x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ივანე ჯავახიშვილი - ვინ იყო ღვთაება კოპალა სინამდვილეში?
image

ფშავ-ხევსურეთში განთქმული ღვთაება კოპალა გავრცელებული ასევე რაჭაში "კოპალა" ანუ "კოპალე". ღვთაება კოპალა მჭირდორდ არის შერწყმული ქრისტიანულ წმნდათან "წმინდა გიორგისთან". სვანეთში დღემდე არსებობს კულტი "თეთრი გიორგი" რომელსაც უკავშირებენ კოპალას ხოლო შემდეგ უკვე წმინდა გიორგისთან.


საკუთრივ კოპალას ხატის დღეობას "იხნიჭობას" ეძახიან და სწორედ ამ იხნიჭობის დღესასწაულის დროს ასე ლოცულობენ: "ღმერთო, იხნიჭის წმინდა გიორგი". აქაც თითქოს მთვარის ღვთაება და კოპალა ერთი და იგივე გამოდის დამატებული ქრისტიანული წმინდანი გიორგი. შუა საუკუნეებში იკრძალეობდა ყველა წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა თუმცა წმინდა გიორგის ხსენება ერთგვარი ფარი იყო, რომ თავი დაეცვათ ეკლესიისგან წამოსული აკრძალვისგან.

ზოგჯერ თითქოს კოპალა და ხმელთ - მოურავი "კვირია" ერთი და იგივე არის. ფშავ ხევსურთა დეკანოზები, როცა მაგალითად ხალხს სუფრას უკურთხებდნენ ხოლმე, უსურვებდნენ, რომ სწყალობდეს "სამართალი კვირიაესა" და გაამრავლოს ოჯახობრივ თანაც უმატებენ ხოლმე : "დიდება და გამარჯვება ამ კოპალას ჯვარსაო".



კოპალა ზოგჯერ ალ-ქაჯების ბატონიც იყო, რომლის სამეფოსაც ექვემდებარებოდა ალები, ქაჯები, მაჯლაჯუნები და სხვა მავნე სულები.


სახალხო გადმოცემებიდან კოპალა მონადირე გახლდათ და მონადირეების თაყვანისცემის ხატადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.


ძალიან ბევრი ვერსია არსებობს თუ ვინ იყო კოპალა თუმცა ერთ- ერთი გადმოცემით ივანე ჯავახიშვილი წერს: " იმ კოპალას, რომელიც ათენგის ჯვარს უდრის, ეჯავრება დედაკაცები, შორი ახლოს არ გაიტარებს, არ ყაბულობსო"


ვინ არის სინამდვილეში "კოპალა" იგივე "კოპალე" იგივე წმინდა გიორგი კოპალესაო ძალიან ძნელია. დღეს ამის დადგენა სახალხო თქმულებებიდან ძალიან ძნელი იქნება, რადგან ურბანიზაციის მაღალი დონე საქართველოში ყველა წარმართულ თქუმლებებს, რომლებიც ინახებოდა მთებში, აღარავინ აღარ ინახავს. სახალხო მითოლოგია დრო და დრო თანამედროვე სამყარომ ჩაყლაპა და დღეს რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნება საქართველოში რომელიც მამა-პაპის შემონახული ზღაპრებიდან გაგვაცნობს ღვთაება კოპალას.


დამატებით შეიძლება ითქვას რომ "კოპალას" უკავშირებენ ბერძნულ რომაულ ხვთაებას "კჳბელეს", თუმცა დგინდება რომ ეს ღვთაება არ არის ბერძნურ- რომაული ღვთაება არამედ არის მციერაზიიდან წამოსული კულტი, ასევე ეს ღვთაება ითვლება სხვა კულტურებში ქალად, რაც ქართულ წარმართულ მითოლოგიაში არასდროს იყო მოხსენიებული.


პ.ს - სურათზე გამოუსახულია კოპალას ლახტით გაპობილი კლდე ხევსურეთში, აბუდელაურის ტბასთან.

0
412
3-ს მოსწონს
ავტორი:სანდრო გელაძე
სანდრო გელაძე
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0