x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დავით აღმაშენებელი - საეკლესიო კრება და მისი შედეგები
image

დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიის ყველაზე ცნობადი მეფე, წმინდანი, რეფორმატორი, მებრძოლი და საქართველოს გმირი, რომელიც დღეს ჩვენ ძალიან გვიყვარს, ვაფასებთ და ახალ თაობას ვუნერგავთ თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი და ვზრდით ამ ლეგენდარული ადამიანის ისტორიებზე, თავის დროზე ძალიან დიდ დაბრკოლებას აწყდებოდა და მისი გატარებული რეფორმების გამო ძალიან ბევრი ადამიანი უპირისპირდებოდა.

დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულ მრავალ რეფორმებს შორის ხშირად გაიგებდით საეკლესიო რეფორმის შესახებ.

ქართული სახელმწიფოებრიობა და ეკლესია მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში მჭიდროდ იყო ერთმანეთთან გადაბმული, სახელმწიფო ეკლესიის გარეშე ძნელი წარმოსადგენი იყო მითუმეტეს ისლამური დამპყრობლების წინააღმდეგ, ქრისტიანობა არამარტო რწმენას არამედ, თვითგადარჩენის იდეის მატარებელი იყო და ამიტომაც ეკლესიის პრობლემები საერო ცხოვრებაშიც ძალიან შესამჩნევი ხდებოდა.


დავით აღმაშენებლის მეფობის დროს ჩატარდა "რუის-ურბნისის" კრება რომელმაც ეკლესიას ახალი კარები გაუხსნა და "გაწმინდა ეშმაკისაგან".


დიდმა საეკლესიო კრებამ "ძეგლისწერის" სახით დააკანონა შემდეგი :


1) განკვეთა ("უცხო-ეყვენით მღვდელობისაგან) ის პირები, რომლებიც "ვერღირსებით" იყვნენ მოხვედრილები დიდ საეკლესიო თანამდებობაზე. მათ ნაცვლად კრებამ შეარჩია სხვა, უფრო ღირსეული პირები, რომლებიც ასაკითაც და თავისი საქმიანობიდანაც შეეფერებოდნენ ასეთ თანამდებობას. ამ პუნქტში სამღვდელო პირთა ასაკის ხსენება შემთხვევითი არ უნდა იყოს. საფიქრებელია, რომ სხვადასხვა გზით "უასაკოებიც" ინიშნებოდნენ მაღალ თანამდებობაზე. ეს "ძეგლისწერის" შემდეგ მუხლში ნათლად ჩანს


2) დაკანონდა სამღვდელო პირთა ხელდასმის წესი, განისაზღვრება ასაკი, რომლის უადრეს არ ერგებოდა საეკლესიო თანამდებობაზე ხელდასმა. მაგალითად: 35 წელი ეპისკოპოსისთვის 30 წელი მღვდელთათვის, 25 დიაკონთათვის 8 წიგნის მკითხველისთვის


3) საეკლესიო კრებამ აკრძალა ხელდასმით ერთსა და იმავე დღეს ერთი თანამდებობიდან მეორე და მესამე ხარისზე აყვანა. როგორც ჩანს ეს "უწესოწესი ჴელთ-დასხმათა ფართოდ ყოფილა გავრცელებული. კრებამ აუცილებლად ჩათვალა, რომ საეკლესიო იერარქიულ კიბეზე აღმასვლა უნდა მომხდარიყო ყველა საფეხურის საფუძვლიანად გავლის, თანამედროვე ტერმინოლოგიით, გარკვეული სტაჟის მოპოვების შემდეგ. ხელდასმის წესი, ეკლესიისა და მირონის კურთხევა, საკურთხევლის დამყარება ისე უნდა შესრულებულიო, როგორც "გიორგი მთაწმინდელისათა დაწერილს არს"


4) სამღვდელოების მისწრაფება მექრთამეობისაკენ აშკარადაა გამოვლენილი კრების დადგენილების ("ძეგლისწერის") სათანადო მუხლში, რომელშიც საგანგებო ზომებია გათვალისწინებული ამ უმსგავსობის წინააღმდეგ: "ხოლო ქრთამისათვის და საფასისა, რომელსაც მიიღებდნენ ჴელთდამსხმელნი ჴელთდასხმადთაგან - განჩინებად ვიკადრებთ ჩვენცა, რათა მოისპოს ეგევითარი იგი ეკლესიისაგან და აღიჴოცოს მღვდელობისგან" და სხვა.


5) აიკრძალა მოხმარება რა მიზნითაც არ უნდა ყოფილიყო ("არავის ხელ-ეწიფოს ჴმარებად მისსა არარად") ყოველგვარი საეკლესიო (მათ შორის შეწირული) ნივთებისა ("ბარძიმ - ფეშმხუმ-სამწერობლონი... ოქროჲ, ვერცხლი, თუალი, მარგალიტი, ჭიქაჲ, სტავრაჲ, ნაქსოვი, სინი, რვალი, რიკიანაჲ, ძელი, კეცი, ქვაჲ) თუ ვინმე დაარღვევდა ამ კანონს, მას სასჯელი ელოდა.


6) აიკრძალა ეკლესიის გარეშე ნათლისცემა და გვირგვინის კურთხევა"... არცა ნათლისცემა შესაძლებელ არს, არცა გჳრგჳნთა კურთხევაჲ, არცა მონაზონსა ხუცესსა გჳრგჳნთა კურთხევად ხელეწიფების, არცა ერისაგანსა მღვდელსა მონაზონისა კურთხევად"


7) აიკრძალა გირგვინის კურთხევა "ჩჩჳლთა ქალ-ყრმათა". თუ მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ დამოყვრება, ნება ეძლეოდათ პატარები დაეწინდათ, ხოლო დაქორწინება მხოლოდ განსაზღვრულ ასაკში იყო დაშვებული. ჯვარდასაწერი ქალი 12 წლისაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.


8) კათალიკოსსა და ეპისკოპოსებს დაევალათ, ქორებისკოპოსად " სჯულისა და საღთოთა წიგნთა მეცნიერი" აერჩიათ, რატა უბიწოდ დაეცვათ ყველა საქრისტიანო წესი, "არარაჲ მათგანი განსცეს ქრთამისთჳს, არცარა რაჲ განყიდოს ვერცხლად".


9) კრებამ დაგმო მონასტრებში მოძღვართა სიმრავლე (ზოგჯერ თურმე მათი რიცხვი ოცდაათს აღწევდა. ადგილი ჰქონდა მათშორის უთანხმოებას, რასაც ხშირად შფოთი მოჰყვებოდა) და დაადგინა, რომ, როგორც წესი მონასტერში ერთი მოძღვარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ დიდ მონასტრებს ჰქონდათ ორი მოძღვრის ყოლის უფლება.


10) აიკრძალა მონასტრებთან ვაჭრობა (ბაზრობის) გამართვა " ნუღარამცა კადრებულ კადრებულ არს ქმნად ამერითგან, ნურც მონასტერთა შინა შექმნაჲ სავაჭროთა ერის კრებითაჲ ნუცამცა რა სხვაჲ სამოქალაქოი და სოფლიოჲ წესი ქმნილ არს მონასტერთა შინა..."


ამ კანონების შედეგად შეიცვალა მთლიანი საეკლესიო სისტემა. ყველაზე წმინდა ადგილი განიწმინდა მავნე მსახურებისგან და შესაბამისად საქართველო სწორედ დავითის დროს იყო ყველაზე ძლიერი. სიძლიერის და ერთობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეკლესიის გათავისუფლება გახლდათ. გვირგვინის და ეკლესიის სიძლიემ საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მისცა მყარი სახელმწიოეფრიობა და მმართველობის სწორი მიმართულება.



1
265
4-ს მოსწონს
ავტორი:სანდრო გელაძე
სანდრო გელაძე
265
  
2021, 25 მარტი, 11:23
ღმერთო როგორ გვჭირდება.....
პ.ს. კარგი სტატიაა მადლობა ავტორს
0 1 1