x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გოდერძი ჩოხელისა და გურამ პეტრიაშვილის ნაწარმოებები გერმანულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება
image


ქართული ლიტერატურის საზღვრებს გარეთ გატანისა და აღიარებული ქართველი მწერლების უცხოელი მკითხველებისათვის წარდგენის მორიგი შესაძლებლობა - გამორჩეული ქართველი მწერლების ნაწარმოებები რამდენიმე ენაზე ითარგმნება და საზღვარგარეთ გამოიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.


უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2021 წლის მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ 15 პროექტი დაფინანსდება.


დაფინანსებულ პროექტებს შორის მოხვდა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ორი წიგნი - გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული და გურამ პეტრიაშვილის "პატარა ქალაქის ზღაპრები". საბოლოოდ, შერჩეული 14 ავტორის ნაწარმოებებს 10 ქვეყნის მკითხველი უკვე მშობლიურ ენაზე გაეცნობა.



გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული ფრანგული, ხოლო გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“ გერმანულენოვანი მკითხველისთვის გახდება ხელმისაწვდომი. წიგნებს საფრანგეთში გამომცემლობა Meduza Publishing გამოსცემს, ხოლო გერმანიაში - Drava Verlag GmbH.


როგორც გამომცმელობა „პალიტრა L“-ში აღნიშნავენ, ქართველი მწერლების ნაწარმოებთა თარგმნა ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. „პალიტრა L“ ულოცავს შერჩეულ ავტორებს და წარმატებებს უსურვებს მათ საერთაშორისო ასპარეზზე.



0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0