x
მეტი
  • 06.07.2020
  • სტატია:101296
  • ვიდეო:346606
  • სურათი:465200
მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტი "დათო ფოთელი" მოკლეს

image
კრასნოგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა დათო მელქაძე, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი, როგორც "დათო ფოთელი". დაქირავებულმა ქილერმა მას რამდენიმე ტყვია ესროლა მაღაზია «ლარუა მერლენის» მიმდებარე ავტოპარკირების ადგილთან. მძიმე ჭრილობებით კრიმინალური ავტორიტეტი გადაიყვანეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გარდაიცვალა.
image


დათო მელქაძეს კრიმინალური ავტორიტეტები ეძებდნენ მრავალი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოკლული იქნა ქუთაისელი კრიმინალური ავტორიტეტი ავთანდილ ჩიხლაძე, იგივე «კვეჟო». 1994 წლის 12 აპრილს ავთანდიულ ჩიხლაძე მეუღლესთან ერთად მოკლეს საკუთარ ბინაში, ლომონოსოვის პროსპექტზე, მცირეწლოვანი ვაჟი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. პატარა გურამი გაიზარდა, ისიც კანონიერი ქურდი გახდა და მკვლელის ძებნას შეუდგა. მოგვიანებით სწორედ მან აუწყა სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომ მამის მკვლელობაში დათო მელქაძე იყო გარეული.

2
3732
2-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
3732
  
2017, 3 ივნისი, 18:03
არ იყო უკვე ავტორიტეტი და არც იმალებოდა....
2014, 13 იანვარი, 20:27
ერთმანეთს თავადვე ხოცავენ :)
0 1 2