განათლება ჩვენ მხოლოდ მომავალი თაობა გადაგვარჩენს !!! 2021, 18 ნოემბერი, 20:37 ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა ...
არსებული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური სიტუაცია უკვე მრავალი წელია კრიზისშია...
მოვლენები უიმედოა და სიტუაცია პანდემიის გამო უფრო მეტად გამწვავებული და გამძაფრებული...
გამძაფრებული არა მხოლოდ სიტუაცია, საზოგადოების გუნება-განწყობაც.
ხალხი ჩაფიქრებული და უფრო მეტად დასტრესილია... მიზეზი უამრავია და სიას დასასრული არ ექნება, რა გამომწვევი მიზეზების გამო შეიძლება იყოს გაღიზიანებული ერთი ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქე... მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ხანდახან ხდება და იმედი მაქვს ხშირად მოხდება ისეთი ფაქტი, როცა ზოგჯერ სინათლე გამოჩნდება... იმედი, რომ დაახლებით ათ წელში ან მინიმუმ ათ წელში გვეშველება... ისეთი თაობა მოდის. წინასწარ ვიცოდი, რომ ვიამაყებდი და ვიამაყებ ახალგაზრდა თაობით, თუმცა ჯერ მეც არ ვარ ძველი, მინდა მერეც შემრჩეს ეს განწყობა... დღეს კი ნამდვილად მაქვს ერთი კონკრეტული მიზეზი ... სოციალურ ქსელში წავაწყდი ფოტოს ერთბაშად ბევრი დადებითი გრძნობა დამეუფლა... ბევრი დადებითი ფიქრი დამიტრიალდა, შრომისმოყვარეა...გამბედავია... გონიერია... შემდეგი ფიქრი იყო, პატარა 2 წლის რომ არ მყავდეს აუცილებლად დავრეკავდი-მეთქი... მომავალი თაობის წარმომადგენლებს აქვს თვისებები: გამბედაოდა, თავდაჯერებულობა, გონიერება, რაც დარწმუნებული ვარ ამ ბიჭის თვისებებიცაა, სხვა შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და ვერც მოიფიქრებდა... ეს თვისებები ცოტა შორსაა ჩემი და ჩემი თანატოლების უმრავლესობის თვისებებისგან... მაგრამ რაღაც საერთო მაინც დავინახე და გამახსენდა 15 წლის წინანდელი ერთი ამბავი. 16 წლის ვიქნებოდი...ძალიან მომინდა ვყოფილიყავი ფინანსურად დამოუკიდებელი. ველოდებოდი სასწავლო წლის დამთავრებას, რომ რაიმე საზაფხულო სამსახური მეპოვა. ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, დავხმარებოდი მშობლებს და რაღაც მაინც მომეგროვებინა აბიტურიენტობის ფინანსურად მძიმე წელისთვის... ეს მხოლოდ მე მახსოვს და დედას... რა გავაკეთე, სად ვიარე, რამდენი ვიარე... როგორ ვეცადე, მაგრამ ასაკის გამო არაფერი გამომივიდა. გამიშვეს ბებოსთან და ბაბუსთან რაჭაში და სურვილი სურვილად დარჩა... 2 წლის შემდეგ .... 18 წლის ასაკში... უკვე დიდმა და სრულწლოვანმა, უკვე პირველი კურსის სტუდენტმა ეს მაინც მოვახერხე და უკვე 12 ალბათ უკვე 13 წელია არ ვყოფილვარ სამსახურის გარეშე. იყო სამსახური პირველი... მეორე...და არც თუ ისე ადვილი, მაგრამ შესაძლებელი გზა კონსულტანტობიდან - მასწავლებლობამდე, ახლა უკვე სტატუსით უფროსი მასწავლებელი. ეს მოვიდა გამოცდილებით და უდიდესი წვლილი ამ გზაზე იმ გოგოს ფიქრებს მიუძღვის, რომელმაც 16 წლის ასაკში აბიტურიენტობის დაწყებამდე მიზნად დაისახა... ეს ვთქვი და განვმეორდები... დღევანდელი თაობის დადებითი თვისებები ჩემგან შორსაა, მაგრამ რაც ამ ბიჭის განცხადებით დავინახე ( და იმედი მაქვს არ ვცდები), ძალიან შრომისმოყვარე თაობაა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგია. თაობა, რომელიც მომავალი ათი წლის შემდეგ შეცვლის სასიკეთოდ საქართველოს დღევანდელ რეალობას. მინდა მჯეროდეს, მწამდეს და მინდა ხელს ვუწყობდეთ გიორგისნაირ ახალგაზრდებს განვითარებაში, სწორ გზაზე დადგომაში.... 196 შეფასება არ არის |
მე თქვენ გეკითხებით,როგორ უნდა გადანაწილდნენ ბავშვები კლასებში,ასაკით თუ გონებრივი განვითარებით? ყველა ბავშვი ერთნაირად არ ვითარდება და შესაბამისად,6 წლის ვიღაც უფრო გონიერია და ვიღაც უფრო სუსტი. სისუსტე ნაკლი არ არის,მათ სჭირდებათ გასახსნელად უფრო დიდი დრო და ეს დრო არ ეთმობათ ბავშვებს. სუსტები და ძლიერები ერთად არიან კლასებში,სადაც ერთერთი იჩაგრება,ერთი ელოდება სუსტს და დიდი ალბათობით იკიდებს სწავლას,ხოლო სუსტი ვერ ეწევა ძლიერს და უვითარდება დაბალი თვითშეფასება,რაც მის ცხოვრებას ანგრევს. ამიტომ ვამბობ,რომ სისტემა არის მახინჯი და ამ სისტემის პირმშო ვერ იქნება ლამაზი,რაც იმედს მოგვცემდა. ამ სისტემის მსხვერპლები ვართ მეც და თქვენც.
ამერიკელი ინსტრუქტორი იყო სწავლებებზე ჩამოსული,წოდებით უმცროსი სერჟანტი,ასაკით 40-45 წლის და აქ დახვდა 20-25 წლის მასტერსერჟანტები. გამო*ლევდა კაცი და მგონი იმის მერე თავი გაანება სწავლებებს. თურმე უთქვამს,მთელი ცხოვრებაა ჯარში ვმსახურობ,უამრავი ომი და მისია მაქვს ჩატარებული,ხოლო უმცროსი სერჟანტის წოდებას ვერ გავცდიო. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ და დაველოდოთ,როდის გახდებიან უფროსი მასწავლებლები მასტერმასწავლებლები.