x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ინტერვიუ მწერალ თეა ინასარიძესთან

თეა ინასარიძე





მოგესალმებით. როდის მიხვდით რომ თქვენსი მწერლის ნიჭი იმალებოდა? თავიდანვე მწერლობა გინდოდათ?

წერა მოზარდობის პერიოდში დავიწყე, თუმცა ჩემთვის ვწერდი და არავის ვაკითხებდი. მწერლობაზე არასოდეს მიოცნებია. რეჟისორობა მინდოდა და სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის პერიოდში ვსწავლობდით დრამატურგიას, სცენარების წერას, სიუჟეტის აგებას და ა.შ სწორედ მაშინ მივხვდი, რომ წერა იყო ის, რაც კარგად გამომდიოდა. ჩემმა რეჟისურის ლექტორმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ წერას არ დავანებე თავი და თავადაც დავიჯერე, რომ ჩემი ნაწერები სხვებისთვისაც შეიძლება იყოს საინტერესო წასაკითხი. არც წიგნის გამოცემაზე მიოცნებია, ეს შემთხვევით მოხდა. ერთ-ერთ საიტზე ვწერდი "გათხოვილის დღიურებს" და ამ ბლოგის პოპულარობამ განაპირობა მისი წიგნად ქცევა.

- გაქვთ თუ არა საყვარელი ადგილი წერისთვის?

მთავარია იყოს სიწყნარე ირგვლივ. იდეალურია, თუ ვარ მარტო და ბუნებას ვხედავ, ან წვიმს. თუმცა, კაფეშიც დამიწერია არაერთხელ. "ფენიქსის" პირველი ნაწილი, "ასტროიდი" ფაქტობრივად კაფეში დავწერე. გააჩნია რას წერ, რა ჟანრში და გააჩნია განწყობასაც. მისტიკა და თრილერი მიტოვებულ შენობაშიც დამიწერია.


- როგორ ქმნით პერსონაჟებს?


არიან პერსონაჟები, რომელთა შექმნისას ინსპირაცია რეალური ადამიანებისგან ამიღია. რა თქმა უნდა, ზუსტი პროტოტიპი არა, შეიძლება რაღც კონკრეტული თვისება ავიღო. რაღაცნაირად, თავში "იხარშებიან" პერსონაჟები და ისე ცხადად ვხედავ მათ, თითქოს მართლა არსებობენ სადღაც... შეიძლება იყოს ისეთი პერსონაჟი, რომელმაც მხოლოდ ერთ აბზაცში გაიელვოს, მაგრამ მე უნდა ვიცოდე მის შესახებ ყველაფერი. ვინ არის, რა უნდა, როგორია და ა.შ

- განსაკუთრებული წელი და მოვლენა, რომელიც ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა თქვენი, როგორც მწერლის ბიოგრაფიაში, რომელია?

ჩემი პირველი წიგნის გამოსვლიდან დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც მთლიანი ტირაჟი გაიყიდა და ბესტსელერის სექციაში დავინახე "გათხოვილის დღიური" ბიბლუსში შესულმა. ეს იყო ძალიან ემოციური და ამაღელვებელი რამ. და მკითხველის უსაზღვრო რაოდენობის წერილები, რომელსაც სოც.ქსელში ვიღებდი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია, რომ მეორე წიგნზე დამეწყო ფიქრი.

– ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი?

ჯერომ სელინჯერი, სტივენ კინგი, ჯორჯ მარტინი, გურამ დოჩანაშვილი, თანამედროვე მწერლებიდან ძალიან მიყვარს ტორესა მოსის და ელის დოჯსონის შემოქმედება. მოკლეს, ძალიან მიჭირს გამორჩევა. ბევრი მწერალია რომელიც მიყვარს.

– რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ?

ტომ სოიერის თავგადასავალი.

- თქვენი წიგნის რომელ პერსონაჟთნ ისურვებდით შეხვედრას?

ალბათ ლუსთან. ვფიქრობ კარგი მეგობრები ვიქნებოდით.

- წერთ თუ არა ახალ წიგნს?

დიახ, "ტრიგერი" ერქმევა. ჟანრი– თრილერი, ფანტასტიკა.

- რას ურჩევდით დამწყებ მწერლებს?

ვურჩევდი, რომ ბევრი იმუშაონ საკუთრ თავზე, ტექსტზე. კრიტიკულად მიუდგნენსაკუთარ ნაწერს და იყვნენ გულწრფელები. გაარღვიონ ჩარჩოები დან დოგმები, ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს და პერსონაჟებს, რადგან სიღრმეშია სწორედ ყველაზე საინტერესო რაღაცეები. ნაკლებად იფიქრონ წერის პროცესში მკითხველი როგორ გაიგებს... ყურადღება მიაქციონ აზრის ფორმულირებას, მართლწერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ინტერვიუ დასრულდა. მადლობა დროის დათმობისთვის. გისურვებთ წარმატებებს.

მადლობა თქვენ და ასევე წარმატებებს გისურვებთ.

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატა ბერიშვილი
ნატა ბერიშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0