x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა
imageრუსეთის მთავრობა დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით სრული შემადგენლობით გადადგა.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ТАСС-ი.


ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მართებულად მიიჩნია ქვეყნის მეთაურის მიერ კონსტიტუციის შესწორების შესახებ გამოცხადებული წინადადებების ფონზე.


რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მედვედევის მთავრობას გაწეული სამუშაოსთვის და დაავალა ბოლომდე შეასრულოს მოვალეობა ახალი კაბინეტის შექმნამდე. პუტინის თქმით, იგი კმაყოფილია შედეგებით.


ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება რუსეთის ახალი პრემიერი, თუმცა პუტინმა უკვე შესთავაზა მედვედევს ახალი თანამდებობა - უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს პოსტი, რომელსაც სპეციალურად მისთვის შემოიღებს.



მთავრობა მას შემდეგ გადადგა, როდესაც ვლადიმერ პუტინი ფედერალურ კრებაზე კონსტიტუციის რეფორმის ინიციატივით გამოვიდა, მათ შორისაა სახელმწიფო დუმისთვის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დამტკიცების უფლების გადაცემა, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემას და საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის მოთხოვნების გამკაცრებას, რაც გულისხმობს სავალდებულო გახდეს 10 წლის ნაცვლად რუსეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ცხოვრება და რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართალის პრიორიტეტულობის შეზღუდვას.

1
397
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
397
  
2020, 16 იანვარი, 0:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1