x
ასტიგმატიზმი
image
ასტიგმატიზმი კლინიკური რეფრაქციის ანომალიაა, რომლის დროსაც თვალის ოპტიკური არეების ზედაპირს წესიერი სფერული ფორმა არა აქვს და სინათლის სხივები ბადურაზე ერთ გეომეტრიულ წერტილში არ ერთიანდება.ასტიგმატიზმი ბერნული სიტყვაა და ნიშნავს ერთ ფოკუსური წერტილის უქონლობას.ასტიგმატურ თვალს აქვს ორი სხვადასხვა სახის რეფრაქცია ან ერთი სახის რეფრაქცია სხვადსხვა ხარისხით.


სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმი თითქმის ყოველ თვალში შეიმჩნევა, რადგან თვალი არ წარმოადგენს სრულყოფილ ოპტიკურ აპარატს.იდეალური სფერულ ზდაპირთან მიახლოებული ფორმა აქვს მხოლოდ რქოვანას ცენტრალურ უბანს-ე.წ. ოპტიკურ ზონას, ზედაპირის დანარჩენი ნაწილი ცენტრიდან პერიფერიისაკენ თანდათან ბრტყელდება, სიმრუდის რადიუსი იზრდება და შესაბამისად გარდატეხვის უნარი მცირდება.სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმი შეიძლება ჩაითვალოს ფიზიოლოგიურად, თუ იგი გავლენას არ ახდენს მხედველობის სიმახვილეზე.

ასტიგმატიზმი მხოლოდ მაშინაა პათოლოგიური, როდესაც თვალის ოპტიკური არეების გარდატეხვა იმდენად არასრულყოფილია, რომ სხივები ნაცვლად ერთისა, რამდენიმე წერტილში იკრიბება და საგნის გამოსახულობა ბუნდოვანია.


ასტიგმატიზმის ძირითადი მიზეზია რქოვანას ზედაპირის სფერულობის დარღვევა.



ყოველ ასტიგმატურ თვალში ორი მთავარი მერიდიანია:ვერტიკალური და ჰორიზონტალური, რომელთაგან ერთი სინათლის სხივებს უფრო მძლავრად გარდატეხავს, ვიდრე მეორე.


არჩევენ წესიერ და უწესო ასტიგმატიზმს.თუ მთავარი მერიდინაბეი ურთიერთპერპენდიკულარულია და შუალედური მერიდინაბეის გარდატეხვა თანაბრად იცვლება, ასტიგმატიზმი წესიერია.უწესო ასტიგმატიზმის დროს ერთი მერიდიანის რეფრაქცია მეორეში თანაბრად კი არ გადადის, არამედ ნახტომისებურად, ამასთან თვით მერიდიანების ცალკეული უბნების გარდატეხვაც სხვადასხვანაირია.


ასტიგმატირუი თვალის მხედველობა ისე მახვილი და მკაფიო არ არის, როგორც ნორმალური თვალის.მხედველობის სიმახვილე მით უფრო დაქვეითებულია, რაც უფრი მაღალი ხარისხისაა ასტიგმატიზმი.სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს, ახალგაზრდა და საშუალო ასაკში მხედველობის სიმახვილე აკომოდაციით შეიძლება სრულიად დამაკმაყოფილებელი იყოს, რასაც ხსნიან სხვადასხვა მერიდიანში აკომოდაციის კუნთის არათანაბარი დაჭიმულობით.საშუალო და მაღალი ხარისხსი ასტიგმატიზმის დროს ხშირად გამოხატულია აკომოდაციური ასთენოპიის მოვლენებები, თავის ტკიბლი და ქრონიკული ბლეფაროკონიუქტივიტი.


მთავარი მერიდიანების მდებარეობის მიხედვით არჩევენ პირდაპირ, შებრუნებულ და ირიბღერძიან ასტიგმატიზმს.

პირდაპირი ასტიგმატიზმის დროს ვერტიკალური მერიდინის გარდამხეტი ძალა მეტია, ვიდრე ჰორიზონტალურისა.ამ სახის ასტიგმატიზმი ხშირია, რადგან ნორმალურიდაც რქოვანას ვერტიკალური დიამეტრი ჰორიზონტალურზეოდნავ ნაკლებია.

შებრუნებული ასტიგმატიზმის დროს ჰორიზონტალური მერიდიანის გარდამხეტი ძალა ვერტიკალურზე მეტია.ამ დროს მხედველობა საგრძნობლად დაქვეითებულია და ძნელად კორეგირდება.

ირიბღერძიანი ასტიგმატიზმის დროს მთავარი მერიდიანები ურთიერთპერპენდიკალარულია, მაგრამ ირიბად მიმართული.


ბადურას მიმართ მთავარი მერიდიანების ფოკუსის მდებარეობის მიხედვით არჩევენ ასტიგმატიზმის სამ კლინიკურ ფორმას:მარტივს, რთულს და შერეულს.

მარტივი ასტიგმატიზმის დროს ერთ მთავარ მერიდიანში არის ემეტროპია, მეორეში კი მიოპია ან ჰიპერმეტროპია.

რთული ასტიგმატიზმის დროს მთავარ მერიდიანებში არის სხხვადასხვა ხარისხის მიოპია ან ჰიპერმეტროპია.

შერეული ასტიგმატიზმის დროს ერთ მერიდიანში არის მიოპია, მეორეში კი-ჰიპერმეტროპია.


ასტიგმატიზმზე ეჭვი შეიძება დაგვებადოს, თუ მხედველობის სიმახვილის გამოკვლევის დროს შესამოწმებელი პირი ტაბულის მწკრივის ზოგიერთ ასოს სწორად გამოიცნობს, ზოგს კი ვერ არჩევს, თანაც მან შეიძლება დიდი ზომის ასო ვერ გამოიცნოს, პატარა ასოები კი დაინახოს.

image
სიმპტომები:ასტიგმატიზმისას შესამჩნევია მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ საგნების დამახინჯებულად ხედვა, მუშაობის დროს თვალის სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი, თვალის ჩაწითლება, თვალების წვა, ფოკუსირების გაძნელება გამოკვლევისას აღინიშნება თვალის გარდამტეხ ძალებში განსხვავება სხვადასხვა მერიდიანებში. დიაგნოზი ეყრდნობა რეფრაქციის განსაზღვრას მთავარ გარდამტეხ მერიდიანში.

ასტიგმატიზმის დიაგნოზირება მხედველობის რუტინული გამოკვლევითაც შესაძლებელია. ეს გამოკვლევა თვალების ფოკუსირების უნარს ამოწმებს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან ზოგჯერ ასტიგმატიზმის დიაგნოზირება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება, რამაც შესაძლოა კითხვისა და კონცენტრაციის უნარზე უარყოფითად იმოქმედოს.

სუბიექტური წესით ასტიგმატიზმის გამოსაცნობად არსებობს სპეციალური ტაბულები, ყველაზე მარტივია სნელენის ტაბულა.

თვალის საერთო ასტიგმატიზმის სახეობისა და ხარისხის დადგენა შესაძლებელია სკიასკოპით.

რქოვანას ასტიგმაიზმის ხარისხისა და მთავარი მერიდიანების მდებარეობას ზუსტად ადგენენ ოფთალმომეტრით.

მკურნალობა:ხშირ შემთხვევაში ასტიგმატიზმის სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა რომ მკურნალობას არც საჭიროებს. ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, ის პროგრესირებას განაგრძობს და სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. კორექციის ყველაზე გავრცელებული სახეებია: სათვალე, ლინზები, ლაზერული კორექცია, ქირურგიული ჩარევა და სხვა.

0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0