x
თირკმლის კენჭები:კენჭების ტიპები,კლინიკა,დიაგნოსტიკა,მკურნალობა.
image
თირკმლის კენჭოვანი დაავადება ერთერთი ყველაზე ხშირი უროლოგიური დაავადებაა, რომელიც თირკმელში კონკრემენტების დაგროვებით ვლინდება.შარდ-კენჭოვან დაავადებას ყოველრიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აღენიშნება კენჭები თირკმელში.შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე ბევრ პაციენტში შეინიშნება მრავალრიცხოვანი რეციდივი.


შარდ-კენჭოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებული დაავადეებაა.იგი გვხვდება ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა გეოგრაფიულ სარტყელში.არის რაიონები სადაც შარდ-კენჭოვანი დაავადებები შედარებით ხშირია ან ენდემური ხასიათისაა.შედარებით უფრო გავრცელებულია შოტლანდიაში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, თურქეთში, სირიაში, ეგვიპტესა და ინდოეთში.არის ქვეყნები და რეგიონები სადაც ეს დაავადება შედარებით იშვიათად ან საერთოდ არ გვხვდება.ასეეთებია:სანხრეთ აფრიკის ქვეყნები, იაპონიისა და ისლანდიის ზოგიერთი რაიონი.დაავადება საერთოდ არ გვხვდება ციმბირსა და ბელორუსის ზოგიერთ რაიონში.


გავრცელება საქართველოში:საქართველოში შარდ-კენჭოვანი დაავადება საკმაოდ ხშირად გვხვდება, იგი ენდემური ხასიათისაა და მიჩნეულია სამხარეო პათოლოგიად. დაავადების გეოგრაფიული არათანაბარი გავრცელების მიზეზი დღემდე გამოკვლეული არ არის არსებობს ვარაუდი, რომ ამ საქმეში ერთქვარი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ თავისებურებას, გარემო პირობებს და მის მიკროსტრუქტურას.


კენჭის გაჩენის რისკ-ფაქტორები:



ზოგადი ფაქტორები:


შარდკენჭოვანი დაავადების განვითარება ადრეულ ასაკში, განსაკუთრებულად ბავშვებში და მოზარდებში

შარდკენჭოვანი დაავადების ოჯახური ანამნეზი

ბრუშიტი კონკრემენტების შემადგენლობაში

ურატები და შარდმჟავა კონკრემენტების შემადგენლობაში

ინფექციური კონკრემენტები

ერთადერთი თირკმელი ( თავისთავად ეს ფაქტორი არ იწვევს კენჭის გაჩენის მაღალ რისკს, თუმცა ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო რეციდივის განვითარების პროფილაქტიკას ).



დაავდებები დაკავშირებული შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებასთან:


ჰიპერპარათირეოიდოზი

ნეფროკალცინოზი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და პათოლოგიები ( იეუნოილეალური შემოვლითი ანასთომოზი, ნაწლავის რეზექცია, კრონის დაავადება, მალაბსორბცია )

სარკოიდოზი.



შარდკენჭოვანი დაავადების გენეტიკური მიზეზები:


ცისტინურია ( ტიპი A, B, AB )

პირველადი ჰიპეროქსალურია

თირკმლის მილაკოვანი აციდოზი 1–ტიპი

2, 8––დიჰიდროქსიადენინი

ქსანტინურია

ლეშ–ნიქენის სინდრომი

მუკოვისციდოზი.



ანატომიური და უროდინამიური დარღვევები :


მენჯ–შარდსაწვეთის ობსტრუქცია

ფიალის დივერტიკული ან კისტა

შარდსაწვეთის სტრიქტურა

შარდის ბუშტ–შარდსაწვეთ–თირკმელის რეფლუქსი

ნალისებური თირკმელი

ურეთეროცელე

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია

მედულარული ღრუბლისებური თირკმელი ( ტუბულარული ექტაზია )

მედიკამენტების მიღება რომლებიც ხელს უწყობს კონკრემენტების წარმოქმნაში .



ეტიოლოგია:


კრისტალოიდურ-კოლოიდური წონასწორობის დარღვევეა

შარდის პასაჟის დარღვევა

ავიტამინოზი

ინფექცია

ნითიერებათა ცვლის მოშლა

ენდოკრინოლოგიური დარღვევები



კონკრემენტი ანუ კენჭი შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგი კრიტერიუმებით:


ფორმა

ზომა

შემადგენლობა

რენტგენოლოგიური მახასიათებლები

ეტიოლოგია


ფორმის მიხედვით-კუთხოვანი, ბრტყელი, ოვალური, ხორკლიანი, წვეტიანი, მრგვალი .


ზომის მიხედვით-პატარა, საშუალო, დიდი, გიგანტური.



შემადგენლობის მიხედვით-ოქსალატური, სტრუვიტული, ცისტინური, ფოსფატური, ურატული(შარდმჟავ), ქსანტინური, შერეული კენჭები.


კალციუმის კენჭები. თირკმლის კენჭების უმეტესობა სწორედ კალციუმის, ძირითადად კალციუმ ოქსალატის ფორმით ჩნდება. ოქსალატი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ (ხილი, ბოსტნეული, თხილი, შოკოლადი). ოქსალატი ღვიძლშიც წარმოიქმნება. კვების ფაქტორები, D ვიტამინის ჭარბი რაოდენობა, ნაწლავის ოპერაცია, მეტაბოლური დაავადებები იწვევენ კალციუმის ან ოქსალატის კონცენტრაციის მომატებას შარდში. კალციუმის კენჭები შესაძლოა კალციუმის ფოსფატის სახითაც წარმოიქმნას.


სტრუვიტის კენჭები. სტრუვიტის კენჭები ჩნდება ინფექციის დროს, როგორიცაა საშარდე გზების ინფექცია. ამ ტიპის კენჭები მალე იზრდება და დიდი ზომისაა, ზოგჯერ უსიმპტომოა და არ იძლევა გამაფრთხილებელ ნიშნებს.


შარდმჟავას კენჭები. შარდმჟავას კენჭები ხშირად იმ ადამიანებში ჩნდება, რომლებიც ვერ იღებენ საკმარის სითხეს ან კარგავენ მას, ასევე ცილის მაღალი შემცველობის დიეტაზე მყოფებსა და ნეკრესის ქარით დაავადებულებში. გარკვეული გენეტიკური ფაქტორები ზრდიან შარდმჟავას კენჭების გაჩენის ალბათობას.


ცისტინის კენჭები. ამ ტიპის კენჭები ჩნდება მემკვიდრეობითი დაავადების დროს, რომელიც იწვევს თირკმლიდან დიდი რაოდენობით ამინომჟავების გამოყოფას (ცისტინურია).



კენჭების ტიპები ეტიოლოგიის მიხედვით:


არაინფექციური -კალციუმის ოქსალატი, კალციუმის ფოსფატი, შარდმჟავა

ინფექციური -ამონიუმის და მაგნიუმის ფოსფატი, აპატიტი, ამონიუმის ურატები

გენეტიკური მიზეზით - ცისტინი, ქსანტინი, 2, 8–დიჰიდროქსიადენინი

მედიკამენტოზური, რომლის შედეგად ვითარდება ორი სახეობის კონკრემენტები:

წარმოქმნილი პრეპარატის ნაერთების კრისტალიზაციით

წარმოქმნილი პრეპარატის გავლენის შედეგად განვითარებული ცვლილებებისგან შარდის შემადგენლობაში.


image


კლინიკა-სიმპტომატიკა:ტკივილი, ჰემატურია, დიზურია, პიურია, ანურია, ოლიგურია.



დიაგნოსტიკა:

1) დეტალური ანამნეზი

2) ინსპექცია

3) მუცლისა და წელის არეების პალპაცია

4) სისხლის საერთო ანალიზი

5) შარდის საერთო ანალიზი

6) თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა

7) ულტრაბგერითი გამოკვლევა

8) რენტგენოგრაფია.



მკურნალობა:შარდ–კენჭოვანი დაავადებების მქონე ეპაციენტეის უმეტესობაში თირკმლის ჭვალი წარმოადგენს ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტის ძირითად სიმპტომს, სწორედ ამ დროს ხდება ხოლმე თირკმლის კენჭების დიაგნოსტირება.

თირკმლის ჭვალის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხდება ტკივილის კუპირება .

პირველი ხაზის მედიკამენტები: არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი.

მეორე ხაზის მედიკამნტები: ჰიდრომორფინი, პენტაზოცინი, ტრამადოლი.


არსებობს თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა:


თერაპიული მკურნალობა ძირითადად რეკომენდირებულია მცირე ზომის კენჭებისათვის რომლებსაც შეუძლიათ საშარდე გზების დამოუკიდებლად გავლა, მკურნალობა გულისხმობს გაუტკივარდეის პრეპარატების გამოყენებას იმ პრეპარატებთან კომბინაციაში რომლებიც კენჭების მოცილებას აადვილებს.ზოგიერთი ტიპის კენჭებისათვის გაოიყენება მკურნალობა რომელის კენჭის დაშლისკენაა მიმართული და შესაბამისად ქირურგიული მანიპულაციის თავიდან არიდებისათვის.


ქირურგიული მკურნალობა:

დისტანციური დარტყმით–ტალღოვანი ითოტრიფსია : ესაა კენჭის დაშლა თირკმელებსა და შარდსაწვეთში.რომელიც წარმოადგენს საშუალო ზომის კენჭების მოცილების ეფექტურ მეთოდს.დარტყმითი ტალღები ფოკუსირდება კენჭზე სპეციალური მოწყობილობით და შემდეგ დაშლილი ნაწლაკები თვითონვე გამოიყოფა.



კენჭის ზომისა და მკურნალობის ალგორითმი:

10 მმ–ზე ნაკლები --------------> დისტანციურ ტაღოვანი ლითოტრიფსია, ურეთრორენოსკოპია, პერკუტანეული ნეფროლითოტომია

10 – 20 მმ ------------------->ურეთერორენოსკოპია. პერკუტანეული ნეფროლითოტომია, დისტანციურ ტაღოვანი ლითოტრიფსია

20 მმ–ზე მეტი -----------------> ლაპაროსკოპიული ნეფროლითოტომია, ურეთერორენოსკოპია, დისტანციური ტალღოვანი ლითოტრიფსია, პერკუტანეული ნეფროლითოტომია






































0
110
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0