x
მეტი
  • 25.05.2024
  • სტატია:134872
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509289
ნერვული ბულემია

რას წარმოადგნს ნერვული ბულემია?

ბულემია, ეს არის მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული კვებითი დარღვევა, რომელიც თავს იჩენს გვიან მოზარდობის ასაკში, ასევე შესაძლებელია ზრდასრულობის ასაკშიც, და უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი. მოზარდობა მეტად რთული და კრიტიკული პერიოდია, ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიუირი პროცესების გათვალისწინებით. მოცემულ ასაკში ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გოგოებს, უჭირთ ცვლილებებთან შეგუება, რაც გამოხატულია საკუთარ თავთან მიმართებში მაღალკრიტიკული განწყობითა და მუდმივი უკმაყოფილებით. ხშირად მოცემულ ასაკში მათი მთავარი პრობლემა ჭარბი წონაა, რის გამოც ისინი იწყებენ არასწორ, მკაცრ და ორგანიზმისთვის ზინისმომტან დიეტებს. რაოდენაც გასაკვირი არ უნდა იყოს სწორედ გოგონების ზემოხსენებული კატეგორია, მკაცრი დიეტებით მობეზრებული და უკვე ნერვულ აშლილობამდე მისული, უხსნის თავის თავს ყოველგვარ შეზღუდვას და იწყებს საკვების უზომოდ, უკონტროლო დოზით მიღებას, თუმცა ეს ფაქტი მაინც ბუნდოვნად გვეჩვენება და ისმის კითხვა - რა ხდება ამ დროს ამ გოგონების ორგანიზმში?

“ბულემია’’ მგლის მადას ნიშნავს. მადის ასეთი უჩვეულო მატება შეიძლება მუდმივიც იყოს და პერიოდულიც. დიდხნიანი შიმშლილიასა და საკვების შეზღუდვის შემდეგ ახალგაზრდების სწავლობენ საკუთარ ორგანიზმში შიმშლის გრძნობის დათრგუნვას, რაც შემდგომში მოცემული შეგრძნების მოშლაში გამოიხატება. სწორედ, მოცემული პროცესის თანმდევი პროცესია სიმაძღრის შეგრძნების მოშლაც და მაშინ, როცა ეს მოზარდები არიან ანერვიულებულნი, აღშფოთებულნი, ისინი კარგავენ კონტროლს და ჭამენ მაშინაც კი, როცა მათი ორგანიზმი სინამდვილეში არ საჭიროებს მეტ საკვებს - “კუჭი სავსეა.’’ ამ დროს მოგრძო ტვინი აგზავნის შესაბამის იმპულსებს ჭამის შეწყვეტისდა გამო, თუმცა მოცემული იმპულსების დაბლოკვა მოზარდებს გამომუშავბული აქვთ. ამის შემდგომ იწყება ბულემიით დაავადებული მოზარდების და შესაძლოა ზრდასულების მოცემული პრობლემატიკის შემდეგი ეტაპი - “სინანული.’’ მას შემდეგ, რაც ბულემიკები იაზრებენ მიღებული საკვების დოზას ისინი ვარდებიან სინანულში და ცდილობენ მიღებული საკვების ძალისმიერი გზით ორგანიზმიდან გამოდევნას - იგულისხმება პირღებინებით საკვების გამოდევნა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.


გამომდინრე იქიდან, რომ 21-ე საუკუნეში როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის მნიშვნელოვანი და სასურველი გახდა “სტანდარტული’’ ფორმის შენარჩუნება (60 X 90 X 60), იმატა არასწორი დიეტებით გამოწვეულმა პათოლოგიური შემთხვევების რიცხვმა. თუმცა მოცემული დაავადების მიზეზი არ არის მხოლოდ ფსიქიკური აშილილობით გამოწვეული შედეგი. ეპიზოდური ბულემია რომელსაც მადის სხვადასხვა ხარისხის მატება ახასიათებს, წესისამებრს შეიძლება იყოს დაკავშირებული შინაგანი ორგანოების ისეთ დაავადებებთან როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ინსულინომა ანუ ინსულინმაპროდუცირებელი სიმსივნე, თირეოტოქსიკოზი, გასტრიტი კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. შეერთებულ შტატებში ბოლო სამი წლის მონაცემებით მოცემული დაღვევა 5-10 მილიონ მოსახლეს აწუხებს, რომელთა ასაკობრივი დიაპაზონი 14-დან 40 წპამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს მოიცავს.(მონაცემებშ არ შედის შინაგანი ორგანოებით გაოწვეული ბულემიის სტატისტიკა) მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემები საკმარისია იმისთვის, რომ მოცემული პრობლემის აქტუალურობა და გავრეცელება დავინახოთ, თუმცაღა მოვიშველიოთ მსოფლიო მონაცემები. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2% იტანჯება მოცემული პათოლოგიით რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. დაავდების განვითრების არეალი უმეტესად განვითარებადი-ინდუსტრიული და განვითრებული ქვეყნებია. გამომდინარე პრობლემის აქტუალურობიდან მნიშვნელოვანია მისი აღმოფხრვრა პირველადი პრევენციის, იგივე პროფილაქტიკის გზით, რაც მიზნად ისახავს იმ რისკ-ფაქტორების და გარემოფაქტორების აღმოფხვრას, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს მოცემულ პათოლოგიამდე. მსოფლიოში კარგად ნაცნობი ფაქტია თუ რაოდენ დიდი ყურადღება ენიჭება პირველადი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას ნერვული ანორექსიის შემთხვევაში, თუმცა აღსანიშნავია რომ ნერვული ბულემია მეტად გავრცელებული დაავადებაა და მისი შემჩნევა პირველადი პრევენციის ფარგლებში ბევრად რთულია, მოეცმულ პათოლოგიის შედარებით მდუმარე გამოვლინების გათალისწინებით. მანამ სანამ დაავადების პროფილაქტიკურ და დიაგნოსტიკურ ღონისძიეებს განვიხილავთ, საჭიროა განვავრცოთ ისეთი ქვეპუნქტები, როგორიცაა დაავადების ისტორია, ეპიდემიოლოგია, კლინიკური სურათი, გართულებები და მკურნალობა.

დაავადების აღმოჩენა და მეცნიერული კვლევა

ნერვული ბულემია აღწერილ იქნა რასელის მიერ, როგორც ნერვული ანორექსიის ერთ-ერთი საშიში ქვე-კატეგორია, თუმცა ამის შემდომ ჩატარდა ბევრი მეცნიერული კვლევა და გამოვლინდა, რომ ნერვული ანორექსია და ნერვული ბულემია ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი დაავადებაა. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზისა და სტატისტიკური მონაცმების გათვალისწინებით, ნერვული ბულემია ხასიათდება ჭარბი ჭამის განმეორებითი, პერიოდული ხასიათის ეპიზოდებით, რასაც მოჰვება ერთი ან მეტი კონპენსატორული ქცევა კალორიების აღმოფხვრის მიზნით - ეს შეიძლება იყოს: ღებინება, საფაღარათო საშუალებები უზმოზე და ა.შ. მოცემული მეორედება კვირაში საშულაოდ 2-3 - ჯერ ან მეტჯერ. მიუხედავად იმისა, რომ რასელმა დაახასიათა ნერვული ბულმია ნერვული ანორექსიის წინაპირობად, ნერვული ბულემიის მქონე პაციენტების მხოლოდ მეოთხედ დაუდგინდა ნერვული ანორექსიის დიაგნოზი.

ეპიდემიოლოგია

შეერთებულ შტატებში ნერვული ანორექსიის მაჩვენებელი 0.5% - დან 1%- მდე მერყეობ, თუმცა ნერვული ბულემიის მაჩვენებელმა შესაძლოა 10% - ს მიაღწიოს, რაშიც კოლეჯის ასაკის ქალები მოისაზრებიან. მამაკაცებზე მოცემული რიცხვის მეათედი მოდის. დემოგრაფიული თვალსაზრისით ნერვული ბულემიით დაავადებულთა უმეტესობა მარტოხელაა, განათლებას კოლეჯში იღებენ, 20 წლის ასაკის დიაპაზონში იმყოფებიან. ამასთან ერთად, პაციენტების უმრავლესობას დაავადება უვლინდებ მოზარდობის ასაკში. ნერვული ბულემია გვხვდება თეთრკანიანი ქალების 2.3%-ში, მაგრამ შავკანიანთა მხოლოდ 0.40% - ში. ნერვული ბულემიის რისკ-ფაქტორებს მოიცავს, თუმცა მნიშვნელოვნად არ შემოფარგლება - ბავშვობაში სექსულაური ძალადობა, მამრობითი ჰომოსექსუალურობა, მარტო ჭამა, ცხოვრება “სოროს’’ სტილის სახლებში, დიაბეტით დაავადებულებშ გლიკემიის კონტროლი, დაბალი თვითშეფასება, დიეტა, მძლეოსნობაშიმონაწილეობა და ისეთ პროფესიულ საქმიანობაში მოღვაწეობა, რომელიც აქცენტს აკეთებს წონაზე.

ნერვული ბულემიის სიმპტომები და დიაგნოზის დასმა

ნერვული ბულემიის დიაგნოზის დასმა ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, რაც განპირობებულია პაციენტისა და ექმის ურთიერთობით. ექიმი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული პაციენტისგან თუ რას ფიქრობს ის წონის, საკვებისა და კვების რაციონის შესახებ. ნერვული ბულემიის ნიშნებია - გადამეტებული ჭამის დაუძლეველი სურვილი, სხეულის წონის კონტროლის მიზნით უკიდურესი საშუალებების გამოყენება, სხეულის წონასა და ფორმასთან დაკავშირებული იდეალები რომელიც ნერვული ანერექსიის პერიოდში აღინიშნება. DSM-IV არის ნერვული ბულემიის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. მისი მიხედვით ნერვულ ბულემიას ახასიათებს ორი ნიშანი. 1- დროის კონკრეტულ მონკავეთში (მაგ. 3სთ-ში) საკვების იმდენად დიდი რაოდენობის მიღება, რაც ბერვად აღეატება ჩვეულებრივი ადამინის მიერე იმავე დროის მონკვეთში კონკრეტული საკვებისმიღების ნორმას. 2- ჭამის დროს ჭამაზე კონტროლის დაკარგვა, ანუ პაციენტს აქვს შეგრძნება რომ ჭამს თვას ვერ დაანებებს. DSM-IV განახვავებს ნერვული ბულემიის ორ ქვეტიპს. ესენია: 1- გაწმნდითი ტიპი, რომელიც ხასიათდება წონის მომატების კონსპენსაციისთვის პირღებინებითა და ლაქსატივების, ანუ საფაღარათე საშუალებებისა და დიურეტიკების მიღებით. 2 - არაგაწმენდითი ტიპი, რაც გულისხმობს წონის კონტროლის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ვარჯიში და პერიოდული შიმშილი. ნერვული ბულემიის კარდინალური სიმპტომები მოიცავს კონპენსატორულ ქცევასა და სხეულის მომატებულ წონას, თუმცა შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს ნერვული ბულემია და დაბალანსებული წონა. ამ მხრივ ნორმალური და მცირე წონის პაციენტები არ უნდა იქნან გამოტოებულნი, ყურადღება მიუქცეველნი პაციენტის პირადი კლინიკური სურათის შედგენის დროს. აუცილებელია გარკვეულ იქნას პაციენტის კვებითი ნორმა, განსაკუთრებით უზომო ჭამის შემთხვევაში. ჩვეულებრივ ბულემიკის შემთხვევაში ყურადსაღებია დროის რა მონაკვეთში რა განსაზღვრული ოდენობის საკვებს მიიღებს, თუმცა ნერვული ბულემიის დიაგნოზის დასმის დროს ყურადღება ექცევა კვების პროცესში პაციენტის განწყობას და იმას თუ რას ჭამს მოცემული განწყობის შესაბამისად. ზოგიერთ ბულიმიაკს შეიძლება ჰქონდეს აკრძალული საკვების შიდა ჩამონათვალი, რომელიც მათი მოხმარების შემთხვევაში პაციენტის საზრუნავს წარმოადგენს მიუხედავად პროდუქტის კალორიულობისა. ბულემიკს შეუძლია მოიხმაროს დიდი რაოდენობის იგივე ხილის და ბოსტნეულის, როგორც ტკბილეულის ხაზის ნაწარმი, მაგრამ არ ჩათვალოს, რომ ის იღებს უზარმაზარ რაოდენობას საკვებისა, რადგან ხილი და ბოსტნეული არის “კარგი’’ ან თუნდაც “უსაფრთხო.’’ ნებისმიერ შემთხვევაში ჭამაზაე კონტროლის დაკარგვის შეგრძნება ნერვული ბულემიის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სუბიექტური ბინგენსი(პერიოდი რა დროსაც ძლიერდება მცემული პათოლოგიის სუბიექტური ნიშნები) განისაზღვრება არა მოხმარებული საკვების რაოდენობით, არამედ შეფასებით, რომ უნდა შეჭმულიყო მეტი და არ შეჭამა, ანუ დაუკმაყოფილებლობის უზომო გრძნობა, ჭამოს მეტი. ბინგენსი პერიოდულად მეორდება და ყოველი პერიოდის წინ დაავადებულს შეილება აღენიშნოს ლტოლვა, დეპრესია, მოწყენილობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ჭამის სურვილი. მოცემული პათოლოგიით დაავდებულებმა შესაძლოა ჩვეულებრივ იკვებონ ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში, თუმცა განმარტოების შემდგომ კვლავ დაკარგონ ონტროლი და დაიწყონ უზომოდ საკვების მიღება. დეპრესიული სიმტომები ნერვული ბულემიის დრო ს მკვეთრად არის გამოხატული. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება მძიმე დეპრესია. დეპრესიის სიმპტომების განხილვა, როგორც წესი, მიმდინარეობს კვებითი აშლილობის კვლევის პროცესში. იშვიათია პერისტენტული აშლილობის მქონე პაციენტების შემთხვევაში, რომლების იღებენ მედიკამენტებს.

კლინიკური გართულებები

ბულიმიკებში ადვილი შესაძლებელია განვითარდეს და არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანომალიები, რაც ხშირად გამოწვეულია გაწმენდითი ტიპის ნერვული ბულემიის ბიჰევიორისტული ფონით. ხშირი პირღებინება იწვევს მრავალ გართულებას. ისეთ, როგორებიცაა - კალიუმის დონის დაქვეითება, რაც მეტად საშიში დაღვევაა და იწვევს წონაშ სწრაფ კლებას, ასევე გულის არითმიასა და თირკმელების სტრუქტურულ დეფექტს. შეიძლება გამოიწვიოს საშარდე, სისტემის ინფექციები. მაგალითად, ეპილეფსიური კრუნჩხვები ან ტეტანია. ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია შეშუპება, მეტეორიზმი და ყაბზობა. აციენტს შეიძლება განუვითარდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება და მოლორი-ვაისის ცრემლები. ასევე სწორი ნაწლავის პროლაფსი. ახალგაზრდა ქალში მოცემული სიმპტომატიკის არსებობა უთუოდ მიუთითებს ნერვული ბულემიის არსებობაზე. ბულემიკები ხშირად იყენებენ იპეკაკს ღებინების დასაწყებად. სტატისტიკური მონაცემებით კვების დარღვევის მქონე ქალბატონების 8%-მა შეილება გამოიყენოს მოცემული აგენტი ექსპერიმენტული მიზნით, ხოლო 1-2% მას ბოროტად, რეგულარულად იყენებს. როგროც ვიცით კუჭის წვენი არის მჟავე არე, ამიტომ იგი გავლენას ახდენს კბილებზე ღრმულებისა და ლაქების დატოვებით.ეს იწვევს მინანქრის ეროზიას, განსაკუთრებით კბილების ენობრივ ზედაპირზე. შუა ფალნგებზე აღინიშნება კვალი(რასელის ნიშანი)თითების ღებინების მიზნით გამოყენებიდან გამომდინარე. აღინიშნება სიალდენოზი, სანერწყვე ჯირკლების არაანთებითი გადიდება. გვხვდება პაროიდული ჯირკვლის შეშუპება. სიალადენოზი თითქმის ყოველთვის ასოცირდება ძირეულ სისტემურ აშლილობასთან, მათ შორის დიაბეტთან, ალკოჰოლიზმთან, არასწორ კვებასთან. ბულემიით დაავდებულებში სიალადენოზის შემთხვევნი მერყოებს 10% დან 66%-მდე. შესაბამისად ახალგაზრდა ასაკის ქალში სიალადენოზის არსებობის შემთხვევაში ქეიმმა ეჭვი უნდა მიიტანოს ნერვულ ბულემიაზე. ითვლება, რომ სიალადენოზის სხვადასხვა მიზეზები იწვევს საერთო პათოგენურ ეფექტს, რადგან ისინი წარმოქმნიან პერიფერიულ ავტონომიურ ნეიროპათიას. ნერვული ანორექსიიტ დაავადებული ადამიანებისგან განსხვავებით ნერვული ბულემიით დაავადებულებს არ აქვთ ძვლის მინერალური სიმკვრივის დარღვევა განსაკუთრებით მაშნ როცა წონის მაკონრომისებელი მექანიზმია გამოყენებული.

ფსიქიკური ფონი

აღსანიშნავი და მეტად საინტერესოა ის ფსიქიატრიული სურათი, რაც ნერვულ ბულემიას თან სდევს. ბულემიის მქონე პაციენტები ხასიათდებიან, როგორც ექსტრავერტული პერფექციონისტები, რომლებიც არიან თვითკრიტიკულნი, იმპულსურნი და ემოციურად არაკონტროლირებადი. დაფიქსირებულია აფექტური აშლილობის მაღალი მაჩვენებელი - 75%, ძირირითადი დეპრესიული აშლილობა - 63% და შფოთვითი აშლილობა 36%. პაციენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის საწყისი გამოვლინება ხდება ბულემიური სიმპტომების გამოვლენამდე. ამრიგად, აფექტური ან შფოთვითი აშლილობის პოზიტიურმა ადრეულმა იდენტიფიკაციამ შეიძლება შექმნას შესაძლებლობა კვების დარღვევის თავიდან აცილებისა, მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში.

ნერვული ბულემიის შემთხვევაში ნივთიერებების ბოროტად გამოყენება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანხმლები დამახასიათებელი სინდრომი. კოლუმბიის უნივერსიტეტის ნარკომანიისა და ნივთიერებების ბოროტად გამოყენების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნა, რომ ბულიმიკების 30-70% აქვს ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების პრობლემა. მოცემული გულისხმობს ისეთი მავნე ჩვევებს როგორებიცა თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, მედიკამენტების ურეცეპტოდ მირება (იგულისმება დიეტური და მასტიმულირებელი მედიკამენტები). გავრცელებული ცნობებით ალკოჰოლიზმი გავლენას ახდენს ბულემიკების 31%-ზე და ხშირად იწვევს დეპრესულ და პოსტტრამვულ ნერვულ აშლილობას. ჩატარებულ იქნა კვლევები, რომლითაც შედარებულ იქნა ნერვული ბულემიით დაავადებული ქალები სხვა ფსიქიკური თუ კვებითი დარღვევების მქონე ქალებთან. რითაც დადგინდა, რომ ნერვული ბულემიით დაავადებულ ქალებში ალკოჰოლის მოხმარებიდან გამოწვეული თვითდაზიანების შემთხვევები ბევრად მეტი იყო, სხვა პათოლოგიურ ჯგუფებთან შედარებით. დიახ, თვითდაზიანება აწუხებს ნერვული ბულემიით დაავადებულ პაციენტებს. ერთ-ერთ კვლევაში ბულემიკით დაავადებულთა 34%-მა აღნიშნა, რომ ისინი განვლილი წლების განმავლობაში პერიოდულად ასახიჩრებდნენ საკუთარ თავს, ხოლო გამოკითხულთა 21.3%-მა აღნიშნა, რომ დაზიანებები თავიანთ თავს ბოლო 5 თვის განმავლობაშ მიაყენეს. პაციენტები ყველაზე ხშირად იზიანებენ თავს, ხელებს, ფეხებს. იკაწრავენ სახეს. მოცემული დაზიანებები იწვევენ სხეულის მოცემულ ნაწილებზე ნაწიბურების გაჩენას. მოცემული ქმედებების სიტემატურობამ და განვითარებამ შეიძლება მიგვიყვანოს საზღვრულ პიროვნულ აშლილობამდე, რამა შესაძლოა სუიციდიც გამოიწვიოს.

რა არის 5-HT ნეიროტრანსმისია? - თავის ტვინის 5-HT ფინქცია ნერვული ბულემიის მინდინარეობისას ანომალიურია, გამომდინარე ისეთი ექსპერიმენტული პარადიგმიდან როგორებიცაა ნეიროენდოკრინული სტიმულირების ტესტი და ტვინის რადიოლოგიური კვლევის შედეგები. უკვე გამოჯანმრთელებულ, ანუ ბულემიის სიმტომატიკის არ მქონე პაციენტში ტრიფტოფანის დეფიციტი არის გამომწვევი მიზეზი მწვავე რეციდივისა და წონასთან დაკავშირებული პრობლემებისა. მოცემული გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ნერვული ბულემიის ანამნეზის მქონე ადამიანებს თავის ტვინში სეროტონინის დაბალი შემცველობის მიმართ აქვთ ნეიროფსიქოლოგიური მოწყვლადობა. ასევე სარწმუნო ფაქტია, რომ დიეტისმიერი გზით დაკლებული წონა ტრიფტოფანი მოხმარების დაქვეითების გამომწვევი მიზეზია. მოცემული კი ადასტურებს ნერვული ბულემიის მთავრი გამომწვევი მიზეზის დიეტის ავთენტურობას.

ლაბორატორიული დარღვევები

ნორმალური წონის ან ჭარბი წონის ბულემიაკებს შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ლაბორატორიული ანომალიები. ლაბორატორიული ანომალიები უმეტესად წონის კლებასთან და განმწმენდი ქცევის სიმძიმის ზრდასთან ერთად ელექტროლიტურ დონეზე, გარკვეულ გავლენას ახდენს. ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპერფოფატემია და მეტაბოლური ალკალოზი ხშირია დაბალი წონის ბულემიკებში. ჰიპოკალიემიისა და ჰიპოქლორემიის სიმძიმე პირდაპირ კავშირშია პაციენტის გამწმენდითი ქმედებების რაოდენობასთან, განსაკუთრებით საფაღარათო საშულებებითა და პირღებინებით. უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შარდში ნატრიუმისა და ქლორის თანაფარდობა საუკეთესო მაჩვენებლია ბულემიის გამოსავლენად. ლიკვიდურობის კოეფიციენტით > 1.16. გამოკვლეული იქნა 52%-მდე შემთვევა და აქედან ცრუდადებითი შემთხვევების რაოდენობა 5%-ს შეადგენდა. გარდა ამისა მეტაბოლური ალკალოზისა და მაღალი ფოსფორის დონე ზრდის ეჭვს, ფარული ღებინებისა.

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის საერთო ლაბორატორიული სურათი დამოკიდებულია კონპენსატორულ მექანიზმებზე. პაციენტებს, რომლებიც პირღებინებით იწმინდებიან, შეიძლება ჰქონდეთ მეტაბოლური ალკალოზი(შრატში ბიკარბონატის მომატებული დონე). ამასთან, პირველ რიგში, პაციენტები, რომლებიც იყენებენ საფაღარათო საშუალებებს, შეიძლება ჰქონდეთ მეტაბოლური აციდოზი(შრატში ბიკაბორნატის დონის შემცირება)ნაწლავიდან ტუტე სითხის დაკარგვისდა გამო. პაციენტებს, რომლების იყენებენ რამდნეიმე გამწმენდით მექანიზმს შესაძლებელია აჩვენონ მჟავა-ტუტოვანი შერეული მიგნებები. ელექტროლიტური დისბალანსი ხელს უწყობს სისუსტეს, დაღლილობას, მძიმე შემთხვევებში კი პაციენტს შესაძლოა მიდრეკილება ჰქონდეს გულის რიტმის დარღვასა და მოულოდნელი სიკვდილისკენ. შრატის ანალიზის განსაზღვრა ხელს უწყობს ნერვული ბულემიის დიაგნოზის მონიტორინგს. ამილაზას მომატებულმა დონემ შესაძლოა მიანიშნოს პაციენტის მხრიდან ინტენსიურ პირღებინებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა გამოირიცხოს ამილაზას მომატებული დონისა და პირღებინების ისეთი გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა პანკრეატიტი.

ფიზიკური და ლაბორატორიული შეფასება

ნერვული ანორექსიისგან განსხვავებით, რომელიც ადვილად შეიმჩნევა სხეულის დაბალი წონის გათვალისწინებით, ბულემიკებს შორის წონის ვარიაცისს ფართო დიაპაზონი დიაგნო-ზირების პროცესს მეტად ართულებს. ფიზიკურმა გამოკვლევებმა შესაძლოა მოგვცეს მნიშვნელოვანი ნიშნები ნერვული ბულემიის არსებობის შესახებ, განსაკუთრებისთ არეულობის განმწმენდი ქვეტიპის შესახებ. გამოკვლევის დროს საჭიროა მოძიებულ იქნას ადრეული სამედიცინო გართულებების ნიშნები, მათ შორის სტომატოლოგიური ეროზია, ნაწიბურები ან აბრაზი მუხლებზე და შეშუებული პაროიდული ჯირკვლები.

პირველადი პროფილაქტიკის, იგივე ჯანდაცვის, პროვაიდერებმა უნდა გამოიყენონ ლაბორატორიული ტესტირების მეთოდი როგორც დიაგნოსტიკური, ასევე შემდგომი შეფასებებისას. არასაკმარისი წონის მქონე პაციენტებზე, რომლებიც ნერვული ბულემის დიაგნოზის ეჭვქვეშ მოისაზრებიან ან გამოხატული აქვთ რიგი ფიზიკური სიმპტომები და ნიშნები, ლაბორატორიული ტესტირება საჭიროა, რათა გამოირიცხოს სხვა დაღვევები და დაგიინდეს დადებითი პასუხი ნერვულ ბულემიაზე. მუხედავად იმისა, რომ ტესტების სტანდარტული პანელი არ არის აღწერილი, შტატში და შარდში მჟავა-ტუტოვანი და ფოსფორშემცველი დონე უნდა იქნა მიღებული არასაკმარისი წონის მქონე პაციენტის დიაგნოზის დასმისა და შემდგომი მეთვალყურეობის დროს. ფრაქციული ამილაზას ტეტსტი შესაძლებელია სასარგებლო იყო ღებინების შესაფასებლად პაციენტებში. ასევე უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი რათა შემოწმდეს ელექტროლიტების დარღვევა და გამოწვეული გულისცემა, გულმკერდის ტკივილი ან სხეულის დაბალი წონა. ბულემიურ პაციენტს, რომელსაც აქვს ხუთ თვიანი ისტორია სხეულის დაბალი წონის ან ანორექსიის უნდა ცაუტრდეს ძვლის სმკვრივის შესაფასებელი ტესტირება.

მკურნალობა - პათოლოგიური პროცესის მართვა

შედარებით ნერვულ ანორექსიასთან მეტად ადვილია ნერვული ბულემიის მართვა და მკურნალობა, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული დიაგნოზის მქონე პაციენტს მეტად აქვს სურვილი გამოჯანმრთელებისა და შესაბამისად ექიმთან თანამშრომლობისა. ამასთანავე მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს წონის კონპენსირების საჭიროება. რა თქმა უნდა, აუცილებელია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევა და ელექტროლიტური დონის განსაზღვრა ორგანიზმში. მსავსი ტიპის სხვა ბევრი დარღვევის მსგავსად აქაც მკურნალობის “საფეხურებრივი მოვლა’’ საუკეთესო და მეტად ეფექტური გზაა მოცემული პათოლოგიის მოქნე პაციენტთა უმრავლესობისთვის. მოცმეული საფეხურობრივი მკურნალობა განხილულია კლინიკური ინსტიტუის მიერ.

  • საფეხური პირველი - მოხდეს დაავადებულთა იმ მცირე ნაწილი იდენტიფიკაცია (იგულისხმება 5%-ზე ნაკლები), რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალიზებული, კომპლექსური მკურნალობა შემდეგი მიზეზების გამო.
ა) მძიმე დეპრესია

ბ)ისეთი ფიზიკური გართულებები, რომელთა დროსაც საჭიროა საავადმყოფოში ან სტაციონარში მკურნალობა

გ) სპეციფიკურ ნივთიერებათა არამიმართული მოხმარება

  • საფეხური მეორე - მოცემული საფეხური მიმდინაეობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თვითდახმარების მექანიზმით. პაციენტი 4 თვის მანძილზე ხვდება პირად ფასილიტატორს. იგეგმება სულ ცოტა 8-10 შეხვედრა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის დონეზე ხორციელდება. მოცემული სახის თერაპიას პაციენტთა მესამედისთვის პოზიტიური შედეგი მოაქვს.
  • საფეხური მესამე - ამ საფეხურს გადიან ის პაციენტები, რომელთათვისაც მეორე საფეხურზე მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ამ პაციენტებს ესაჭიროებათ სრული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. თანმდევი, მძიმე დეპრესიული ფონის მქონო პაციენტთა მცირე ნაწილისთვის შედეგისმომტანია ანტიდეპრესანტული საშუალებების (ფლუექსეტინი 60მგ/დღ) მიღება. მოცემული თერაპიის საფუძველზე ქრება დეპრესიისთვის დამახასიატებელი სიმპტომატიკის დიდი ნაწილი.
  • საფეხური მეოთხე - ამ საფეხურზე მკურნალობენ ის პაციენტები, რომლებისთვისაც უშედეგო აღმოჩნდა მკირნალობა მესამე საფეხურზე. ამ დროს პაციენტთა გამოკვლევა უნდა მოხდეს თვაიდან და გაგრძელდეს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით მკურნალობა ან შესაძლოა ანტიდეპრესანტებით მკურნალობაც შედეგიანი იყოს. მკურნალობის სქემის შედგენის პროცესში უნდა იყოს ჩართული პაციენტიც, რათა სრულად და ზუსტად მოხდეს თერაპიის პაციენტზე მორგება.
შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ ნერვული ბულემია უფრო ხშირია ვიდრე ნერვული ანორექსია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად დაბალია ვიდრე ეს ანორექსიის შემთხვევაშია. ნერვული ბულემიიდან სიკვდილიანობა მიახლოებულია 0%-3%-მდე, თუმცა მისი მიმდინარეობის სიხანგრძლივისდა გამო შეიძლება შეუფსებლად ჩაითვალოს. პაციენტთა დაახლოებით 50% თავისუფალია ნერვული ბულემიის სიმპტომატიკისგან დაახლოებით 5 წლის მკურნალობის თავზე. ნერვული ბულემიის შემთხვევაში პაციენტთა გამოჯანმრთელების მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ადრე მოხდა ჩარევა პათოლოგიურ პროცესში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ნერვული ანორექსია და აქვთ ბულემიური თავისებურებები, უფრო მეტი სირთულე აქვთ სხეულის ნორმალური წონის მისაღწევად. ანორექსიები მიდრეკილნი არიან საბოლოოდ ბულემიური სინდრომის განვითრებისკენ. 1997 წლის კვლევის მიხედვით ანორექსიით დაავადებულთა 30%-ს განუვითარდა ჭარბი კვების სიმპტომი 5 წლამდე ჰოსპიტალიზაციით. გამომდინარე აქდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანორექსიის ადრეულ ეტაპზე კონტროლით ავირიდებთ ბულემიურ შემთხვევათა იმ რიცხვს თავიდან რომელიც ანორექსიითა აგამოწვეული.

შეჯამება

ნერვული ბულემია არის გავრცელებული და მკურნალობას დაქვემდებარებადი ნერვულ-ფსიქიკური პათოლოგია, რომლის მართვა შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის პირობებში. ნერვული ბულემიის ნიშანთვისედობა არის დამახინჯებული ხედვა საკვეისა და ჯამის მიმართ. ამ პატოლოგიის მქონე პაციენტები ხშირად ინარჩუნებენ ნორმალურ წონას გაწმენდითი ქმედებების გათვალისწინებით. გაწმენდას შეუძლია გარეგნულად გამოიწვიოს სიალადენოზი და სტომატოლოგიური მინანქრის ეროზია. ნერვული ბულემიით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევბი. ნერვული ბულემია ხშრად ასოცირდება დეპრესიასთან, პიროვნების მოსაზღვრე აშლილობასთან, მავნე ჩვევებთან, თივითდაზიანებასთან და ოჯახურ პრობლემებთან. ნერვული ბულემია განკურნებადია განსაკუთრებით ადრეული დიაგნოზის დასმის შემთხვევაში . პაციენტთა უმრავლესობა წრმატებით გადის მკურნალობას, რაც ექიმთან მათი თანამშრომლობის დამსახურებაცაა.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:მერაბ ჭანტურია
მერაბ ჭანტურია
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0