x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პირუკუ,ანუ ამერიკული "ოცნებიდან" საბჭოთა "სამოთხეში" გამოქცეულები
image

არ გეგონოთ, რომ მარტო საბჭოთა კავშირიდან ცდილობდნენ გაქცევას დასავლეთში, სხვადასხვა მიზეზით(პოლიტიკური, სიმპატიები კომუნისტების მიმართ, ის რაც აკლდა საკუთარ ქვეყანაში და ა.შ)იქიდანაც გამორბოდნენ საბჭოთა "სამოთხეში". მაინც ვინ დატოვა ამერიკა და გადმოვიდა საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად? ამას ქვემოთ შეიტყობთ.







ლოიდ პეტერსონი-მსახიობი პირველად 1932 წელს ეწვია საბჭოთა კავშირს, შემდეგ სამუდამოდ დარჩა საცხოვრებლად, ჯერ ინგლისურენოვან რადიოწამყვანად მოეწყო მოსკოვში, რომელიც ჩრ. ამერიკის მსმენელებისთვის იყო განკუთვნილი, ომის დაწყების დროს კონტუზია მიიღო ავიაბომბის აფეთქების შედეგად, შემდეგ მუშაობდა კომსომლსკ ამურზე რადიოწამყვანად, 1942 წლის 9 მარტს ერთ-ერთი გადაცემის წაყვანის დროს გონება დაკარგა და გარდაიცვლა, იგი 32 წლის იყო, მისმა ორი წლის ვაჟმა ჯიმიმ(უკრაინელი ცოლი ჰყავდა, რომელიც მოსკოვის კინოსტუდიის მხატვარი იყო)ითამაშა ზანგი ბიჭუნას როლი ცნობილ ფილმში "ცირკი", შემდეგ იგი წყალქვეშა გემის კაპიტნად მუშაობდა, 1994 წელს ჯიმი სამშობლოში - აშშ-ში დაბრუნდა.


image

image

არნოლდ ლოგშინი -1986 წელს ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი საბჭოთა კავშირში ოჯახთან ერთად, მისივე განცხადებით, მას სპეცსამსახურები დასდევდნენ კომუნისტური იდეოლოგიის სიმპატიის გამო.

image

90-იანი წლების ბოლომდე დოქტორი-ბიოლოგი, ბლოხინის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში მუშაობდა, 2001 წელს პენსიაზე გავიდა, ცდილობდა, აშშ-ს პენსიის მიღებასაც.

imageimage

ედვარდ ლი ჰოვარდი - ცსს-თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს ნარკოტიკების მოხმარების გამო, პარალელურად სუკის-აგენტი გამოდგა, იგი ჰელსინკში გაიქცა და საბჭოთა საელჩოს შეაფარა თავი. იგი ბრალდებას დიდხანს უარყოფდა, თითქოსდა სუკის აგენტი იყო, 1995 წელს მან გამოაქვეყნა მემუარები"Safe House", სადაც ნაწილობრივ აღიარებდა დანაშაულს, გარდაიცვალა 2002 წელს საკმაოდ უცნაურ გარემოებაში, რუსეთში, საკუთარ აგარაკზე.

imageimage

როი ფრანაკლინ ბარტონი - გადმოვიდა საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად 1930 წელს, ამერიკული დიდი დეპრესიის შემდეგ, ეთნოლოგი და ანთროპოლოგი, 1935 წელს დაიცვა დისერტაცია, მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმში ინდოეთის და ინდონეზიის განყოფილებაში.1940 წელს ვარაუდობდა, რომ НКВД მის დაკავებას აპირებდა, ამავე წელს ის სამშობლოში დაბრუნდა.

image

ჯოელ ბარი-მეგობართან ერთად მუშაობდა Western Electric-ში, რომელიც სამხედრო შეკვეთებს ასრულებდა, თან საბჭოთა დაზავერვას აწვდიდა ტექნიკურ მახასიათებლებს, წინასწარ იგრძნო და სანამ გფბ დააკავებდა 1950 წელს ჯერ ჩეხოსლოვაკიაში გაიქცა და შემდეგ 1956 წელს კოლეგასთან ერთად საბჭოთა კავშირში გამოსახლდა, სწორედ მან ითამაშა დიდი როლი საბჭოთა მიკროელექტრონიკის განვითარებში, შექმნა პირველი სამაგიდო ЭВМ УМ-1 და УМ-1НХ, რისთვისაც მას სახელმწიფო პრემია გადაეცა 1962 წელს.გარდაიცვალა მოსკოვში 1998 წელს.

imageimage
image

ვიოლეტა ბოვტი - მამა - კომუნისტი ოჯახთან ერთად გადმოვიდა საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად 30-იან წლებში, გოგონამ დაამთავარა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, რის შემდეგაც წლების განმავლობაში იყო სტანილავსკის თეატრის პრიმა-ბალერინა, ცეკვავდა 55 წლის ასაკამდე, (1980 წლამდე)1987 წელს დაბრუნდა სამშობლოში - ამერიკაში, გარდაიცვალა იქვე 1995 წელს.

image

image

ანაბელ ბიუკარი -1946 წლიდან მუშაობდა ამერიკის საელჩოში კლერკად, ამასთანავე ჟურნალ "ამერიკისთვის" აგროვებდა საინტერესო მასალებს, ანაბელი ცოლად გაჰყვა რუს ოპერის მომღერალს, კონსტანტინე ლაპშინს, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში სამუდამოდ დარჩენა:"აქ კარგი ხალხი ცხოვრობს - აღნიშნა მან - და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესი იყოს".

image

1949 წელს გამოდის მისი წიგნი"სიმართლე ამერიკელი დიპლომატების შესახებ", სადაც საუბარია ამერიკელი დიპლომატების მორალურ დეგრადაციაზე.

ანაბელი შემდგომ რადიოს დიქტორად მუშაობდა, გარდაიცვალა 1998 წელს მოსკოვში.

image

კეტი ჰარისი - გოგონა ამერიკის კომპარტიის წევრი იყო, 1931 წლიდან საბჭოთა დაზვერვამ ჯაშუშობა დაავალა, ჯერ ბერლინში მუშაობდა, შემდეგ არალეგალურ რადისტათ პარიზში(1936 წელს), ომის დაწყებისთანავე მოითხოვა ფრონტზე რადისტად გაშვება. თუმცა იგი ჯერ აშშ-ში გააგზავნეს, შემდეგ მექსიკაში გადაიყვანეს, ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს მოსკოვში დამკვიდრდა.

image

შემდეგ გააგზავნეს რიგაში, ოთხ წელიწადში იგი დააკავეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ გორკში, იქვე გარდაიცვალა 1966 წელს.

image

დინ რიდი-ამერიკელი მომღერალი, მემარცხენე იდეებით შეპყრობილი მწვავედ აკრიტიკებდა ვიეტნამის ომს და გამოდიოდა ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ.



აშშ-დან ჯერ არგენტინაში გადასახლდა, ხოლო 1966 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ იგი იტალიაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე იტალიურ ვესტრნში გადაიღეს.პარალელურად იგი კვლავ აქტიურად აკრიტიკებდა აშშ-ს პოლიტიკას, რის გამოც დააკავეს კიდეც.

image

პირველად იგი საბჭოთა კავშირს 1965 წელს ეწვია, მას უყვარდა საბჭოთა ხალხი და მასაც სიყვარულით უპასუხეს.პოლიტიკური იდეოლოგიიდან გამომდინარე 1973 წელს იგი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დასახლდა.

image


აქვე მომღერალს იღებდნენ ფილმებში, აგრეთვე აქტიურად განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.მისი მრწამსი კვლავ სოციალისტური იდეებით იყო მოცული.



გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ ე.წ. პერსტროიკის შემდეგ, საბოლოოდ გაწბილებულმა 1986 წლიდან გადაწყვიტა ისევ სამშობლოში, აშშ-ში დაბრუნებულიყო.

image


ტრაგიკულად დამთავრდა დინ რიდის სიცოცხლე.1986 წლის 13 ივნისს იგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს აღმოსავლეთ ბერლინში ცოიტენის ტბასთან, რომელიც საკუთარი სახლის მახლობლად იყო.ოფიციალური ვერსიით იგი წყალში დაიხრჩო, თუმცა რიდის მეგობრები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. დინ რიდი 47 წლის იყო.


ლი ჰარვი ოსვალდი-კომუნისტური იდეებით შეპყრობილი გაემგზავრა საბჭოთა კავშირში, სადაც ჩასვლიდნა მეორე დღესვე მან განაცხადი შეიტანა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე, საბჭოთა მთავრობა არ ენდობოდა ოსვალდს, ეჭვობდა, რომ იგი ამერიკის აგენტი იყო. ამიტომ 1 წლის განმავლობაში მას კგბ უთვალთვალებდა. 1960 წელს ოსვალდი ჩავიდა მინსკში სადაც თვეში 700 რუბლად მეტალურგიის ქარხანაში მუშაობდა. 1961 წელს ოსვალდმა გაიცნო 19 წლის სტუდენტი მარინა პრუსაკოვ1962 წელს შეეძინა გოგონა. იმავე წელს ოჯახმა დატოვა სსრკ და დაბრუნდა ამერიკაში.

image

მალევე რაც ჩაიდინა ოსვალდმა ყველას კარგად მოეხსენება.თუმცა მალევე, პრეზიდენტის მკვლელობიდან ორ დღეში ციხეში გადაყვანის დროს დალასის კლუბის მფლობელი ჯეკ რუბი გამოხტა და სასიკვდილო გასროლა მოახდინა ოსვალდის მიმართულებით.

image

0
452
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0