x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107037
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
"მეჩეთში ლოცვა არ გაჩერდება“
მეჩეთი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ქობულეთისა და გურიის მუფთმა ასლან ბერიძემ უთხრა, რომელიც დღეს გურიაში სპეციალურად ჩავიდა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მერი, სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის 5-წევრიანი წარმომადგენლობა და ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელი.

ქობულეთისა და გურიის მუფთი ამბობს, რომ კმაყოფილია მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმებას შეასრულებს:

„შეხვედრაზე ჩვენ ვითხოვდით, რომ განიმუხტოს სიტუაცია მეჩეთსა და სოფელში. არ გაგრძელდეს ინციდენტი. ამისთვის ჩვენ დავდეთ პირობა რომ ვიმუშავებთ ჩვენი მხრივ და ხელისუფლება იმუშავებს სახელმწიფოს მხრიდან. მთავარია, ერთი პირობა, რომელიც ხელისუფლებამ მოგვცა - რომ მეჩეთში ლოცვა არ გაჩერდება - ეს არის მრევლის ძირითადი მოთხოვნა“, - ამბობს მუფთი ასლან ბერიძე.

ჩოხატაურში ფუნქციონირებს ორი მეჩეთი და რელიგიური კუთხით არ არის პრობლემა ამ კუთხით

ჩხაკოურასოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნაბეღლავის თემში. მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 910 მ., ჩოხატაურიდან 33 კმ, საჯავახოდან 51 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩიაოება და მეცხოველეობა. ამჟამად მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო არის მეცხოველეობა. სოფელში არის საჯარო სკოლა.

სოფელში 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დასახლდნენ აჭარლები. XX საუკუნის დასაწყისში სოფელში აშენდა მეჩეთი. 1930-იან წლებში სახელმწიფომ მოითხოვა მეჩეთის დაშლა, რაზეც მოსახლეობამ უარი განაცხადა და მეჩეთი ფუნქციონირებას აგრძელებდა ფარულად.[3] მეჩეთი ამჟამად ფუნქციონირებს.

ზოტი- სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი ზოტი). მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 820 მ., ჩოხატაურიდან 36 კმ. სოფელში 6 თვის განმავლობაში ზამთარია. სოფელში, თეთრიხევის ხეობაში, არის პირიტის საბადო. სოფლიდან 15 კილომეტრის დაშორებით არის საკურორტო ადგილი სანისლია, სადაც მოედინება თერმული მინერალური წყალი, რომელიც კურნავს საყრდენ-სამოძრაო ორგანოებისა და პერიფერიულ ნერვული სისტემის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადებებს. სოფელთან ახლოს, ზღვის დონიდან 2200-2400 მეტრზე მდებარეობს „კიდობანას მთა“, რომელსაც მოსახლეობა ზაფხულში საიალაღოდ იყენებს.

მოსახლეობას ძირითადად აჭარლები შეადგენენ, რომლებიც 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ზემო აჭარიდან, ღორჯომის თემიდან ზოტში გადასახლდნენ.[3] 1969 წლისთვის სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 300 კომლი იყო.

სტატიაში გამოყენებულია მასალები ვიკიპედიიდან

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0