x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მუხლებზე დამისვა.17 წლის ვიყავი"-კიდევ ერთმა მომღერალმა კონსტანტინე მელაძეს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი
imageთუ ვიმსჯელებთ "ვია გრა" - ს ყოფილი მონაწილეების აღიარებით, ჯგუფის კასტინგი საკმაოდ არასერიოზულად მიმდინარეობდა და თავად პროდიუსერი მუდმივად მანიპულირებდა თავის "მუზებზე".


ანი ლორაკის აღიარებამ, რომელმაც კონსტანტინე მელაძეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ცნობილ ადამიანებს შორის ბევრი ისეთი აღმოჩნდა, რომელმაც პროდიუსერის მხარე დაიჭირა. მაგალითად, ოთხმოცდაათიანი წლების ვარსკვლავებმა ნატალია შტურმმა და სვეტლანა ლაზარევამ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ "გენიოსებს არ განიკითხავენ".

"თუ შთაგონებისთვის მოულოდნელად უკანალზე გიჩქმიტათ- გიხაროდეთ, რომ ასეთი ტალანტი თქვენამდე დაეშვა"-ასეთი მწარე კომენტარი დაუწერეს ანი ლორაკს.

imageფოტოზე: ანი ლორაკი




მხოლოდ უკრაინელი პოპულარული მომღერალი ოლია პოლიაკოვა, რომელიც სხვადასხვა დროს მღეროდა ლუდმილა გურჩენკოსთან და ფილიპ კირკოროვთან გამოესარჩლა ლორაკს.


-მე მჯერა ანი ლორაკის, რადგან თავად მივიღე მსგავსი შეთავაზება ამ ადამიანისგან, - განაცხადა პოლიაკოვამ კონსტანტინე მელაძის შესახებ. - იქნებ მხოლოდ ჩვენ ორს ანასთან ერთად გაგვიმართლა, ან შეიძლება არც გაგვიმართლა - ამას ვერასდროს შევიტყობთ, რადგან ამის შესახებ ჩუმად ყოფნა არის მიღებული. ზოგადად, ეს საკამათოდ არ არის მიჩნეული: კარგი, კაცმა ქალს შესთავაზა გარკვეული სარგებელი ინტიმის სანაცვლოდ, ყოჩაღ. ეს არის ნორმა."


მომღერალმა ამის შესახებ უკრაინელ ჟურნალისტს დიმიტრი გორდონს ჯერ კიდევ შარშან განუცხადა ამ ინტერვიუმ YouTube- ზე 2.3 მილიონი ნახვა დააგროვა. პოლიაკოვოვამ მაშინ მხოლოდ ინიციალები დაასახელა, თუმცა უმეტესობა მაშინვე მიხვდა ვისზე იყო საუბარი :

imageფოტოზე:ოლგა პოლიაკოვა



- შემეძლო ერთ კარგად ცნობილ ქალთა კოლექტივში მოხვედრა, - აღიარა პოლიაკოვამ ინტერვიუს დროს - ვინც სოლისტებს არჩევდა რაღაც შემთავაზა საკმაოდ დაჟინებით (აქ გორდონმა თავი ვეღარ შეიკავა: "სახელი" კ " და გვარი" მ"?"). დეტალებს ნუ ჩავწვდებით ... იქნებ ჩემი კარიერა ბევრად უფრო ადრე წარმატებულიც ყოფილიყო. მაგრამ მე მაშინ 17 ან 18 წლის ვიყავი, ნაადრევი იყო ჩემზე ასეთი რამის შეთავაზება. მან მომკიდა ხელი და მუხლებზე დამისვა . არ ვისურვე იქ ჯდომა. გოგოსთან ასე მოქცევა არ შეიძლება.


ანა სედოკოვამ, "ვია გრა" - ს ოქროს შემადგენლობიფდან, ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ პროდიუსერს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სოლისტების მიმართ.

imageფოტოზე: ანა სედოკოვა


-კოსტია მელაძე ყოველთვის მყარად მანიპულირებდა ჩვენზე არა მარტო როგორც არტისტებზე, არამედ როგორც ქალებზე. ეს იყო ძალიან ძლიერი მანიპულაცია- დონეზე: "აბა, ვინ გახდება ჩემი მუზა დღეს?"-იხსენებს ანა სედოკოვა.

0
528
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0