x
image
მადამ ფისუნია
Mediator image
ხათუნა კოტრიკაძე – გოგონა “მხიარული რომანიდან”

image

ხათუნა იყო გოგონა, რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ეკრანზე და ასევე სრულიად მოულოდენლად გაქრა ტელე ეკრანებიდან.
ფილმები რომლებშიც მან მონაწილეობა მიიღო იყო
“მხიარული რომანი”, “მეთხუთმეტე გაზაფხული”, “მოიტაცეს თამარ ქალი”. ფილმი “მხიარული რომანი” და მისი საკულტო გმირი ეკა კი ხათუნა კოტრიკაძისთვის სავიზიტო ბარათად იქცა.
image
მიუხედავად ათეულობით წლების გასვლისა, პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული მაინც დაუკარგავს. თავად მსახიობს კი სულაც არ უყვარს თავისი ფილმების ყურება. არც პოპულარობა იზიდავს დიდად, ამიტომ ყველა პრესის წარმომადგენელს უარს ეუბნება საკუთარ გადაცემაში მიწვევაზე.
ხათუნა კოტრიკაძის დებიუტი სოსო ჩხაიძის სადიპლომო მოკლემეტრაჟიან ფილმში “მეთხუთმეტე გაზაფხული” შედგა, შემდეგ მას მალევე მოჰყვა “მოიტაცეს თამარ ქალი” და “მხიარული რომანი”. მის ფილმებში გადაღებას ოჯახი არ შეწინააღმდეგებია, თუმცა გადაღებებზე დედა დაჰყვებოდა, როგორც თავად აცხადებს:
მამამისი ტრადიციების მიმდევარია, მაგრამ სახალისო სცენარების გამო მისთვის ფილმებში მონაწილეობა არ დაუშლია. დედა სამივე ფილმის გადაღებებზე დაჰყვებოდა. რეჟისორი სკამს დაუდგამდა, ისიც ჩამოჯდებოდა და უყურებდა. ეს პროცესი მისთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა, ძალიანაც დაიღალა, მაგრამ უარის თქმა აღარ გამოდიოდა, ამიტომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს. რეჟისორი აძლევდა დავალებებს და გოგონაც პირნათლად ასრულებდა მათ.
ფილმში “მხიარული რომანი” ხათუნას მოუწია ურთიერთობა დიდ ქართველ კომიკოს მსახიობ იპოლიტე ხვიჩიასთან, მის შესახებ გოგონა მეტად დადებითად განეხწო და იპოლიტე საოცრად კეთილი, თბილი და მხიარული ადამიანად გაიხსენა:
“გადაღებების დროს ძალიან მანებივრებდნენ. ამ ფილმში ახალგაზრდები მხოლოდ მე და რამაზ გიორგობიანი ვიყავით. რამაზი ძალიან განათლებული, კეთილი, ნამდვილი ინტელიგენტი კაცი იყო. მასთან თამაში მსიამოვნებდა. დანარჩენები ცნობილი ასაკოვანი მსახიობები იყვნენ.”
ფილმი “მხიარული რომანი” სახელწოდებიდან გამომდინარეც მხიარულია და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი გადაღებებიც სავსე იყო მხიარული და სასაცილო ისტორიებით:
image
“იღებდნენ სცენას, როდესაც იპოლიტე ხვიჩია სხვენზეა ასული ჩემს საქმროსთან ერთად და ის თოკით აბამს. ამ დროს იპოლიტეს წყალს ასხამდნენ. ეს ეპიზოდი რამდენიმე დუბლით გადაიღეს. იპოლიტეს იმდენი წყალი შეასხეს, რომ ქვევით ჩამოვიდა და ჩვენც გავიწუწეთ.
ფილმში არის ასეთი სცენა, სოფელში მივდივართ და უცებ მანქანა გუბეში ვარდება. იპოლიტეს მხარეს მანქანის კარი დაკეტილი არ იყო, წყალში რომ უნდა შევსულიყავით, მძღოლმა მაგრად დაამუხრუჭა და იპოლიტე მანქანიდან გადმოგორდა. ამ ეპიზოდის გადაღებაზეც ბევრი ვიცინეთ.
ქორწილის სცენა, სადაც იპოლიტე პისტოლეტს იღებს და ტყვიას თავში იხლის, ყველაზე სასაცილო იყო. ამ ეპიზოდის გადაღების დროს ყველას სიცილი უტყდებოდა, ვეღარ ჩერდებოდნენ და ყველაფრის თავიდან გადაღება გვიწევდა.”
ფილმის “მოიტაცეს თამარ ქალი” გადაღებები ხათუნა კოტრიკაძის დაბადების დღეს დაემთხვა. შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა, მსახიობისთვის გრანდიოზული დაბადების დღე მოეწყო და მას დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს:
image
“ის დაბადების დღე არასოდეს დამავიწყდება. გია ავალიშვილი ფილმში ჩემს შეყვარებულს თამაშობდა და საოცარდ მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. სიმღერები და სასიამოვნო მელოდიები არც დაბადების დღეზე მომაკლო. ფილმს სამეგრელოში ვიღებდით, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა კოღოები იყო, რომლებმაც ფოთში საშინლად დაგვტანჯეს.”
მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა კოტრიკაძემ სამ ფილმში ითამაშა, კინოსამყაროთი არ მოიხიბლა. პირიქით, ერთი სული ჰქონდა გადაღებების პროცესი როდის დასრულდებოდა, რომ სახლში წასულიყო:
image
“კინო ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. მისით ვერ მოვიხიბლე. ყველას უკვირდა, ამდენი იმუშავე კამერასთან, გადასაღებ მოედანზე, ასეთ მსახიობებთან და როგორ არ “მოიწამლეო”. არ ვიცი ეკრანზე როგორი ვჩანვარ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ. კინო სახალხო პროფესიაა, სულ ყურადღების ცენტრში გიწევს ყოფნა, რაც არ მიყვარს. როდესაც ქუჩაში მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, ის გოგონა არ ხარ “მხიარულ რომანში” რომ თამაშობსო, ვიტყუებოდი, არა-მეთქი. არ ვიცი ამას რა ჰქვია, მაგრამ ფაქტია, რომ პოპულარობა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს.”
0
584
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
Mediator image
584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0