x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება

image

ადამიანმა გლობალური დათბობის გამოწვევით პროვოცირება გაუკეთა კლიმატის ცვლილებას. ჩვენი შთამომავლობა შორეული მომავლიდან, რომელიც განწირულია გახრიოკებულ პლანეტაზე ცხოვრებისთვის, ჩვენი "ძალიან მადლობელნი" იქნებიან ასეთი წინდახედულებისთვის. რა გავაკეთოთ, სად გავიქცეთ? პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა დამოუკიდებლად მოგიწევთ, გაქცევის გზებს კი ჩვენ გიკარნახებთ.

1. კუნძული ნეკერი

აპოკალიფსის კლასიკური ვერსიის მოყვარულებს უნდა მოეწონოთ კუნძული ნეკერი (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულთა შემადგენლობაში შედის). უღრუბლო ზეცა, პატარა, მოხერხებული ტერიტორია თავდაცვისთვის, ზღვის ლომების თავშეყრის ადგილი (საკვების მუდმივი წყარო)–რა უნდა ინატროთ ამაზე მეტი? თუმცა მოგიწევთ ტერიტორიის გაყოფა რიჩარდ ბრენსონთან (1978 წელს კუნძული ნეკერი რიჩარდ ბრენსონმა იყიდა. ახლა კუნძულის ფასი 100 მილიონი დოლარია. ამჟამად იქ გაშენებულია რამდენიმე მცირე ზომის ბუნგალო და მუდმივად ცხოვრობს სამოცამდე ადამიანი).

image

image

2. ტიერა დელ ფუეგო (პროვინცია ჩილეში)

ძლიერი ქარები საიმედოდ დაიცავს კუნძულს რადიოაქტიური ნალექებისგან. იგი სხვა საშიშროებისგანაც კუნძული დაცული, რადგანაც მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან ძალიან შორსაა.

image

3. ისლანდია

ეს ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა მთელს ევროპაში. ამასთან ისლანდიას მატერიკიდან ასობით კილომეტრი აშორებს, ანუ სასიკვდილო ვირუსები და თერმო-ბირთვული ნალექები აქამდე გვიან მოაღწევს.


image

image

image

4. ტრისტან-და-კუნია

არქიპელაგი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში (ბრიტანეთი) მდებარეობს. მატერიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაშორებული დასახლებული ადგილი დედამიწაზე.

გაემგზავრეთ ტრისტან-და-კუნიაზე და დაივიწყეთ პრობლემები, გლობალური მასშტაბისაც კი. არავინ შემოიჭრება ამ სამოთხესავით ტერიტორიაზე, რომლის მაცხოვრებლებს ყოველთვის იდეალური თევზაობა აქვთ და მშვიდობიანი ზეცა.

image

5. გუამი

კუნძული წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში (აშშ). გუამი ითავსებს ისლანდიის და ტრისტან-და-კუნიას უპირატესობებს. და კიდევ, აქ აშშ შეიარაღებული ძალების დიდი კონტიგენტია, რომელიც მზად არის ნებისმიერ მომენტში გაანეიტრალოს რომელიმე რობო-ფიურერი, თუ ასეთი გამოჩნდა და მესამე მსოფლიო ომის წამოწყება განიზრახა.

image

image

6. ჩიანგმაი

ქალაქი ტაილანდის ჩრდილოეთში უცნაურ არჩევანად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მას თავისი კოზირები აქვს. ჩიანგმაი მთიან ადგილას მდებარეობს, რომელიც ნამდვილად პრობლემა გახდებოდა შემოჭრილი არმიისთვის-თუ ეს, რა თქმა უნდა არ იქნებიან უცხოპლანეტელი მეკლდეურები. სწორედ აქ აპირებს ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატაროს შვეიცარიელმა მილიარდერმა მარკ ფარბერმა, რომელიც ცნობილია თავისი უზუსტესი ინვესტიციებით და სწამს აპოკალიფსის სულ მალე დაწყება.





image

გაეცანით:






პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image


პლანეტის ყველაზე ექსტრემალური ლიფტები (ვიდეო)

image


სახლი მდინარეში (საფრანგეთი)

image


მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს

image


მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის

image


ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image










0
1368
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1368