x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508867
ისტორიის სწავლების წესები და მეთოდები

image
ნებისმიერი საგნის სწავლებისას, მათ შორის ისტორიის, მთავარ მოქმედ ფიგურებად მოსწავლე და მასწავლებელი გვევლინება, რომელთა ჰარმონიული ურთიერთობა და მიზანზე ორიენტირებული მიდგომა, უშუალო გარანტიაა სასწავლო პროცესის წარმატებული შედეგის მისაღწევად.

ისტორიას, ისევე როგორც სხვა საგნებს, გააჩნია სწავლების მთელი რიგი თავისებურებები, რომლებიც მეთოდებად და ერთგვარ წესებად გვესახება, ხოლო ამ წესების სრულყოფილი ცოდნა მიმართულია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების უკეთესი მაჩვენებლისა და საინტერესო, პროდუქტიული გაკვეთილისკენ, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ფაქტობრივად დაუშვებელია ამ წესების ერთგვარ დოგმებად ქცევა, რადგან თითოეული სასწავლო სივრცე ინდივიდუალურობით ხასიათდება და მოითხოვს პედაგოგისგან მაქსიმალურად მასზე მორგებულ ქმედებებს, ინტერვენციებს.

რაც შეეხება ისტორიის სწავლების მეთოდებს, იგი უშუალო კავშირშია შესასწავლ თემასთან და მისი პრაქტიკაში ტრანსფერის ხერხებთან. იგი აგრეთვე ეყრდნობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს და მათ კოგნიტურ მზაობას.

ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში ჩვენ ვიცნობთ ხუთ ძირითად მეთოდს და ესენია:
1. წეპირსიტყვიერი - აქ მოიაზრება ვერბალური კომუნიკაცია ლექციის, სემინარის, დისკუსიის და სხვა სახით.
2. თვალსაჩინოების მეთოდი - თვალსაჩინოების მეთოდი საკამოდ აქტუალურია, რადგან ვიზუალური დემონსტრირება შესასწავლი თემის, უფრო მეტ ინტერესსა და მოტივაციას უჩენს მოსწავლეებს.
3. წიგნზე მუშაობის მეთოდი - ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ მოსწავლეები მივაჩვიოთ წიგნთან ურთიერთობას, ისინი სხვადასხვა დავალებების ( ფაქტების ამოწერა და შედარება, ისტორიული მასალების გაცნობა სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან და სხვა) შესრულებისას იძენენ ახალ ცოდნას დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით.
4. პრაქტიკული - სწავლების პრაქტიკული მეთოდი აქტუალურია ნებისმიერი საგნის წარმართვისას, რადგან სწავლება ხორციელდება ქმედებით, ქმედება კი ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე, რასაც მოსწავლეები ახერხებენ: რეფერატების, პრეზენტაციების, პროექტების და სხვა სახის აქტივობების მეშვეობით.
5. ვიდეო მეთოდი - ამ უკანასკნელს ხშირად მიმართავენ პედაგოგები, რადგან ვიდეო მასალების, თემის შესწავლისას სხვადასხვა კომპიუტერული ხელსაწყოების ჩართვით, ამრავალფეროვნებენ საგაკვეთილო პროცესს.

მიმოვიხილეთ ისტორიის სწავლების ხუთივე მეთოდი და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისევე როგორც სხვა საგნების შემთხვევაში, მათ შორის ისტორიის შესწავლის დროს, შესაძლებელია ამ მეთოდების როგორც ცალკე, ისე ერთდროულად გამოყენება რამდენიმესი ერთად. ეს ყოველივე დამოკიდებულია სასწავლო თემაზე, მისი მოსწავლეებამდე გადაცემის ხერხებსა და პედაგოგის კრეატიულობაზე.




0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ხარებაშვილი
ანა ხარებაშვილი
80