x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508615
რატომ არის შვედეთის განათლების სისტემა უფრო ეფექტური?

image
როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობს „განათლება - ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს.“ ყველა ქვეყანას თავისი განათლების სისტემა აქვს, მაგრამ რამდენად შედეგიანია ეს, საკითხავია. პირადად ჩემთვის, შვედეთის განათლების სისტემა ყველაზე კარგი და ეფექტურია. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ფაქტზე, რომ შვედეთში დაახლოებით 25000 წერა-კითხვის უცოდინარი / მოსახლეობის 1%- მდე/ ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ამ ქვეყანაში გვიან ჩასული უცხოელია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. როგორი განათლების სისტემა აქვს შვედეთს? მასწავლებელი, რომელიც ქულაზე უკეთებს აქცენტს მოსწავლეს, ან მოსწავლე, რომელიც სკოლაში მხოლოდ მშობლის შიშით შემოდის? რა თქმა უნდა - არა. მინდა გაგაცნოთ შვედური სკოლის მოდელის რამდენიმე უცნაური მიმართულება, რაც ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა.

21-ე საუკუნეში ტექნოლოგია განვითარების მწვერვალზეა.ყველა ადამიანს აქვს მობილური ტელეფონი. საქართველოში ბევრ სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია, მაგრამ შვედეთში, გაკვეთილზე მოსწავლე ტელეფონით თამაშობს თუ წიგნს კითხულობს, პრობლემა არ არის. იქ მასწავლებელი მოსმენას არასოდეს აიძულებს. ანუ, შვედური განათლება ნებაყოფლობითი სწავლის პრინციპზეა აგებული. „თუ არ გაინტერესებს, ნუ მომისმენ, ნურც ხელს შეგვიშლი, მაგრამ იყავი ჩვენთან – ეს შვედური სკოლის უმთავრესი პრინციპია.“ თუ მოსწავლე არ არის დაინტერესებული, მასწავლებელი პრობლემას ეძებს საკუთარ თავში. ცნობილია ის ფაქტიც, რომ მობილური ტელეფონის გამოსხვივებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსწავლის ჯანმრთელობას და ზუსტად ამ მიზნით, ზოგიერთ სკოლაში აკრძალულია მისი გამოყენება. შვედეთში სასკოლო ზარი არ არსებობს, რადგან არ არის განსაზღვრული, თუ როდის დაიწყება და დამთავრდება გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრილოვობა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. დაგვიანებაც შესაძლებელია.დაგვიანების დროს კი არ ისჯება მოსწავლე, არამედ გამარჯობას ამბობს და შედის კლასში საყვედურის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ავად არის, ან დასასვენებლად წავიდა, მოსწავლეები ელოდებიან და მთელი კლასი ისვენებს, რადგან შვედური განათლების სისტემა პიროვნულ ურთიერთობაზეა დამყარებული. შვედეთში ტესტებსა და გამოცდებს წერენ, მაგრამ ამით მხოლოდ მოსწავლის ცოდნას ამოწმებენ და იმის გაგება სურთ, რაში საჭიროებს იგი დახმარებას. ამ ქვეყანაში მოსწავლეები საშინაო დავალებასაც არ ასრულებენ. შეიძლება მათ პროექტი მოამზადონ რამე საინტერესო თემაზე და შემდეგ კლასის წინაშე წარადგინონ. ბევრისთვის სკოლა შიშსა და რუტინასთან ასოცირდება, მაგრამ შვედეთში სკოლა არის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად და მხიარულად გრძნობ.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0