x
image
ინტერ-გოგონა
შეიძლება დაიღალო,მაგრამ არ მისცე გულს უფლება ხელებმა დაკარგოს სითბო...
წვიმს...

ეხლა წესით ნებისმიერი ნორმალური ადამიანი სირბილით აივლიდა ამ აღმართს რათა სახლში შევარდნილიყო, მე კი ისე მივდიოდი თითქოს მე ვიყავი წვიმა და მე ვასველებდი ყველაფერს მე ვინ გამიბედავდა დასველებას....

მივდიოდი ნელი ნაბიჯით წვიმა კი თავს იგიჟებდა ფიქრებიც აწყდებოდა გონებას..ფიქრებში გართული ისე გავცდი მოხუც ქალბატონს რომ ვერც კი მივხვდი ალბათ რა მძიმეა ეს ჩანთა?ნეტავ მარტო ცხოვრობს?...რატო არ დავეხმარე გამიელვა თავში და იმწამს მოვბრუნდი და მისკენ წავედი...დაგეხმარებით დამნაშავესავით ჩავიბუტბუტე..ჩანთისკენ წავიღე ხელი მოხუცის ხელებს შევეხე და გამაჟრჟოლა რა თბილია...

image


"მადლობა შვილო"

ხელებს შეუძლია ადამიანის სულიერი სამყარო გაგვანდოს...სადღაც წამიკითხავს ნეტავ თუ მართალია?

.....ამ წამს დაიბადა და უკვე იპოვა დედის ლამაზი სახე მისი პატარა თითებით....

" რა ცივი ხელები გაქვს გცივა ჩემო სიხარულო"ჩუმად დაიჩურჩულა

დედამ და პატარა ხელები ხელისგულებში მოიმწყვდია და გულში ჩაიკრა...გულიდან წამოსული სითბოთი გაუთბო ხელები.პატარა ქალბატონს კი უკვე კმაყოფილს ეძინა დედის გულზე..image.

და იმ დღიდან კი ეს პატარა ხელები ათბობდა დედის სულს..ყველა ტკივილს უყუჩებდა დედას ამ ხელების შეხება...სულს უთბობდა და აბედნიერებდა...

წლები გავიდა და ისიც გამოჩნდა...

ჯერ საყვარელი ადამიანი შემდეგ კი ერთგული ცოლი გახდა....

უკვე დიდი ქალბატონის ხელებს ახალი გული და სული დაემატა გასათბობად და გასაბედნირებლად...ბევრჯერ დაღლილა მაგრამ სიყვარული არ აძლევდა უფლებას შესვენა....image

ხელები ხომ ფერებისთვის უბოძებია უფალს ქალისთვის...

რამდენჯერ გაუღვიძებია დილით ფერებით და ცხელი ჩაი მიურთმევია ვინ მოთვლის...image

მარტო ეგ როდია...დღეს ახალი ამბავი გაიგო...

მალე დედა გახდება...თბილი თითები მუცელს შეახო და მათ უკვე იგრძნეს ერთმანეთი...ეს თბილი ხელები არიდება ხმაურს რომ არ შეშინებოდა, სიცივეს რომ არ შესცივნოდა...

აი დადგა სანატრელი დღეც, პაწაწინა ხელებს შეხო თბილი ხელებით...და ისე გაათბო როგორც წლების წინ დედამ გათბო....

უკვე დედაა...image

რამდენჯერ დაღლილა ეს თბილი ხელები მაგრამ სითბო არასდროს დაუკარგავს პირიქით უფრო თბებოდა გულიც და ხელებიც...გულში ხომ სიყვარული ნელნელა იზრდებოდა დედის, მეუღლის შვილის...

დედა კი ამ ყველაფრის თავი იყო..სწორედ დედამ ასწავლა სიყვარული და მან აგრძნობია პირველი სითბო ამქვეყნად...

მე მჯერა რომ თბილი ხელები მათ აქვთ ვისაც თბილი გული აქვთ...ცივი ხელები მაშინებს არაფრის მთქმელია ალბათ ამიტომ აქვთ პატარებს ცივი ხელები მათ ხომ არაფერი იციან გრძნობების შესახებ...

მე მინდა სიკვდილამდე თბილი ხელები მქონდეს..თუნდაც დაიღალონ ისინი ზრუნვით...

და დედის ხელები არასდროს გამიცივდეს...

"მე აქ ვცხოვრობ შვილო"

ფიქრებიდან გამოვერკვიე...მოხუცმა მადლობა გადამიხადა ხელზე შემეხო და მე ვინატრე დიდხანს გაგრძელებულიყო ეს წუთები...

სანამ ცოცხლები ვართ არ გავიცივდეს ალერსით და სითბოთი დაღლილი ხელები....

არვიცი წაიკითხავთ თუ არა ამ სტატიას მოგეწონებათ თუ არა მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ თქვენ რას დარქმევდით ამ ჩანახატს სათაურად...კომენტარებში დამიწერეთ

32
183
14-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
183
  
2013, 14 სექტემბერი, 21:57
აი ეს უკვე მეცნობაა:)შენებურია
2013, 8 იანვარი, 10:50
მადლობთ
2013, 8 იანვარი, 2:12
უმაგრესს =]
2012, 19 სექტემბერი, 15:06
არაფრის, კაი სტატიაა like+1
2012, 19 სექტემბერი, 15:04
მადლობა
2012, 19 სექტემბერი, 15:04
++++++1
2012, 14 სექტემბერი, 17:04
+1
2012, 10 სექტემბერი, 12:21
მადლობა თეკლა გაიხარეეე
2012, 9 სექტემბერი, 13:02
imdenad momewona,ver Sevarchie sityvebi shesafaseblad da martivi gamosavali vipove...
2012, 9 სექტემბერი, 13:00
+100000000000000000000000000000
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10