x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
10 მითი მამაკაცის შესახებ
imageამ სტატიაში მინდა ვისაუბრო სტერეოტიპებზე და მითებზე მამაკაცების შესახებ. ამ მითებმა შეიძლება წყვილის ურთიერთობის გართულებაც კი გამოიწვიოს. წარმოგიდგენთ 10 მითს მამაკაცის შესახებ, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ურთიერთობას.

1)გზა მამაკაცის გულამდე მის კუჭზე გადის: კაცობრიობის აზროვნებაში ამ ფრაზამ ფესვები ალბათ ჯერ კიდევ ადამისა და ევას დროს გაიდგა. დედები ქალიშვილების აღზრდისას აუცილებლად ეუბნებიან მათ "ისწავლე საჭმელების კეთება და საყვარელი მამაკაცი შენს ფეხებთან იქნება". კულინარიას მამაკაცებს ცხოვრება გვასწავლის, რადგან ხშირად გვიწევს მარტო ცხოვრება. ასე, რომ ქალბატონებო მხოლოდ მზარეულის ხელოვნების ცოდნა საკმარისი არ არის მამაკაცის გულის დასაპყრობად.

2)მამაკაცი მთელი ცხოვრების განმავლობაში თავისუფლებისკენ ისწრაფის: იმის მტკიცება, რომ ყველა მამაკაცს უნდა მთელი ცხოვრება უცოლოდ გაატაროს ისევე სამართლიანია, როგორც მტკიცება, რომ ყველა ქალის ოცნებაა მალე გათხოვდეს. ქალების უდიდესი შეცდომაა (პრინციპში კაცებისაც), რომ ისინი ცდილობენ მამაკაცები ერთ ფორმულას მოარგონ. სინამდვილეში კი ყოველი მამაკაცი ადრე თუ გვიან ხვდება, რომ მეორე ნახევარი ესაჭიროება.

3)ყველაზე საყვარელი ქალი დედაა, სიდედრი კი მონსტრია: დედიკოს ბიჭები მართალია გვხვდება, მაგრამ მამაკაცების უმეტესობა დედას სხვა ქალებს არ ადარებს. სწორედ ამიტომ, როდესაც მამაკაცი ზოგადად ქალებს აუგად მოიხსენიებს არ იგულისხმება დედა. სინამდვილეში დედისა და ვაჟის კავშირი ხშირად გადამეტებულია. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თუ ბიჭი დადგება არჩევანის წინაშე დედას დაუჯეროს თუ მამას, ის მამას აირჩევს.


4)მამაკაცს არ უყვარს სერიალების ყურება: ამ მითის დასარღვევად საკმარისია აიღოთ ტელეპროგრამა (არ ეხება ქართულ არხებს)... იქ ნახავთ უამრავ სერიალს პოლიციელების, ყაჩაღობების და სხვა "არა ქალის" თემებზე.

5)მამაკაცები უგრძნობები არიან: თუ მამაკაცები "არ ტირიან", მაშინ მათ არ უყვართ, არ იცინიან, მუდამ მოღუშულები ზიან, დადიან სპორტდარბაზებში და სანადიროდ. ბავშვების აღზრდა არ შეუძლიათ და მხოლოდ უყვირიან მათ. ნამდვილ მამაკაცს მხოლოდ ვაჟი შეიძლება ჰყავდეს.

აუმრავ მსგავს აფსურდულ მტკიცებას შეხვდებით. ეს სტერეოტიპები პირველ რიგში მამაკაცს "ურტყამს". მათი წყალობით მამაკაცები ყველაფერ გულში ინახავენ, არ უყვებიან პრობლემების შესახებ თავის მეორე ნახევრებს, რომლებიც მათ თავის მხრივ უგრძნობლობაში ადანაშაულებენ.

სინამდვილეში კი მამაკაცი მწარედ განიცდის განშორებას, უხარია ბავშვის დაბადება და ნერვიულობს სამსახურის პრობლემებზე. თქვენ წარმოიდგინეთ მას შეუძლია იტიროს კიდეც თუ ახლობელ ადამიანს დაკარგავს. ხო მართლა, მედიკოსების მტკიცებით სწორედ ემოციების დამალვის აუცილებლობის გამო მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, ვიდრე ქალების.

6)ყველა კაცი ოცნებობს სექსზე თავისი ცოლის (გელფრენდის) დაქალთან, მათ "სტერვები" მოსწონთ: ეს ყველას არ უნდა, თუმცა ბევრი რამ დაქალზეცაა დამოკიდებული. მამაკაცს უნდა დაუახლოვდეს ცოლის დაქალს, რათა მას ცოლის საიდუმლოებები დასტყუოს. ხოლო "სტერვები" არავის მოსწონს. მამაკაცს ურჩევნია ხვდებოდეს წყნარ ბიბლიოთეკარს და არა "ნაგლ" კარიერისტს.

7)მამაკაცი მზადაა საწოლში ჩაიწვინოს ნებისმიერი ცოტათი მიმზიდველი ქალი: ნუ ვიკამათებთ, არსებობენ მამაკაცები, რომელთათვის სექსი ცხოვრების არსია, თუმცა ამავე დროს უნდა ავღნიშნოთ, რომ ქალებშიც გვხვდება მსგავსი ეკზემპლარები. ამ შემთხვევაში სექსი უკვე დამოკიდებულებაა. ეს მითი სიმართლე, რომ იყოს საკმარისია ქალმა ხელი დაიქნიოს და მასთან უამრავი მამაკაცი გაჩნდება, მაგრამ ეს ასე არ ხდება. სინამდვილეში კი მამაკაცების უმეტესობა უმდენად არ არის დამოკიდებული სექსზე, რომ ის მთავარ მიზნად დაისახოს.

8)მათ უყვერთ მხოლოდ დიდმკერდიანი ქერები და ოცნებობენ პორნოვარსკვლავებზე: მითს თუ დავუჯერებთ მამაკაცის იდეალია ქალი, რომელსაც აქვს: გრძელი ფეხები, დიდი მკერდი, მრგვალი უკანალი, წვრილი წელი, ღია თმა და ცოტათი დაბერილი ტუჩები. მიაქციეთ ყურადღება ინტელექტზე საუბარი არა არის. საინტერესოა, რომ ასეთ სტერეოტიპებს თვითონ ქალები ავრცელებენ. ასევე გავრცელებულია აზრი, რომ მამაკაცებს უნდათ მათი ცოლები რაღაციტ პორნოვარსკვლავებს ჰგავდნენ.

რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, ნებისმიერი მამაკაცი გეტყვით, რომ დიდი მკერდი სასიამოვნოა საყურებლად, ამგრამ მან ხომ ადამიანთან, პიროვნებასთან უნდა იცხოვროს და არა მკერდთან.

9)მამაკაცებს მოსწონთ ეროტიული საცვლები სექს-შოპიდან: რა თქმა უნდა მოგვწონს, მაგრამ არა იმდენად, რომ ვირბინოთ სექს-შოებში მათ საძებნელად.

10)მამაკაცებს ქალიშვილები მოსწონთ: სინამდვილეში ცოტათი ეშინიათ კიდეც მათი: რთულია იყო პირველი და აიღო პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის სექსუალური ცხოვრების დასაწყისზე. მამაკაცებს აქვს სტერეოტიპი: "ქალს მოუნდება შეადაროს და გასინჯოს კიდე ერთი".

15
281
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
281
  
2012, 7 სექტემბერი, 20:36
სამწუხაროა, თუ არ გხვდებათ...
2012, 7 სექტემბერი, 19:58
როგორც სჩანს მე არ მხვდებიან ასეთ მამაკაცები!!!
2012, 7 სექტემბერი, 19:57
რაგაც არ მიგრძვნია???
2012, 7 სექტემბერი, 19:53
:D :D ბიბლიოთეკარიც თუ თოჯინაა გარეგნობით ამას რა ჯობია... ჭკვიან და ლამაზ ქალზე ხომ ყველა ოცნებობს
2012, 7 სექტემბერი, 19:52
და თუ ბიბლიოთეკარიც თჯინაა??? თუ შენც ჩემსავით ხარ ტორნადო ___ ყველა ფიზიკოსი მოხუცი მგონია მეც....D:D
2012, 7 სექტემბერი, 19:26
ხო რა ლამაზი თოჯინა მხოლოდ დროებითაა კარგი :)
2012, 7 სექტემბერი, 19:26
მადლობა :)
2012, 7 სექტემბერი, 12:01
ეს წყნარი ბიბლიოთეკარი _____ კაი იყო ....D:DD)
2012, 7 სექტემბერი, 10:00
+10000000000 საინტერესო იყო ყოჩაღ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10