x
მეტი
  • 11.04.2021
  • სტატია:110269
  • ვიდეო:352002
  • სურათი:480410
საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)


image
1861 წელს, ჰილმანტონში (ნიუ-ჯერსი, აშშ) დაიბადა ჰერმან უებსტერ მაჯეტი, მოგვიანებით ცნობილი, როგორც ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსი-ამერიკაში პირველი, ოფიციალურად აღიარებული სერიული მკვლელი. ბავშვობაში ჰოლმსს რეგულარულად სცემდა მამა, თანაკლასელები კი დასცინოდნენ, მათ შორის მიცვალებულებისადმი შიშის გამო. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბავშვების ჯგუფმა გადაწყვიტა ჰოლმსის შეშინება და ძალით მიიყვანეს იგი ექიმის კაბინეტში, რათა აეძულებინათ ხელით შეხებოდა კუთხეში მდგარ ადამიანის ჩონჩხს. ჰოლმსი შეეხო მას და... აღფრთოვანებული დარჩა.

imageჰენრი ჰოვარდ ჰოლმსი

ამ შემთხვევის შემდეგ, ჰოლმსის ფსიქიკა ნელ-ნელა იწყებს გაუკუღმართებას. იგი ოცნებობს მშობლების სიკვდილზე, ხოლო როცა ექიმის სპეციალობას დაეუფლა და პროზექტურის გვამებთან ჰქონდა წვდომა, ყოველგვარი შიშის გარეშე დაკავდა ამ სხეულებით, ამახინჯებდა მათ, შემდეგ იპარავდა, აწყობდა მათი მეშვეობით საგზაო შემთხვევებს და გამოგონილ პირებზე ღებულობდა დაზღვევის თანხებს.

რამდენიმე წელიწადში ჰოლმსი პირველხარისხოვანი თაღლითი გახდა. იგი დასახლდა ჩიკაგოში და უკვე მაშინ, მის ახლო-მახლოს, უცნაურ გარემოებებში იკარგებოდა ხალხი: ჯერ მისი ერთ-ერთი ცოლი, შემდეგ აფთიაქარი, რომლისგანაც აფთიაქი შეიძინა. გვამებთან დაკავშირებული აფიორების საშუალებით ჰოლმსმა დიდი თანხები დააგროვა და მის ავადმყოფ თავში სრულიად საზარელი გეგმა მომწიფდა, თუ როგორ გაეგრძელებინა ადამიანთა წვალება და მკვლელობები მოწმეების გარეშე. ჰოლმსმა აფთიაქის გარშემო მიწა შეისყიდა და რამდენიმე შენობისგან ერთი დიდი ნაგებობა შექმნა, რომელსაც სასტუმრო უწოდა. გარეგნული იერსახის გამო, ამ შენობას ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ციხე-სიმაგრე შეარქვეს, ხოლო როცა პოლიციამ ამ ციხე-სიმაგრეში გამოააშკარავა ჰოლმსის დანაშაულობები, ნაგებობამ ახალი სახელწოდება-"სიკვდილის სასტუმრო" შეიძინა. დადასტურებული ფაქტების მიხედვით ამ ციხე-სიმაგრეში ჰოლმსმა 27 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით მსხვერპლი ბევრად მეტია, არა ნაკლებ 350. ზუსტად ამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ამ "სასტუმროში".

image"სიკვდილის სასტუმროს" მაკეტი

მხოლოდ ჰოლმსმა იცოდა თავისი სასტუმროს შენობის გეგმა

ჰოლმსმა დამოუკიდებლად შეიმუშავა შენობის გეგმა და მისი ყველა წვრილმანი თავიდან ბოლომდე მხოლოდ მან იცოდა. მუშებს რომ არ სცოდნოდათ სრული გეგმა, იგი მშენებლობის დროს რეგულარულად ცვლიდა დაქირავებულ მშენებელთა ჯგუფებს. უპრობლემოდ რომ მოეშორებინა თავიდან, მათ სამუშაოს უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებდა და უარს ეუბნებოდა ანაზღაურებაზე.

სასტუმროში ოთახები, დერეფნები, კიბეები და გასასვლელები განლაგებული იყო არასიმეტრიულად და შემთხვევითობის პრინციპით. ჩვეულებრივი ადამიანი, ეს დაგეგმარება რომ ენახა, იფიქრებდა, რომ ის უვიცი, უგემოვნო და მშენებლობის არმცოდნე ადამიანის გაკეთებულია. თუმცა ჰოლმსს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და ყველაფერს თავისი დანიშნულება ჰქონდა. 1937 წელს «Chicago Tribune» ჟურნალისტი, ჰოლსის შენობას იხსენებდა, როგორც "ყველაზე უცნაურ სახლს, რომლის მსგავსიც არსად იყო ამერიკაში. მისი საკვამურები განლაგებული იყო იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, კიბეებს მივყავდით ჩიხში, მიხვეულ-მოხვეულ გასასვლელებს კი მივყავდით ისევ იქ, საიდანაც ადამიანი შემოვიდა. ზოგიერთ ოთახს საერთოდ არ გააჩნდა კარი და ნომერი კარზე. ეს იდუმალი სახლი მშენებლის დამახინჯებული ტვინის ნაყოფი იყო".

ოტელის ყოველი ნომერი სასიკვდილო ხაფანგი იყო

ციხე-სიმაგრის მშენებლობა 1892 წელს დასრულდა. ნაგებობას სამი ოფიციალური სართული ჰქონდა და დიდი სარდაფი. პირველ სართულზე რამდენიმე მაღაზია იყო. მალე ჩიკაგოში საყოველთაო გამოფენაზე იწყეს ტურისტებმა ჩამოსვლა და ჰოლმსის სასტუმრომაც ბევრი სტუმრის მიღება დაიწყო, რომლებიც მაშინცე უკვალოდ ქრებოდნენ. საყოველთაო გამოფენის მსვლელობის დროს ჰოლმსის სასტუმროში გაქრა არანაკლებ 50 ადამიანი.

image

სასტუმროს ვიწრო და სუსტად განათებულ დერეფნებისა და ოთახების კედლებზე მოწყობილი იყო გაზის მიწოდების სისტემები, ჰოლმსის ოთახში კი სპეციალური კარადა იდგა გაზის მიწოდების რეგულატორებით. შენობაში ასევე იყო სპეციალური შემნახველი საცავი სტუმრების ფინანსებისა და ძვირფასეულობისთვის. ამ ოთახშიც იყო შეყვანილი გაზის მილი. სასტუმროს ყველა ოთახი ჰერმეტული და ხმაგაუმტარი გახლდათ და დატანებული ჰქონდა სათვალთვალო ხვრელი, საიდანაც ჰოლმსი სიამოვნებით აკვირდებოდა გაზისგან გაგუდულ მომაკვდავ ადამიანებს. ყველა კარზე დამონტაჟებული იყო აგრეთვე სიგნალიზაციის საიდუმლო სისტემა, რათა ოთახიდან სტუმრის ყოველი გამოსვლისას ჰოლმსს სიგნალი მიეღო.

საშინელებების სარდაფი

ჰოლმსი ყოველთვის უცბად არ კლავდა ადამიანს, დიდი ხნის განმავლობაში აწამებდა და მხოლოდ ამის შემდეგ უღებდა ბოლოს. სარდაფში ამ მიზნებისთვის ერთგვარი მოწყობილობა იდგა, რაზეც ჰოლმსი სავარაუდოდ ადამიანებს წელავდა, მათგან ფულის გამოძალვის მიზნით. სხვა ვერსიით, ის აწამებდა მათ უბრალოდ იმიტომ, რომ სიამოვნებას იღებდა. თუმცა მსხვერპლის უმრავლესობას გუდავდა თავისივე ნომრებში, რის შემდეგაც იატაკში და კედლებში დაფარული სპეციალური მილებით ისინი სარდაფში ხვდებოდნენ. იქ ჰოლმსი სხეულებს ამუშავებდა, რათა შემდგომ ჩონჩხების სახით და ცალკეულ ორგანოებად გაეყიდა სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც ნიმუშები. მისი მყიდველები არასოდეს ინტერესდებოდნენ ამ ჩონჩხებისა და ორგანოების წარმომავლობით. მთლიანი გასუფთავებული ჩონჩხი 200 დოლარი ღირდა. თუ სხეული რაიმე მიზეზის გამო არ გამოდგებოდა, ჰოლმსი მას თავის უზარმაზარ, ორიდან ერთ-ერთ ღუმელში წვავდა ან მჟავაში აგდებდა.

სარდაფის დათვალიერების დროს, პოლიციელებმა აღმოაჩინეს მჟავით სავსე ქვაბი, მასში უცნობი მსხვერპლის თავის ქალა და რვა ნეკნი დაცურავდა, რომელმაც ვერ მოასწრო დაშლა.

თანამზრახველის ბავშვების მკვლელობა

საყოველთაო გამოფენის შემდეგ ჰოლმსის საქმეები არც თუ ისე კარგად მიდიოდა, მას აწუხებდნენ კრედიტორები, ამიტომ დახურა სასტუმრო და ჩიკაგოდან გაემგზავრა. თუმცა სხვა დაგილებშიც აგრძელებდა მკვლელობებს და თაღლითური სქემების განხორციელებას. მან იშოვნა თანამზრახველი, ბენჯამინ პიტზელი, რომელიც ციხეში გაოცნო, სადაც მცირე ხნით, ცხენების მოპარვისთვის იჯდა.

imageბენჯამინ პიტზელი

ჰოლმსმა დაარწმუნა პიტზელი საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოეწყო, რათა შემდეგ პიტზელის ცოლს შესძლებოდა მასზე დაზღვევის თანხები მიეღო. პიტზელი დაითანხმა და ხელი მოაწერინა თუ არა საბუთებზე, ჰოლმსმა იგი უკვე ნამდვილად მოკლა, გვამი დაამუშავა და ჩონჩხი ექიმებს მიჰყიდა. შემდეგ ჰოლმსმა რაღაც ხერხებით პიტზელის სამივე ბავშვი (ორი გოგონა და ერთი ბიჭი) წამოიყვანა დედისგან და მათთან ერთად დაიწყო აშშ-ის და კანადის ქალაქებში მოგზაურობა. მოგვიანებით ტორონტოში, სახლში რომელსაც იგი ქირაობდა, ნაპოვნი იქნა პიტზელის ორი გოგონას გვამი. ისინი დიდ სკივრში იყვნენ ჩაკეტილი და გაზით გაგუდული. მათ შემდგომ საწამლავის საშუალებით ბიჭიც მოკლა, დანით დაანაწევრა და ბუხარში დაწვა. პოლიციელებმა ბუხარში ბავშვის დამწვარი ძვლების ნაწილებიც აღმოაჩინეს.

image

მეორე სასტუმროს მშენებლობის გეგმები

პოლიციამ პიტზელის ბავშვების გაუჩინარების გამო ჰოლმსზე ნადირობა დაიწყო და ჩქარა აღმოაჩინა, რომ იგი სერიული მკვლელი ყოფილა. იმ დროისთვის ამგვარი ქმედება გაუგონარი ამბავი იყო და გასაკვირი არ არის, რომ ჰოლმსს ეძებდნენ ქვეყნის პრაქტიკულად ყველაზე საუკეთესო დეტექტივები.

სანამ მიაგნებდნენ, ჰოლმსი აგრძელებდა და აგრძელებდა მკვლელობებს. 1894 წელს, იგი ბოსტონში წავიდა, სადაც მინი უილიამსი გაიცნო, ადგილობრივი სარკინიგზო ხაზის მფლობელის მდიდარი მემკვიდრე. მან დაიყოლია მინი ცოლობაზე და ჩიკაგოში გადასვლაზე, თუმცა მალევე გამოასალმა სიცოცხლეს, მოკლა ასევე მისი დაც, ანა. ვინც კი დები მოიკითხა, ყველას პასუხობდა, რომ ისინი ევროპაში სამოგზაუროდ წავიდნენ. მინისგან ჰოლმსს ფორტ-უორტში (ტეხასის შტატი) მდიდარი მემკვიდრეობა დარჩა, ამიტომ მან მეორე ციხე-სიმაგრის მშენებლობა დაგეგმა. საკმაო თანხა რომ შეეგროვებინა და დაზღვევის თანხაც მიეღო-6 000 დოლარი, მან ჩიკაგოს სასტუმროს დაწვა სცადა, მაგრამ ეს გეგმა რატომღაც ჩაუვარდა. ამის შემდგომ ჰოლმსი კვლავ გაემგზავრა ბოსტონში, სადაც ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა დააპატიმრეს. მას წარუდგინეს პიტზელის სამი ბავშვის მკვლელობის ბრალდება, ხოლო შემდგომ იმ ადამიანებისაც, რომელთა ცხედრებიც ნახეს ჩიკაგოს "სიკვდილის სასტუმროში".

რაც უფრო დიდხანს შეისწავლიდა პოლიცია ჰოლმსის ციხე-სიმაგრეს, მით მეტად ძრწუნდებოდა. სამწუხაროდ, შენობის მთლიანი შესწავლა ვერ მოხერხდა, რადგან ერთი წლის შემდეგ ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა. ერთი ვერსიით, ეს ადგილობრივი მაცხოვრებლების შურისძიება იყო, სხვა ვერსიით კი ჰოლმსმა შესძლო ერთ-ერთი პიროვნების დაყოლიება, წინასწარ დაეწვა შენობა, რათა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაენადგურებინა. 1937 წელს სასტუმროს ნანგრევები მთლიანად აიღეს, მის ადგილზე კი ფოსტა ააშენეს. დღეს უკვე აღარაფერი გვაგონებს "სიკვდილის სასტუმროს."

თვითონ 34 წლის ჰოლმსი, 1896 წლის 7 მაისს ჩამოახრჩვეს ციხეში.






იხილეთ ასევე:





მკვლელი პოლიციას ევედრებოდა, რომ მოეძებნათ და აეყვანათ, რადგან თვითონ შეჩერება უკვე აღარ შეეძლო

image


"18 წელი მამაჩემის ტყვე ვიყავი". შემზარავი ისტორია ჟულიენ მოდისა, რომლისგანაც ზეადამიანის შექმნა სურდათ

image


რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს?

image


მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხეში სულ ორი საკანია

image


ქალთა უნიკალური, თავისუფალი ციხე ავსტრალიაში, სადაც პატიმრებს ციხის ფარგლებს გარეთაც შეუძლიათ მუშაობა

image


იცით თუ არა, რომ....

image


ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება

image


კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება

image









0
351
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0