგაზრდა ბიჭია და წესით უნდა მეცოდებოდეს, მაგრამ როცა უსამართლო ომში წასვლას გიბრძანებენ ციხეში წახვიდე ვიდრე უდანაშაულო ბავშვების და ზოგადად ადამიანების მკვლელი გახდე.
image


0
90
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
90