x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110404
  • ვიდეო:352076
  • სურათი:480692
ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტა. I – კეტოდიეტა (+ კივის სმუზის რეცეპტი)

შიმშილი და ექსტრემალური გახდომა უკვე წარსულს ჩაბარდა! დღეს აქცენტები მხოლოდ ისეთ დიეტებზე კეთდება, რომლებიც წონის კლებასთან ერთად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სწორო კვების ჩვევების ფორმირებას უწყობს ხელს. ხოლო აქ, ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტასთან ერთად, რაციონის გათვალისწინებით, გემრიელი კერძების რეცეპტებსაც გთავაზობთ.


image


I. კეტოდიეტა

imageეს დაბალნახშირწყლიანი დიეტა არის, რომელიც თავდაპირველად დაავადების პროფილაქტიკის მიზნებისთვის შეიქმნა. კეტოდიეტას შეუძლია სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის დონის გაკონტროლება, აუმჯობესებს ადამიანის ამტანუნარიანობას და აძლიერებს ენერგიას. გარდა ამისა, ამ დიეტით, ჭარბი წონის მოცილებისას, კუნთის მასის შემცირება არ ხდება.


image


დღეს კეტოდიეტას სპორტსმენები და საერთოდ, ყველა იცავს, ვისაც კარგ ფორმაში ყოფნის სურვილი აქვს.

დიეტის რაციონი სწრაფ ნახშირწყლებს: ნამცხვარს, დესერტს და ტკბილ ხილს გამორიცხავს. აკრძალულია ალკოჰოლი, ყავა და დიდი რაოდენობით სახამებლის შემცველი ბოსტნეული. მაგ., კარტოფილის შემადგენლობაში, სახამებლის შემცველობა, თითქმის, 25%-ია. სახამებელს დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილო, ჭარხალი, ყაბაყი, ნიახურის ფესვი, გოგრა, არტიშოკი, ბოლოკი. ყვავილოვანი კომბოსტოც შეიცავს სახამებელს, მაგრამ ორი ტიპის ბოჭკოვანის, მდიდარი მინერალური შემადგენლობის და დაბალი კალორიულობის წყალობით, ის ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. მარცვლეული კულტურებიდან, სახამებლის მაღალი შემცველობით გამოირჩევა სიმინდი. კეტოდიეტის დაცვის შემთხვევაში, ამ პროდუქტების ჩანაცვლება ცხოველური წარმოშობის ცხიმებით უნდა მოხდეს.
ექსპერტების რეკომენდაციით, რაციონში უნდა გაიზარდოს ხორცის, თევზის და ზღვის პროდუქტების რაოდენობა. რაციონში ასევე შეიძლება თხილეულის, ყველის და რძის სხვა პროდუქტების, კვერცხის და მწვანე ფერის ბოსტნეულის ჩართვა.

იგივე ექსპერტები გვირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ბროკოლს მივაქციოთ: ის დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას და А, Е და С ვიტამინებს შეიცავს, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს და ყველაზე კარგი ის არის, რომ მისი მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, ადუღებულ წყალში მოათავსეთ გარეცხილი და ყვავილედებად დაჭრილი ბოსტნეული და საშუალო ცეცხლზე ხარშეთ:

1, 5–2 წ. — ხრაშუნა ბროკოლის მისაღებად;

3–4 წ. — საშუალოდ ხრაშუნა ბროკოლის მისაღებად;

6–8 წ. — რბილი ბროკოლის მისაღებად;

ბროკოლი უნივერსალური ინგრედიენტია, რომლის გამოყენება სალათებში, სუპებში, გარნირებში და სმუზებშიც კი შეიძლება. აქ სწორედ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დილის სმუზის რეცეპტს წარმოგიდგენთ.


კივის სმუზი


image

ინგრედიენტები:


კივი — 2 ცალი

ბროკოლი — 50 გრ.
დაყენებული მწვანე ჩაი — ½ ჭიქა
სელის თესლი — 1 ჩ. კ.


მომზადება:


I. ჩაყარეთ ჭიქაში მწვანე ჩაი (გემოვნებით) > დაასხით ცხელი წყალი > დაახურეთ ზემოდან ლამბაქი > როდესაც შეგრილდება, გადაწურეთ;
II. ბროკოლს მოაჭერით ყუნწი > დაანაწევრეთ ყვავილედებად და კარგად გარეცხეთ > მოათავსეთ ადუღებულ წყალში და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 2–3 წუთი > ქვაბიდან ამოღების შემდეგ, გასაგრილებლად და ხარშვის პროცესის შესაჩერებლად, მოათავსეთ 1 წ. ცივ წყალში;
III. გაფრცქვენით და დაჭერით კივი ნაჭრებად;
IV. ჩაი, კივი და ბროკოლი დააბლენდერეთ;
V. სმუზი გადმოასხით ჭიქაში და ზემოდან სელის თესლი მოაყარეთ.


გაგრძელება იქნება...imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. ცხიმების «მჭამელი» 3 წასახემსებელი პროდუქტი
6. 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს გერანი (ბალბა) ყველა ოჯახში

0
148
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0