x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ გაარღვია ახალგაზრდა გერმანელმა "რკინის ფარდა", რამაც საბჭოთა კავშირში დიდი არეულობა გამოიწვია
1987 წელს, ერთმა ახალგაზრდა გერმანელმა, მატიას რუსტმა მსოფლიო შოკში ჩააგდო, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი წითელ მოედანზე დასვა. ამ ფრენის შემდეგ ახალგარზრდა დაიჭირეს და საბჭოურ ციხეში ჩასვეს, წლების \ შემდეგაც კი მატიასი თავისი საქციელით ამაყობდა და წამით არ ნანობდა..

მატიასი ჰელსინკიდან აფრინდა, საბჭოურ სივრცეში 750 კილომეტრი იფრინა და პირდაპირ კრემლის შესასვლელთან დაჯდა.. ამ ყველაფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ირგვლივ მყოფებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რასთან შეიძლება ჰქონოდათ საქმე. იმ დროს საბჭოთა კავშირში უმაღლესი ხელისუფალი მიხეილ გორბაჩოვი გახლდათ, რომელიც ამ უცნაური ფაქტის შემდეგ "გაგიჟდა" და სამსახურიდან უამრავი სამხედრო მაღალჩინოსანი გაანთავისუფლა, რამაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის ნგრევაც გამოიწვია.

ალბათ წარმოუდგენელიცაა თუ რას ფიქრობდა 19 წლის ახალბედა მფრინავი, რომელმაც "რკინის ფარდა" გაარღვია და სიკვდილს თვალებში პირდაპირ წითელ მოედანზე ჩახედა.

1987 წლის 13 მაისს მატიასმა "ჩესნა 172"-ის ტიპის თვითმფრინავი დაიქირავა, ამ საფრენ აპარატებს როგორც წესი სასწავლებლად იყენებდნენ, სწორედ ეს მიზეზი უთხრა თინეიჯერმა მშობლებს:


"აპირებდა ჩრდილოეთ ევროპაში გაფრენას, რათა მფრინავისთვის საკმარისი გამოცდილება მიეღო".

მოგზაურობა შოტლანდიის კუნძულებით დაიწყო, შემდეგ ფარერები მოინახულა, წარმოუდგენელი გეგმის განხორციელესთვის კი ფინეთში დაეშვა, რათა საწვავის ავზი შეევსო.

image

ამ დროისთვის "სსრკ"-ს ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვა ჰქონდა, წარმოიდგინეთ, ზემოხსენებულ შემთხვევამდე 5 წლით ადრე საბჭოთა ჯარისკაცებმა კორეული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, უბრალოდ აქ არავინ არაფერს ამტკიცებდა, ეს ჩვეულებრივი სამგზავრო რეისი გახლდათ, დაიღუპა 269 ადამიანი.

"რა თქმა უნდა მეშინოდა, რომ მეც იგივე გზა მელოდა, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. მე კარგად მქონდა გათვითცნობიერებული ის საფრთხეები, რომლებიც მე ამ ყველაფრის შემდეგ მელოდა. ვიცოდი როგორც გამასამართლებდნენ, მაგრამ ისე არ უნდა გამერისკა, რომ დავეხვრიტე მათ ლიდერს" - განაცხადა რუსტმა.

28 მაისის გამთენიისას ახალბედამ ჰელსინკის დისპეჩერებს განუცხადა, რომ სტოკჰოლმისკენ მიემართებოდა, თუმცა რეალურად მხოლოდ გერმანელმა იცოდა თუ რას აპირებდა.

"აფრენიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიმართულება 170 გრადუსით შევცვალე და გეზი პირდაპირ მოსკოვისკენ ავიღე.

რა თქმა უნდა, მატიასს აკონტროლენდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც რადარებიდან გაქრა უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს და თვითმფრინავის ნამტვრევების ძებნა დაიწყეს, ამ დროს კი გერმანელი პირდაპირ საბჭოთა კავშირის ცენტრისკენ მიფრინავდა.

როგორც კი "სსრკ"-ს საზღვარი გადაკვეთა მის გვერდით უმალვე MIG გამანადგურებელი მიფრინდა და იმდენად ახლოს ჩაუარა, რომ ცოტა არ იყოს ისედაც დაბნეული მატიასი, უარესად შეაშინა.

image

"მან ჩემგან მარცხნივ ჩაიარა, იმენად ახლოს, რომ ისიც კი დავინახე კაბინაში რამდენი ადამიანი იჯდა. კითხვაც კი არ გამჩენია თუ ვინ იყვნენ ისინი, რადგან პირველი თვალში წითელი ვარკსკვლავის ნიშანი მომხვდა".

საინტერესოა რატომ არ ჩამოაგდეს უცხო ქვეყნის საფრენი აპარატი?

საქმეში იმაში გახლდათ, რომ კონკრეტულად იმ დღემდე, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, უმეტესობა კი ნაწილების ძებნით იყვნენ დაკავებულნი. დისპეჩერები რეკავდნენ, თუმცა გერმანელი არ პასუხობდა, რის გამოც საბჭოელებმა ჩათვალეს, რომ ის სასწავლო თვითმფრინავი იყო, რომელმაც დაარღვია ინსტრუქციით გათვალისწინებული წესები, მიუშვირეს რაკეტები, თუმცა არ ესროლეს..

ამის შემდგომ რუსტამი და თავისი "ჩესნა" რადარებიდან გაქრნენ, რუსებმა კი იფიქრეს, რომ ის ან ჩამოვარდა, ან სულაც საწვავი ავზის შესავსებად დაჯდა, რის გამოც ის მათი თვალთახედვიდან საერთოდ გაქრა.

რამდენიმე საათის შემდეგ კი თვითმფრინავი მოსკოვის თავზე გამოჩნდა, თავდაპირველად გერმანელი კრემლის თავზე დაჯდომას აპირებდა, თუმცა მიხვდა, რომ დახვრიტავდნენ, ამიტომ წითელ მოედანზე დაჯდა.

image

გადმოვიდა თვითმფრინავიდან და ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ვერ დაინახა. იქ არ იმყოფებოდა არც სამხედრო და არც "კაგებეს" მუშაკი, დაჯდომიდან 2 საათის თავზე კი მატიასი დააპატიმრეს. თავდაპირველად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, საბოლოოდ კი გერმანელი ციხიდან 1 წლის შემდეგ გამოუშვეს.

თუმცა ახალგაზრდულმა რისკმა მსოფლიოს დაანახა, რომ საბჭოთა კავშირი გაუვალი კედელი არ არის, მეტიც მათ დიდი სისუსტეები ჰქონდათ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გორბაჩოვმა მაშინვე გაანთავისუფლა სამხედრო მოხელეები, რამაც საბოლოოდ არეულობა გამოიწვია და საბჭოთა კავშირის დაშლაც მოჰყვა.

თვითმფრინავი, რითაც რუსტმა საბჭოური სივრცე გაარღვია და წითელ მოედანზე დაჯდა დღეს ბერლინის მუზეუმში დგას. თვითონ მატიასი კი აკრძელებს თავისი სტილითა და მოულოდნელობებით ცხოვრებას.


1
120
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
120
  
2021, 11 აპრილი, 21:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1