x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გაყიდული პატარძალი ( ნამდვილი ამბავი)

image
(ამონარიდი) "ხელი­ გადახვია­ დანიელმა­ ანიტას, ­ უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ­ ანიტა­ მაშინვე­ განზე­ გადგა.­ ერთ­ ხანს­ უმზირა­ და შემდეგ­ ოთახიდან­ გავიდა.ეზოში­ გამოსულს­ უცხო­ მამაკაცი­ დახვდა, ­ რომელიც­ ასწელს­ იქნებოდა­ მიღწეული.­ ოდნავ­ წელში­ მოხრილიყო­ და ხელში­ ჯოხი­ დაეჭირა.­ კოსტუმი­ ბეჭებზე­ შემოედო, ­ ქუდი­ დაეხურა­ და­ ეჭვის­თვალით­ უმზერდა­ იქ­ მყოფ­ ახალგაზრდებს. სათითაოდ, ­ ყველას­ შეხედა­ მოხუცმა­ და­ მზერა­ დანიელზე­ შეაჩერა. –­ესე­იგი­ სიძე­ შენ­ ხარ, ­ როგორც­ ვხვდები? –­დიახ, ­ასეა. –­მეგონა­ ძალადობა­ აღარ­იყო­ და­ ნებით­ ქმნიდნენ­ ოჯახებს, სიყვარულით.­ თურმე­ ვცდებოდი.­მიდი­ ერთი­ შენს­ გახარებას, სკამი­ გამომიტანე, ­დიდხანს­ ფეხზე­ დგომა­ არ­ შემიძლია.­ხელით ანიშნა­ დანიელის­ მეგობარს, ­ რომელიც­ აქეთ-იქეთ­ დადიოდა, გაურკვევლად.­ მანაც­ გამოიტანა­ სკამი­ სახლიდან­ და­ მოხუცს მიაწოდა. მოხუცი­ დაჯდა, ­ კოსტუმი­ გაისწორა­ ბეჭებზე, ­ ჯოხი­ გვერდით­ დაიდო, ­ თუთუნი­ გაახვია­ და­ მოუკიდა.­ ისევ­ სათითაოდ შეათვალიერა ­ყველა.­ ახალგაზრდებმა ­თვალის­ ჩაკვრით­ შეხედეს­ ერთმანეთს ­და­ გაეღიმათ. –­ეხ, ­ბაბუა­ არ­უნდა­ გჭირდებოდეს, ­ დღეს­ ასე­ ქალის­ მოტაცება.­ თუ­არ­ უნდიხარ, ­ რაც­არ­უნდა­ გაუკეთო, ­ მაინც­ არ­ გამოიხედავს­ შენსკენ.­ ისევ­ გადაათვალიერა­ ეჭვით­ ირგვლივ­მყოფები, ­ ბეჭები­ შეარხია, ­ღრმა­ ნაფაზი­ დაარტყა­ და­ იმ­ ოთახს გახედა­ სადაც­ ანიტა­ იყო.­ ისე­ იმზირებოდა­ მისი­ თვალები, თითქოს­ ხვდებოდა, ­ რას­ განიცდიდა­ ანიტა­ ამ­დროს.­ დანიელს უთხრა: ­–­ბაბუა, ­თუ­ ამ­ გოგოს, ­გაბედნიერებას­ ვერ­ შეძლებ, ­ ჯობია ახლავე­ გოუშვა, ­ ვიდრე­ უყურებდე, ­ როგორ­ დაიტანჯება­ მთელი ცხოვრება!­ გერჩიოს, ­ ის­ ვინც­ გიყვარს, ­ შორს­ იყოს­ შენგან, ვიდრე­ მოწყვეტილ­ ლამაზ­ ყვავილს­ უმზირო, ­როგორ­ ჭკნება“ლარნაკში“, ­ რომელსაც­ ყოველ­ დღე­ უცვლი­ წყალს, ­ მაგრამ ვერაფერს­ შველი...­ ეხ, ­მე­ ახლა­ სიბერეში­ მივხვდი­ ყველაფერს, თვარა­ თქვენხელა­ რომ­ ვიყავი, ­ მეც­ თქვენსავით­ მიქროდა თავში, ­მეგონა, ­მე­უნდა­ დამმორჩილებოდა­ ყველა, ­ ჩემი­ სიტყვა კანონი­ უნდა­ ყოფილიყო, ­ ის­ ვინც, ­ მე­მინდოდა­ ჩემს­გვერდით უნდა­ ყოფილიყო!­ ნებით­ თუ­ არა, ­ ძალით­ ვაკეთებდი­ და­ მაინც გამქონდა­ ჩემი.... დანიელი­ და­ მისი­ მეგობრები­ გამხმარი­ ტყემლის­ ხის­ ძირში იჯდნენ­ და­ უსმენდნენ­ მოხუცს, ­ რომელსაც­ ეტყობოდა, ­ რომ აღსარებასავით­ რაღაცის­ მოყოლა­ სურდა­ და­ ამით­ სხვებსაც აეღოთ­ მაგალითი, ­ რომ­ იგივე­ შეცდომა­ არ­ გაემეორებინათ. –­ხომ­ გაგიგიათ­ სხვის­ შეცდომებზე­ თუ­ ისწავლი, ­ ნაკლებად დაუშვებ­ შეცდომასო!­ ჰოდა, ­ ასე­ ქენით­ თქვენც­ –­სხვის­ შეცდომებზე­ ისწავლეთ.­ ადრე­ უჭირდა­ სოფელს, ­ ლუკმა­ პურის გულისთვის­ რას­ არ­ აკეთებდა­ ხალხი, ­ დღე­და­ღამე­ მუშაობდა გლეხი, ­ მარა­ საშველი­ მაინც­ არ­ჩანდა­ –­თითქოს­ გაგვიწყრა მაღალი­ ღმერთი, ­ იმის­ გამო, ­ რომ­ უარვყავით:­ სახლში­ ერთი ხატიც­ კი­ არ­გვქონდა.­ იცით­ რატომ, ­გვეშინოდა?!­ გვეშინოდა, მოვიდნოდნენ­ და­ ჩვენ­ხატებიანად­ ცეცხლში­ დაგვწვავდნენ!ოფლში­ ცურავდა­ გლეხი, ­ რომ­ მოსავალი­ მოეყვანა, ­ მაგრამ­ საკმარისი­ არასდროს­ იყო­–­ან­ წვიმა, ­ან­ მეწყერი­ ანადგურებდა.ჩემი­ მშობლები, ­ სხვებისგან­ განსხვავებით, ­ ცოტა­ შეძლებულები­ იყვნენ...­მამა­ კოლმეურეობის­ თავმჯდომარე­ იყო, ­ მოსავალიც­ გვყოფნიდა. ერთი­ გოგო­ მიყვარდა, ­ გიშერივით­ შავი­ თვალები­ ჰქონდა, ღრმა­ და­ სევდიანი, ­ ყველაფრის­ მთქმელი.­ ისიც­ საკმარისი­ იყო მისი­ თვალები­ დაგენახა, ­ მიხვდებოდი­ რა­ სურდა, ­ რა­ აწუხებდა და­ რა­უხაროდა!­ ხო, ­ძალიან­ მიყვარდა...­ მიზნად­ დავისახე­ –­ის ჩემი­ ცოლი­ უნდა­ გამხდარიყო!­ რაც­უფრო­ გამირბოდა, ­ მით უფრო­ მიმიწევდა­ გული­ მისკენ, ­ თითქოს­ მაგნიტივით­ მიზიდავდა...­ დღითიდღე­ ვუახლოვდებოდი­ და­ თან­ ვკარგავდი!­ ისიც ვიცოდი, ­ რომ­ მისი­ გული­ სხვას­ ეკუთვნოდა, ­ რაც­ კიდევ­ უფრო მახრჩობდა, ­ ჭკუას­ მაკარგიებდა...­ თავგზა­ ამიბნია, ­ გამოსავალს ვეძებდი, ­ რომ­ ჩემი­ გამხდარიყო!­ არც­ ის­ მინდოდა­ მომეტაცა, თვარა­ მაშინ­ ცხენზე­ შეისვამდნენ­ ქალს­ და­ მორჩა­ –­შენი­ ცოლი იყო.­ უკან­ არ­ მიბრუნდებოდა, ­ რომც­ არ­ ყვარებოდი, ­ ესირცხვილებოდათ!­ ამიტომ­ რჩებოდნენ­ და­ ეგუებოდნენ­ თავის­ ბედს.­ მე იმდენად­ ამაყი­ ვიყავი, ­ არც­ ეს­ მინდოდა­ გამეკეთებინა.­ ამიტომ, სხვა­ გამოსავალს­ ვეძებდი­ და­ ჩემდა­ ბედად­ მივაგენი­ კიდეც. როგორც­ გითხარით­ უჭირდა­ სოფელს, ­ იმ­წელიწადს­ მოსავალი­ სულ­ გააფუჭა­ წვიმამ­ და­ ქარმა, ­თითქმის­ მთელი­ სოფელი სიმინდის­ გარეშე­ დარჩა.­მაშინ­ მჭადი­ თუ­იყო­ ოჯახში, ­მაძღარი იყავი!­ მარიტას­ ოჯახს­ ძალიან­ გაუჭირდა.­მამამისი­ დღე­დაღამე­ შრომობდა, ­ მარა­ გაჭირვებას­ თავს­ ვერ­ აღწევდა.­ ხუთი ქალიშვილი­ ჰყავდა­–­ერთმანეთზე­ უკეთესები­ იყვნენ, ­ მათი სილამაზის­ მზესაც­ კი­ შეშურდებოდა! ჩემი­ გული­ მარიტამ­ დაიპყრო.­ მისმა­ ერთმა­ გამოხედვამ თავგზა­ ამიბნია.­რას­ვყვებოდი?..­იმ­ წელიწადს­ მოსავალი­ არიყო, ­ამიტომ­ ზოგი­ ღვინოში­ ცვლიდა­ სიმინდს, ­ ზოგი­ ყველში და­ ზოგი, ­რისი­ საშუალებაც­ ჰქონდა, ­ იმაში.­მთავარი­ იყო­ ოჯახში­ სიმინდი­ მიეტანათ­ და­ მჭადი­ ჰქონოდათ.­ გავიგე­ მარიტას მამა­ მოსავლის­ გარეშე­ დარჩა­ და­ ცდილობდა­ სიმინდი­ ეყიდა­ ან გადაეცვალა­ ღვინოზე.­ მერე­ ეს­ ღვინოც­ გამოელია­ და­ არაფერი დარჩა, ­მშიერი­ ჰყავდა­ ოჯახი. თებერვლის­ თვე­ იყო.­ სიცივე­ ძვალსა­და­რბილში­ ატანდა, თოვლი­ და­ წვიმა­ ერთმანეთში­ ირეოდა.­ ღამით­ სახლში­ ნასვამი ვბრუნდებოდი, ­ როცა­ გზაზე­ მამამისი­ შემხვდა­ და­ მისი­ გასაჭირი­ მომიყვა.­ მე­ სითამამემ­ და­ სითავხედემ­ მძლია­ და­ შევთავაზე:­ მომათხოვე­ შენი­ ქალიშვილი­ და­ სიმინდს­ არ­ მოვაკლებ შენს­ოჯახს-მეთქი.­ ჯერ­იყო, ­ ეს­ როგორ­ მკადრეო­ –­გაბრაზდა, მაგრამ­ იმდენი­ ვქენი, ­ დავარწმუნე, ­ ვუთხარი:­ ერთი­ შვილი მაინც­ გეყოლება­ მაძღარი, ­თვარა­ ხომ­ ხედავ­ შიმშილით­ კუჭი უხმებათ, ­ თვალები­ ჩაუცვივდათ, ­ ფერი­ არ­ადევს­ არც­ერთსთქო. თექვსმეტი­ წლის­ ხდებოდა­ იმ­ წელიწადს­ მარიტა.­ მისიხელით­ მომიყვანა­ მამამისმა­ –­ ოღონდ, ­ ორი­ ფუთი­ სიმინდი მომეცი, ­თვარა­ ოჯახი­ შიმშილით­ მომიკვდებაო­ და­ ასე­ ორი ფუთი­ სიმინდის­ სანაცვლოდ­ გამომატანა­ საკუთარი­ გოგო! სიმინდი­ და­საჭმელ-სასმელი­ არ­ მოკლებია­ მის­ მშობლებს, მაგრამ­ მარიტა­ იშვიათად­ იღიმოდა, ­ მხოლოდ­ შვილთან­ იყო ბედნიერი.­ყოველი­ მისი­ შემოხედვა­ ჩემთვის­ ტყვიაზე­ უარესი იყო­–­არც­ მე­ და­ არც­ მამამისს არ­ გვპატიობდა­ იმას, ­ რაც­ მოხდა –­მაშინ­ გოგოს­ ვინ­ ეკითხებოდა, ­ უნდოდა­ თუ­ არა­ ის, ­ვისზეც ათხოვებდნენ-­მამა­ წყვეტდა­ მის­ ბედ-იღბალს­ და­ ისიც­ დაემორჩილა.­არადა, ­ის­ სიყვარული­ წავართვი, ­ რომელიც­ ჰქონდა. ჩავუკალი­ და­ მოვუსპე­ ყველაფერი, ­ რაც­ კარგი­ გააჩნდა.­ მე კიდო­ ვდიდგულობდი­ და­ სულ­ ვეჩხუბებოდი, ­ რატომ­ იქცევი ასე, ­ რატომ­ არ­მიღიმი-თქო!ათი­ წელი­ ვიყავით­ ერთად­ და­ ერთხელაც­ არ­ გაუხარია.მეორე­ შვილის­ მშობიარობაზე­ გამიფრინდა.­ ვერ­ შევძელი­ მისი დაცვა­–­ვერც­ ქმრად­ ვივარგე, ­ ვერც­ კაცად­ და­ ვერც­ მამად.მისი­ სიკვდილის­ მერე­ გული­ ამიცრუვდა­ ყველაფრზე, ­სმა­ დავიწყე, ­დავხეტიალობდი­ აღმა-დაღმა, ­მისი­ საფლავი­ ჩემი­ სახლი გახდა:­ ღამე­ მის­ საფლავზე­ მეძინა, ­ თითქოს­ ამით­ ვინანიებიდი ჩემს­ შეცდომას...­თუმცა, ­მე­ხომ­ ის­ მთელი­ გულით­ მიყვარდა?!რატომ­ ვერ­ შეძლო­ მან­ ჩემი­ შეყვარება?­ იმიტომ, ­ რომ­ სხვას ეკუთვნოდა­ მისი­ გული, ­ მე­კი­ ის­გული­ დავუსერე­ და­ ფერფლად ვუქციე.­ ამას­ როდის­ მივხვდი, ­იცით?!­ მაშინ, ­როცა­ ჩემი­ გოგო მოვიდა­ ჩემთან­ და­ მითხრა:­–­მამა­ შეყვარებული­ ვარ­ და­ ცოლად უნდა­ გავყვეო!­ მაშინ­ მივხვდი­ რამხელა­ ცოდვა­ ჩავიდინე­–­ჩემი სითავხედით, ­ სიამაყით.­ მარიტას­ მაშინ­ შევაჭერი­ ფრთები, როცა­ უნდა­ აფრენილიყო, ­ როცა­ უნდა­ აყვავებულიყო.­ ამიტომ, იმ­გოგოს, ­ რომელიც­ ახლა­ ოთახში­ ზის­ და­ ტირის­ ნუ­ დაუნგრევ ოცნებებს, ­ თუ­არ­უყვარხარ, ­ ძალით­ ვერაფერს­ გახდები! მოხუცმა­ დაკოჟრილი­ ხელებით­ მოიწმინდა­ თვალებზე­ მომდგარი­ ცრემლები, ­აკანკალებული­ წამოდგა­ სკამიდან­ და­ ჯოხს დაეყრდნო, ­ მეორე­ ხელი­ ჩაიქნია­ და­ ჭიშკრისკენ­ შებრუნდა წასასვლელად.­დანიელი­ და­ მისი­ მეგობრები­ ადგილიდან­ არი ძროდნენ, ­ ვერც­ ხმას­ იღებდნენ, ­ ისე­ გადავიდა­ მოხუცი­ ეზოდან, ­ თითქოს­ ვერც­ შენიშნეს, ­ რომ­ არა­ ანიტას­ გარეთ­ გამოსვლა­ და­ კარის­ გაღების­ხმა. დაღამდა.­ ცაზე­ უზარმაზარი­ მთვარე­ ამოგორდა, ­ გრილი ნიავი­ უბერავდა, ­ ყველა­ დაღლილი­ და­ ნანერვიულები­ იყო, ლაპარაკის­ თავიც­ კი­ არ­ჰქონდათ, ­ამიტომ­ დაწვენენ­ და­ დაიძინეს...­დანიელი­ ანიტასთან­ შევიდა­ ოთახში. –­არც­ისე­ ცუდი­ ადამიანი­ ვარ, ­შენ­ რომ­ გგონია, ­ანიტა!­ეს ყველაფერი­ შენმა­ სიყვარულმა­ გამაკეთებინა­ და­ ნუ­ გამკიცხავ­ ამისთვის...­ ახლა­კი­ დაიძინე, ­ დაღლილი­ ხარ, ­ მე­ კი­ ბიჭებთან­ გავალ­ და­ იქ­ დავიძინებ.­შენ­ კი­ იფიქრე, ­სწორი­ გადაწყვეტილება­ მიიღე!­ ამის­ მეტს­ ძალას­ არ­ დაგატან, ­ხვალ­ დილით როგორც­ შენ­ იტყვი, ­ისე­ იქნება­ ყველაფერი. ისე­ გავიდა­ დანიელი­ ოთახიდან, ­ანიტამ­ არაფერი­ უპასუხა–­სავარძელზე­ დაწვა­ და­ მაშინვე­ ჩაეძინა...­ შუაღამეზე­ თითქოს­ რაღაცის­ ხმა­ მოესმა, ­ შეეშინდა­–­კივილი­ დაიწყო.­დანიელმა­ სწრაფად­ მიირბინა­ მასთან, ­ წყალი­ დაალევინა, ­ ოდნავ დაამშვიდა.­ დანიელს­ სთხოვა­ ოთახიდან­ გასულიყო...­ ისიც უსიტყვოდ­ გავიდა, ­ თითქოს­ გული­ რაღაც­ ცუდს­ უგრძნობდა, რამდენჯერმე­ მოიხედა­ უკან­ და­ შეხედა­ ანიტას, ­ მან­ კი­ ისევ კარისკენ­ ანიშნა." ავტორი:სოფო იმერელი P.S. დასაწყისს და გაგრძელებას წაიკითხავთ წიგნში❤ ჩემი თხოვნაა გააზიაროთ ნუ დაგეზარებათ და გამოხატოთ შთაბეჭდილება. წიგნის შეძენა კი შეგიძლიათ????❤???????? საბერძნეთი: #ათენი ომონია ვილარას/3 მეორე სართულზე.ინტელ ექსპრესის გვერდით ქ. ციალას ოფისში T 694 60 50 445 T 699 30 80 999 დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისვლა. წიგნის ღირებულება 11 ევრო. ( ყოველ მეთე წიგნის შემძენს ელოდება პატარა საჩუქარი წიგნში.)????????????ასევე #ათენი ომონია ვილარას/ 2 მეორე სართულზე. იმედის ჯგუფის ოფისში. წიგნის ღირებულება 11 ევრო აქ მხოლოდ კვირას არიან 11 საათიდან. (ყოველ მეათე წიგნის შემძენს ელოდება პატარა საჩუქარი წიგნში)????????????#ათენი ომონია ღერანიუ 38 ლერის ოფისიT 6993 302 063 T 6946 627 666 წიგნის ღირებულება 11 ევრო ყოველ მეთე წიგნის შემძენს, ელოდება პატარა საჩუქარი????????????#იტალია ნებისმიერი ქალაქიდან დაუკავშირდით T 32 70 23 60 77???? #ქუთაისი დაუკავშირდით:. T 558 47 57 57????????#თბილისი T 555 58 70 88 ვაგზავნით ფოსტით საქართველოს ყველა რეგიონში, სოფელში თუ ქალაქში. შეგიძლიათ დაურეკოთ ამ ნომრებზე.T 555 58 70 88 T 558 47 57 57????????ასევე სალონიკში ვინც იმყოფებით და გსურთ წიგნის შეძენა მომწერეთ პირადში. სამწუხაროდ თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში და სხვა ქვეყნებში ვერ ხერხდება წიგნის გადაგზავნა და ბოდიშს გიხდით. თურქეთში და გერმანიაში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ვერ ვაგზავნი???????????? დანარჩენი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირადში???? წიგნი " გოგონა აფხაზეთიდან" მხოლოდ ქ.ციალას ოფისში არის რამდენიმე ცალი.

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0