x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110404
  • ვიდეო:352076
  • სურათი:480692
პაკისტანის პოლიციამ "საქმე" შეწყვიტა.რადგან ,მიიჩნია,რომ 12 წლის ქრისტიანი გოგონა "ნებით" გაჰყვა 45 წლის კაცს

image
პაკისტანის პოლიციამ სამი მუსლიმი მამაკაცის მიმართ გამოძიება შეწყვიტა, რომლებიც ბრალდებული იყვნენ 12 წლის ქრისტიანი გოგონას გატაცებაში, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და 5 თვიან პატიმრობაში.


ფარაჰ შაჰინი, რომელიც ახლა 13 წლისაა, 25 ივნისს გაიტაცეს ფაისალაბადიდან, გოგონა ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 45 წლის მუსლიმ ხიზარ ჰაიათის ეზოში იყო დამწყვდეული, რომელმაც იგი სავარაუდოდ გააუპატიურა.

image

პოლიციამ ფეისალაბადში მოზარდი გოგონა 5 დეკემბერს აღმოაჩინა, ფარაჰს კოჭებში ნაიარები ეტყობოდა, რადგან მამაკაცს იგი ძირითადად მიბმული ჰყავდა, ხოლო დღის განმავლობაში მამაკაცი აიძულებდა გოგონას ეზოდან ნაკელი გაეტანა.


ხელისუფლებამ მამაკაცს ბრალი მას შემდეგ მოუხსნა, როდესაც გოგონამ თქვა, რომ იგი ნებაყოფლობით გათხოვდა გამტაცებელზე, თუმცა ფარაჰის ოჯახი პოლიციას მათი საქმის იგნორორებაში და მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

image



გამოცემა The Times- ის თანახმად, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ ბრალი მოუხსნეს ჰაიათის მას შემდეგ, რაც ფარაჰმა განაცხადა, რომ იგი ქორწინებაზე და ისლამის მიღებაზე თანახმა იყო.


”ქალბატონმა შაჰინმა უზენაესი მსაჯულის წინაშე აღიარა ... რომ იგი დაქორწინდა ... საკუთარი სურვილით და სურს მასთან ცხოვრება.” - განუცხადა გამოცემას გამომძიებელმა მუსადიქ რიაზმა და დასძინა, რომ პოლიციის ცნობით, გოგონა 16 ან 17 წლის იყო.


არა და ფარაჰის დაბადების მოწმობაში წერია, რომ იგი 2007 წელს არის დაბადებული. ქრისტიანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა საქმე აღძრეს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პაკისტანში გოგონებს იტაცებენ და აიძულებენ ქორწინებას.


გოგონას მამამ განაცხადა, რომ პოლიციის დასკვნა შეთითხნილი სიცრუეა და დასძინა, რომ პოლიციამ თვეების განმავლობაში უგულებელყოფდა მის საჩივარს ფარაჰის გატაცების შესახებ.


" მითხრა, რომ მას მონასავით ექცეოდნენ. აიძულებდნენ მთელი დღე ემუშავა და გაეწმინდა ნახირის ნარჩენები ეზოში..... 24-7, იგი ჯაჭვზე იყო მიბმული ".





მან დახმარებისთვის პრემიერ მინისტრს იმრან ხანს მიმართა.


ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ყოველწლიურად დაახლოებით 1000 ქრისტიან და ინდუისტ გოგონას იტაცებენ და აიძულებენ ისლამის მიღებას.


0
305
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0