x
ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი

image

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზისმიკობაქტერიები.ტუბერკულოზით ძირითადად ავადდებიან მოზრდილები და მოხუცბი, ასევე შესაძლებელია ტუბერკულოზით დაინფიცერბული იყოს შინაური ცხოველი და ფრინველიც.

ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, გარდა ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში მგალითად თავის ტვინის გარსებში, ძვლებში, სახსრებში, თირკმელებში, შარდის ბუშტში და სხვა, რომლებსაც ეწოდება ფილტვგარეშე ტუბერკულოზი.

ძვლების და სახსრების ტუბერკულოზი

ძვლის ტუბერკულოზი პირველად ინგლისელმა ექიმმა პერსივალ პოტმა აღწერა, რომელმაც 1779 წელს დასვა ამ დაავადების დიაგნოზი.ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი წარმოადგენს ფილტვგარეშე ტუბერკულოზის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას. იგი გვხვდება ყველა ასაკში.ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური გრანულომის წარმოქმნა და ძვლის პროგრესირებადი დარღვევა, რაც თავის მხრივ, ჩონჩხის დაზიანებული სეგმენტის გამოხატულ ანატომიურ და ფუნქციურ დარღვევებს იწვევს.ფილტვგარეშე ტუბერკულოზის სტრუქტურაში ამ ლოკალიზაციას წამყვანი ადგილი უკავია.

განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხერხემლის ტუბერკულოზი, შედარებით იშვიათია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრისა.

ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი დამოუკიდებლადაც შეიძლება შეგვხვდეს და ფილტვის ტუბერკულოზთან ერთადაც. იზოლირებული ფორმა უფრო ხშირია, შემთხვევათა დაახლოებით 5-10%-ში კი ძვალ-სახსართა ტუბერკულოზს სხვა ორგანოს ტუბერკულოზური დაზიანებაც ახლავს თან.

სტატისტიკური მონაცემებით, ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის წილად ტუბერკულოზის შემთხვევათა 3-5% მოდის.

ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის კლინიკური სურათი

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზის კლინიკურ სიმპტომებს ახასიათებს ორგანიზმის ფუნქციურ მოშლილობათა წყება, დამახასიათებელი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციისა და ლოკალური სიმპტომატიკისთვის, რაც განპირობებულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებით. თუ საწყისი კერა მდებარეობს ლულოვანი ძვლის სიღრმეში, ეპიფიზის ცენტრში ან მეტაფიზში, ძვლის კორტიკული შრისგან მოშორებით, შესაძლოა დიდხანს არც იძლეოდეს ადგილობრივ კლინიკურ სიმპტომებს. როდესაც ტუბერკულოზური კერა უახლოვდება ძვლის კორტიკულ შრეს ან სასახსრე ჩანთას, ვითარდება არასპეციფიკური პერიფოკალური ანთება, სასახსრე ჩანთაში წარმოიქმნება ანთებითი გამონადენი, რაც თავდაპირველად სახსრის მოძრაობის უმნიშვნელო შეზღუდვას იწვევს. ადამიანი სწრაფად იღლება საირულის დროს. მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისას ტკივილი შესაძლოა იგრძნობოდეს მუხლის სახსარში; მხრის სახსრის დაზიანებისას ის გადაეცემა მთელ ხელში, თითების ჩათვლით, და ადამიანი კიდურის დაზოგვას ცდილობს. ხერხემლის დაავადების შემთხვევაში იგრძნობა ზურგის დაღლილობა, ერთგვარი შებოჭილობა მოძრაობისას. ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანებისას ავადმყოფი უჩივის კეფის, ხელების, თითების ტკივილს; გულმკერდის ნაწილის დაზიანებისას ვითარდება მსტვენი სუნთქვა, ყივანახველის მსგავსი ხველა, მუცლის, წელის ტკივილი. წელისა და გავის ნაწილის დაზიანებისას - გავა-თეძოს რადიკულიტი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ. სახსარში ან ხერხემალში მოძრაობა შეზღუდულია, ყალიბდება მისი მანკიერი მდებარეობა - კონტრაქტურა და თავს იჩენს ანატომიური დაშლის ნიშნები: შენაცვლება, კიდურის დამოკლება, დეფორმაცია. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ დაზიანების კერაში ყალიბდება კაზეოზური ნეკროზი და ტუბერკულოზური აბსცესი. ამასთან, უარესდება ზოგადი მდგომარეობა. სხეულის ტემპერატურა 38, 0-38, 5°С-მდე იმატებს სასახსრე ჩანთის ჩაკეტილი ღრუდან დაშლის პროდუქტების შეწოვის შედეგად. ხვრელმილის წარმოქმნა და მისი მეორეული ინფიცირება პროცესს ამწვავებს და აუარესებს. აქტიურობის დაკარგვის სტადიაში, უპირველეს ყოვლისა, ქრება კლინიკური სიმპტომები. რეპარატიული პროცესები შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

image

ხერხემლის ტუბერკულოზი

ხერხემლის ფორმა შეიძლება იყოს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა, ნევროლოგიური ხასიათის ნარჩენები მოვლენებებით.დაავადება შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.პროცესში ჩართულია ერთ მალაზე მეტი.პროგრესირებასთან ერთად ზიანდება მალათაშუა სივრცე დისკებისა და ჩამკეტ ფირფიტების ჩათვლით.შემდგომში შეიძლება განვითარდეს აბცესი, რომელიც ვრცელდება მედიასტინუმში ინტრათორაკალური ნაწვეთი ე.წ ცივი აბცესის ჩამოყალიბებით. ასევე შესაძლებელია რეტროპერიტონული სივრცის სუკის კუნთის აბცესის ჩამოყალიბება. მალის სხეულის სიღრმეში პროცესის გავრცელების შედეგად პროცესი შეიძლება გადავიდეს ზურგის ტვინზე და განაპირობოს ტრანსვერსიული მიელიტის და დამბლის განვითარება.ტუბერკულოზით დაზიანებული მალების სხეულის შეხორცებამ შეიძლება გამოიწვიოს კიფოზი. ტუბერკულოზურ პროცესში კისრის მალების ჩათრევა გამოვლინდება კისრისა და მხრების ტკივილით.შეიძლება გამოიწვიოს კისრის რიგიდობა, მკერდ- დვრილისებური კუნთის უკანა ცივი აბცესის განვითარება და იშვიათად პროგრესირებადი ტეტრაპლეგია.

ხერხემლის ტუბერკულოზის სიმპტომებია:

-ზურგის ტკივილი

-დაზიანებული არიდან ტკივილის ირადაცია.დაავადების ადრეულ სატადიაზე, მოსვენებულ მდგომარეობაში ტკივილი ნაკლებია.

გართულებების განვითარებამდე ფიზიკური გამოკვლევებით მიღებული მონაცემები არასპეციფიკური ხასიათისაა-კუზი, ცივი აბცესი ნევროლოგიური ნიშნები.დაზიანებების პროგრესირებასთან ერთად რენტგენოლოგიური გამოკვლევებით გამოვლინდება.საჭიროა მთლიანად ხერხმლის და მისი ცალკეული სეგმენტების რემდგენოგრაფია პირდაპირ და გვერდით პროექციაში.გვერდითი რენდგენოგრამა მალისა და დისკების მდგომარეობის შეფასება იძლევა.დასაწყისში ცვლილებები მცირეა და გამოვლინდება მხოლოდ მალთაშუა არეების შევიწროვებით, მოგვიანებით, გამოვლინდება მალის დაზიანება სოლისებრი კოლაფსი და კუთხოვანობა.რენდგენოლოგიურ გამოკვლევასთან ერთად შეიძლება გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია.

რემდგენოლოგიურად გამოვლინდება დაზიანების ორი ტიპი:

-მალის სხეული რღვევა, მიზი ზედაპირის ეროზია კომპრესიით ან კომპრესიის გარეშე და სოლისებრი დეფორმაცია.

- დისკოს დაზიანება კომპრესიით და მალთაშუა სივრცის გაქრობით.

დიდი ზომის აბცესი შეიძლება გამოვლინდეს:

-გვერდით პროექციაში კისრის მიდამოს ჩრდილის სახით, რომელიც წინიდან ზეწოლას ახდენს საყლაპავზე.

-პირდაპირ პროექციაში, გილმკერდის არეში, ჩოგანის ან ჩიტის ბუდის ჩრდილის სახით, რომელიც გვაგონებს აორტის ანევრიზმას ანუ შუასაყარის ავთვისებიან ლიმფადენოპათიას.

პოტის დაავადების დიფერენციალური დიაგნოზი .

ადრეულ სტადიაზე დიფერენციაცია საჭიროა დისკების დეგენერაციულ დაავადებების და სხვა ინფექციურ სპონდილიტებისაგან, რომლებიც ჩვეულებრივ გამოვლინდება მალის სხეულების დაზიანებით.

სახსრების ტუბერკულოზი

სახსრების ტუბერკულოზი უპირველეს ყოვლისა აზიანაებს მსხვილ სახსრებს, თუმცა შეიძლება ყველა სახსარი დააზიანოს თითისა და ტერფის ჩათვლით.ჩვეულებრივ ეს არის მონოარტიკულარული ართრიტი, თავდაპირველად გამოიხადება მოძრაობის შეზღუდვით, შემდეგ უმტკივნეულო შეშუპეპით და აბცესის ჩამოყალიბებით.სახსრის შეწითლება ან სიმხურვალე არ აღინიშნება.თუ დიაგნოსტირება დააგვიანდე ვითარდება კუნთების ადგილობრივი განლევა და სახსრის დისფუნქცია.მოგვიანებით ყალიბდება ტუბერკულოზური ართრიტის ტიპიური ურათი სახსრის ფისტულირებით, დესტრუქციით და მყარი ინვალიდობით. სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ჩანს ძვლების აპიფიზების დაზიანება ძვლის ჩრდილის გაქრობით.

სხვა ძვლების ტუბერკულოზი

ლულოვანი ძვლების ტუბერკულოზის კლინიკურ-რენტგენოლოგიური გამოვლინებები ქრონიკულ, ფისტულოზური ოსტეომიელიტის ანალოგიურია. ბრტყელი ძვლების ტუბერკულოზი გამოვლინდება „ცივი“ აბცესით. გულმკერდის მალებში პროცესის არსებობა გამოვლინდება ზურგის არეში ლოკალური ტკივილით, ხერხემლის დეფორმაციით და კუზის განვითარებით.ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს ზურგის ტვინის კომპრესია და პარპალეგია.შესაწლოა წაწვეთი აბცესის განვითარება უკანა შუასაყარში.

ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და დიფერენციალური დიაგნოზი

ძვლის და სახსრების ტუბერკულოზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ქირურგიული მანიპულაციების (პუნქცია, ბიოფსია, ოპერაცია) და აუტოფსიის შედეგად მიღებული ნებისმიერი მასალის კულტურალური და მორფოლოგიური გამოკვლევა. სადიაგნოსტიკოდ რეკომენდებული გამოკვლევებია: რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა.

დიფერენცირება -ბანალური (არასპეციფიკური) ან სხვა სპეციფიკური ინფექციებისგან, მაგალითად, ბრუცელოზისგან, ასევე – სიმსივნეებისა და სისტემური დაავადებებისგან. საზოგადოდ, გაღვივების ფაზაში დიაგნოზის დასმა ადვილია, მაგრამ მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე დაავადების საბოლოო დიაგნოსტიკა არ ხდება – დიაგნოზი ბაქტერიოლოგიურად და ჰისტომორფოლოგიურადაც უნდა დადასტურდეს. ამისთვის ტარდება ძვლის ან აბსცესის პუნქცია და აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური კვლევა.

ძვალ-სახსართ ტუბერკულოზის მკურნალობა

ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის ძირითად მეთოდად მიიჩნევა ოპერაცია სპეციფიკურ ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად, რომელიც ტარდება ოპერაციამდეც და მის შემდეგაც. ფართოდ გამოიყენება ორთოპედიული, ფუნქციური, ფიზიკური და მკურნალობის სხვა მეთოდებიც. ოპერაციული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია ჩონჩხის დაზიანებული ნაწილის დესტრუქციის ხარისხზე. ადრეულ სტადიაზე ხდება პირველადი ტუბერკულოზური ოსტიტების რადიკალური ამოკვეთა, რაც განკურნების საშუალებას იძლევა. უფრო გვიან ტარდება გაცილებით რთული ოპერაციები, რადგან აუცილებელია ძვლების სასახსრე ბოლოებიდან და მალის სხეულებიდან მასიური დეფექტების ლიკვიდაცია, ძვლების დაგრძელება, ზურგის ტვინის დეკომპრესია. თუ ყველა ეს პროცედურა მაღალკვალიფიციურად ჩატარდა, შესაძლოა მიღწეულ იქნეს განკურნების მაღალი მაჩვენებელი - 90%-ზე მეტი. გაცილებით ძნელია ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის უფრო მძიმე შედეგების მკურნალობა, ისეთებისა, როგორებიცაა მრავალი მალის დაზიანება, ძვლის სასახსრე ბოლოების სრული დაშლა, მნიშვნელოვანი დეფორმაცია, ზურგის ტვინის დაზიანება. ასეთი პაციენტების ოპერაციული მკურნალობა ინვალიდობის თავიდან აცილების საშუალებას არ იძლევა - ის მხოლოდ ამსუბუქებს მას.

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0