x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სა­მე­ბა­ში ხან­ძა­რი კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­ჩი­ნეს, რომ "ფული მო­ე­ტე­ხათ"
image
სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი ეჭ­ვობს, რომ 5 წლის წინ სა­მე­ბა­ში ხან­ძა­რი კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­ჩი­ნეს, რომ "ფული მო­ე­ტე­ხათ".

ამის შე­სა­ხებ მან "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პატ­რი­არ­ქის დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი და დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე.

"მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე არის კრი­მი­ნა­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებს (გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი) გა­უჩ­ნდათ გავ­ლე­ნე­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე სა­პატ­რი­არ­ქო­ში. მათ ჰქონ­დათ ფი­ნან­სებ­თან წვდო­მა. აქ სა­უ­ბა­რია შე­მო­წი­რულ­ლო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მათი წყა­ლო­ბით ად­რე­სა­ტამ­დე არ მი­დი­ო­და. ეს იყო ერთ-ერთი არხი ფუ­ლის შოვ­ნის.

ერთხელ სცა­დეს ბი­უ­ჯეტის ხარ­ჯე­ბის მი­ტა­ცე­ბაც, რო­დე­საც და­იწ­ვა სა­მე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი, და­იწ­ვა თუ დაწ­ვეს, ეს ცალ­კე თე­მაა. მა­შინ მათ მა­მა­ლა­ძემ, დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა და რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, რომ­ლე­ბიც კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით არ სარ­გებ­ლობ­დნენ, კალ­კუ­ლა­ცია გა­ა­კე­თეს და 3 მი­ლი­ონ 600 ათა­სი მო­ი­თხო­ვეს ბი­უ­ჯე­ტი­დან იმის­თვის, რომ ცენ­ტრი აღ­დგე­ნი­ლი­ყო.

ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლად, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ სა­კი­თხი და იქ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის კვლე­ვა ვა­წარ­მო­ეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის მი­ლი­ონ ლა­რამ­დეც არ იყო სა­ჭი­რო. ანუ 3 მი­ლი­ონ 600 ათა­სი მი­დი­ო­და იმ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მათი ახ­ლობ­ლის იყო, აქე­დან 1 მი­ლი­ონს და­ხარ­ჯავ­დნენ და 2 მათ უნდა დარ­ჩე­ნო­დათ. ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ სა­პატ­რი­არ­ქოს და და­ნა­შა­ლი არ შედ­გა" - აღ­ნიშ­ნა გო­გაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, სა­მე­ბა დაწ­ვეს თუ და­იწ­ვა, გო­გაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ "შეგ­ნე­ბუ­ლად დაწ­ვეს".

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის შემ­დეგ თით­ქმის 5 წელი გა­ვი­და, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას ამ დრომ­დე არ და­უდ­გე­ნია, რა გახ­და შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი.

2016 წლის 20 მარტს, პატ­რი­არ­ქის საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტაძ­რის ნუ­ლო­ვან სარ­თულ­ზე, ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში ცე­ცხლი გაჩ­ნდა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ტა­ძარს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ად­გა: და­იწ­ვა 1 200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბი, და­ზი­ან­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­ნად­გურ­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ძვირ­ფა­სი სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რა. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლს გა­და­ურ­ჩა ხა­ტე­ბი და სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბი.

ხან­ძა­რი იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი იყო, რომ არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ტა­ძა­რი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კე­ტი­ლი იყო.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0