x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
საფრანგეთში სკოლაში ტრანსგენდერ ბავშვებს განსაკუთრებული პრივილეგიები მიენიჭათ
image

საფრანგეთის განათლების სამინისტრო მზად არის გასცეს დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის დამოკიდებულებას ტრანსგენდერი მოზარდების მიმართ, ანუ მათ, ვინც გადაწყვეტს სქესის შეცვლას. გაზეთ Le Figaro- ს ჟურნალისტები გაეცნენ ახალ წესებს.


დოკუმენტი გამიზნულია მასწავლებლებისათვის.თუ როგორ მოიქცნენ "არატრადიციულ ბავშვებთან". არა და მათ პრობლემები ისედაც საკმარისი აქვთ. ყოველივე ამის შემდეგ, თუ ბიჭი გულის სიღრმეში მოულოდნელად მიხვდება, რომ ის გოგოა (ან პირიქით), მაშინ მას უნდა, რომ ქალის სახელი დაუძახონ.


როგორ მოიქცეს მასწავლებელი, რომელმაც მოულოდნელად კლასში მოსწავლე "პოლის" ნაცვლად მიიღო "მარი"?



ამიერიდან სკოლის ადმინისტრაციას ევალება დაეთანხმოს ბავშვების ყველა გენდერულ ახირებას. მაგრამ - არსებობს მნიშვნელოვანი პუნქტი - თუ ამ ყველაფერზე თანახმაა მოსწავლის მშობლები.


დედ-მამის თანხმობის შემდეგ, მასწავლებელმა ბავშვს ახალი სახელი უნდა დაუძახოს და ასევე შესაბამისად შეცვალოს ჩანაწერები ჟურნალში. ანუ, როგორც ჩანს, ყველაფერი ოფიციალურია - მაგრამ მთლად ბოლომდე არა. ატესტატში კვლავ მითითებული იქნება დაბადების სახელი. რადგან ეს უკვე სერიოზული დოკუმენტია და არა ბიბლიოთეკის საშვი.



შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია ტანსაცმელი. შეუძლია ბიჭს, რომელიც ფიქრობს, რომ გოგოა, კაბა ჩაიცვას კლასში?


საფრანგეთის განათლების ჩინოვნიკები დიდხანს ფიქრობდნენ ამ საკითხზე და გადაწყვიტეს - შეიძლება. ყველაფერი, რაც დაშვებულია სკოლის დერეფნებში, ყველას შეუძლია ატაროს, განურჩევლად "გენდერული იდენტობისა". ანუ, ქვედბოლო მისაღებია. მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ან ვარდისფერი პარიკი უკვე ნამეტანია.

image


ყველაზე გავრცელებული დაბრკოლება მსგავს სიტუაციებში არის ტუალეტები და გასახდელი ოთახები.


აბა, როგორ ფიქრობთ, რომელ 14 წლის სკოლის მოსწავლეს მიეწონება, თუკი მისი თანაკლასელი მოულოდნელად გამოჩნდება გოგონების გასახდელში იმ საბაბით, რომ შინაგანად მასაც ქალად მიაჩნია თავი.


აქ დოკუმენტი ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ აშკარაა, რომ დასვენების დროს M–ან W-ში შესვლაზე გადაწყვეტილება საბოლოოდ თავად საკუთარ თავში გაურკვეველმა მოზარდმა უნდა მიიღოს.


რასაკვირველია, იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა ცალკე საპირფარეშოების და გასახდელი ოთახების ორგანიზება "არატრადიციულებისთვის", მაგრამ ეს საკმაოდ შორეული პერსპექტივაა.

0
726
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0