x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინეთი აშშ -ს ნეგატიურ პანიკის დათესვაში ადანაშაულებს კორონავირუსთან დაკავშირებით

image

ჩინეთის მთავრობამ აშშ-ს პანიკის დათესვაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სასიკვდილო კოროვირუსის 2019-nCov-თან მიმართებაში.



შეერთებულმა შტატებმა "არ გაგვიწია რაიმე მნიშვნელოვანი დახმარება", ამასთან ერთად ნეგატიურ პანიკას თესავს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა განაცხადა ორშაბათს ბრიფინგზე.

ჩინეთს კორონავირუსთან საბრძოლველად 11 ქვეყანა დაეხმარა - კორეა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი, პაკისტანი, ყაზახეთი, უნგრეთი, ირანი, ბელორუსი და ინდონეზია, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდი.

თუმცა, ეს დახმარება საკმარისი არ არის. ”ახლა ჩინეთს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო ნიღბები, დამცავი კოსტუმები და სათვალეები”, - დასძინა ჰუა ჩუნინგმა.


"სხვათა შორის, აშშ-ში გავრცელებულმა გრიპმა 2019-2020 წლებში 10 000 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, მაშინ როცა 2 თებერვლისთვის ახალი კორონავირუსით 361 ადამიანი გარდაიცვალა“, -დასძინა ჰუა ჩუნინგმა.

23 იანვარს, აშშ-ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გენერალური საკონსულოს ყველა წევრი და მათი ოჯახები გამოეყვანათ ქალაქ უხანიდან, იქ დატროვა მხოლოდ მინიმალური საჭირო პერსონალი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, საელჩოს რიგითმა თანამშრომლებს და მათმა ახლობლებს საშუალება მისცეს საკუთარი ნებით დაეტოვებინათ ჩინეთი.

აშშ-ს მოქალაქეები, რომლებიც სტუმრობენ ხუბეის პროვინციას, ორი კვირის განმავლობაში გაივლიან კარანტინს, ამასთანავე ყველა ამერიკელმა, ვინც ჩინეთში იმოგზაურა, უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება.


image


ახალი ჩინური კოროვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნების უმეტესობა, უხანიდან დაბრუნებული ადამიანებს ორკვირიან კარანტინში ამყოფებენ.მაინც როდიდან დაიწყო სამყარომ კარანტინის გამოყენება ინფექციების თავიდან აცილების მიზნით? დაავადების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი ხანია იყენებენ კარანტინს. ეს ტერმინი თავისთავად ნიშნავ...


პროგნოზებით, მსოფლიო ეკონომიკას გაჭიანურებული ჩავარდნა ელის მომაკვდინებელი ჩინური ვირუსის გავრცელების გამო. ამის დასტურია, სამრეწველო ლითონების ფასების ინდექსის ვარდნა, რომელიც გამოითვლება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Moody's ის მიერ. სააგენტო კვლევის მიხედვით, Moody's-ის ინდექსი პირდაპირ არის დამოკიდებულია მსოფლიო მშპ-ი...


BBC-ის კორესპონდენტს პასუხობს ლონდონის იმპერიული კოლეჯის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, რობინ შატოკი. BBC: რით განსხვავდება ეს ვირუსი მწვავე რესპირატორული მწვავე სინდრომის კორონავირუსისგან, ანუ ე.წ. SARS გან, რომელმაც 2003 წელს 813 ადამიანი შეიწირა? რობინ შატოკი: SARS ვირუსის შემთხვევაში, ადამიანებს ჯ...


გამოცემა SUN გვამცნობს, რომ ჩინელ ბლოგერს ვან მენიუნს, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ის ღამურის წვნიანს შეექცევა, სიკვდილით დაემუქრნენ. ვიდეოში გოგონა მეგობართან ერთად აგემოვნებს წვნიანს და ქებასაც არ აკლებს. ზოგიერთი მომხმარებელი ვარაუდობს, რომ ვიდეო გადაღებულია ჩინეთში, ქალაქ უხანში, სადაც პირველად დააფიქსირეს ახალი ვირუსით დაი...

1
137
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
2020, 5 თებერვალი, 2:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1