x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
როგორ მოვამზადოთ ბავშვები გაკვეთილებისთვის?

image
საშინაო დავალება გაკვეთილის გაგრძელებად ითვლება, სამწუხაროდ, ზოგიერთ მასწავლებელს ურჩევნია შეასრულოს დავალების მარტივი ნაწილი კლასში და რთული ნაწილი ანუ დავალებებით დატვირთოს მოსწავლე სახლში. მათ მიაჩნიათ, რომ მოსწავლის დრო სახლში უფრო გრძელია, ვიდრე საკლასო ოთახში და უფრო სასარგებლო იქნება მშობლის დახმარების გამო, ამით ისინი მის პასუხიმგებლობას მშობელს უზიარებენ. ამასთან, საშინაო დავალება არის იმის გამეორება, რაც კეთდება საკლასო ოთახში, მარტივი საშინაო დავალება უფრო მისაღებია მოსწავლემ დამოუკიდებლად გააკეთოს, ხოლო რთული მასწავლებლის დახმარებით.ამ შემთხვევაში არც ისე საშიშია მოსწავლისთვის შეცდომების დაშვება. პირიქით, სასურველი შედეგის მიღება შესაძლებელია მოკლე დროში და მთელი ტექსტის გააზრებულად ამოხსნით. ეს მასწავლებლების პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ბევრი მასწავლებელი თვლის, რომ ეს მშობლების მოვალეობაა. მშობლები, თავის მხრივ, ბავშვებს ავალებენ რომ გააკეთონ დავალება დამოუკიდებლად, რადგან მათ უკვე ახსნილი აქვთ ეს და წესით მათთვის მარტივი უნდა იყოს, თუმცა თუ ბავშვი ვერ ახერხებს მარტო დავალების შესრულებას მას მშობელი ეხმარება გაკეთებაში რაც თავისთავად ბავშვისთვის უკეთესია, ამ დროს ის გრძნობს მშობლის მხარდაჭერას, მაგრამ აუცილებელია სკოლაში მასწავლებელმა ბავშვი ისეთი მომზადებული გაუშვას სახლში, რომ მას საშიანო დავალების გაკეთება არ გაუჭირდეს და მარტომ შეძლოს შესრულება.

მეორე საკითხია უშუალოდ ბავშვის ჩართულობა გაკვეთილის პროცესში, თუ ბავშვს, ასაკისა და ხასიათის გათვალისწინებით, ბოლომდე არ ესმის რას ამბობს მასწავლებელი კლასში ან ის გაფანტულია და სწრაფად ივიწყებს მოსმენილს, მას საშინაო დავალების შესრულება გაუჭირდება, ხოლო მოსწავლე რომელიც აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ის ღრმად და გულიანად ისმენს მასწავლებლის ახსნილს ის დამოუკიდებლადაც შეძლებს ყველაფერს გაუმკლავდეს, მათ შორის დავალებებსაც.მოსწავლეების იმ კატეგორიას, რომელსაც უჭირს გაკვეთილზე კონცენტრაცია მასწავლებელმა არ უნდა დატუქსოს, ძალიან ბევრი საყვედური არ უნდა უთხრას, ამით ის უარესად გულაცრუებული და უყურადღებო გახდება, საყვედურის თქმის დროსაც კი მასწავლებელი ვალდებულია თავშეკავებით და გულდასმით შეარჩიოს სიტყვები, რათა მოსწავლე უარეს დღეში არ ჩააგდოს.მნიშვნელოვანია, ბავშვს ავუხსნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დავალების შესრულებას დრო და ძალისხმევა სჭირდება, ეს შეუძლებელი არ არის, აუცილებელია მოთმინება. ასევე საჭიროა მასწავლებელსა და მშობელს შორის დიალოგი, მასწავლებელმა მშობლებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შვილის შესახებ, ოღონდ რა თქმა უნდა ისე, რომ მისი პირადი სივრცე არ დაარღვიოს, ამით ის სკოლაშიც და სახლშიც ყურადღების ქვეშ იქნება და ორივე მხარე ჩაერთვება მის უკეთესს განვითარებასა და სასწავლო პროცესში, კარგი იქნება თუ მშობელი სახლში გეგმას შეადგენს:

სკოლიდან დაბრუნებისთანავე არ დატვირთოს მეცადინეობით, მისცეს დრო დაისვენოს, მიიღოს საკვები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს უკვე გაკვეთილების მომზადება, თუ რაიმე გაუჭირდება მიმართოს მშობელს, ის მაქსიმალურად ეცდება დაეხმაროს შვილს და ამით ნელნელა ჩამოყალიბდება მათ შორის კავშირი, რომელიც ძალიან კარგია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სავარაუდო გრაფიკი შეიძლება ყველას არ ეხებოდეს, ის უმეტესობისთვის ამართლებს. რა თქმა უნდა, ერთი ფაქტორი არ უნდა დაგვავიწყდეს მასწავლებელმა და მშობელმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ ბავშვის ინტელექტუალური დონე და შესაძლებლობები.

არ შეიძლება ბავშს მუდმივად ვუმეოროთ, რომ ის თუ დავალებას ვერ შეასრულებს ის ცუდი მოსწავლე და ცუდი ადამიანია, რომ თუ ის არ ისწავლის სხვაზე უარესი იქნება და მუდმივად შევადაროთ სხვა მოსწავლეებს, რომლებიც თუნდაც უკეთესად სწავლობენ, ეს მეთოდი არ ამართლებს, არასოდეს.მოტივაცია ურთიერთობით და კეთილგანწყობით უნდა ჩავუნერგოთ ბავშვებს, როგორც მშობლებმა ასევე პედაგოგებმა.

image
ბავშვებთან ურთიერთობისას აუცილებელია ამოცანის მონაცვლეობა. რთული, მარტივი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დავალებების შემოწმება მასწავლებლებისა და მშობლების ძირითადი პასუხისმგებლობაა, შეცდომების გამოსწორება არ უნდა დაეკისროს მოსწავლეებს. ჰკითხეთ მას კარგად, არის თუ არა ის უკვე გატაცებული ამ საგნით და უმკლავდება თუ არა. არასდროს უთხრათ ბავშვს: "არაფერი გამოგივა, უსარგებლო ხარ. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ბავშვი კარგავს ინტერესს გაკვეთილების მიმართ. ეს ძირეულად არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილისადმი ინტერესის დაკარგვა სერიოზული სიგნალია, ეს ბავშვის ბრალი არ არის. მარცხი აშინებს ბავშვს და მისი ინტერესი სკოლის მიმართ მცირდება. ისეთი სიტუაციების გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრით, ბავშვს შეუძლია დაიბრუნოს ინტერესი გაკვეთილის მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის დონის გათვალისწინება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამოცანა ეკისრება ისევ და ისევ ჯერ სკოლასა და მასწავლებლებს და შემდეგ მშობლებს.

დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სწორად შერჩევა ძირითადი და შეუცვლელი პირობაა. ეს ჰგავს სახლის აგებას, რომელიც საძირკველით იწყება.

პირველი მასწავლებელი, ძალიან მნიშვენლოვანია, მოსწავლის აზრის ჩამოყალიბების დროს როცა ის იწყებს ფიქრს თუ რა კავშირია სკოლას და მას შორის.ის განსაზღვრავს ბავშვის დონეს, ხსნის მის მიდგომას მშობლების მიმართ. ის სიყვარულით ეპყრობა ყველას და ამ შემთხვევაში ყველა ბავშვს უყვარს მასწავლებელი და ის კავშირია სკოლასთან. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ცოდნა მიიღება კლასში, გამეორება ასევე მნიშვნელოვანია სახლში, რომ ცოდნა გამყარდეს.ხშირია მოსწავლეები, რომლებიც ძალიან დიდი თვითშეფასებით გამოირჩევიან, მაგრამ ზოგჯერ ეს შეფასება მის ზოგად დონეზე დაბალია და ეს მათ ძალიან აკომპლექსებთ, როცა აღმოაჩენენ რომ იმაზე დაბალ დონეზე არიან ვიდრე მათ წარმოედგინათ მათი თავი, ამიტომ ასეთ დროს ფსიქოლოგის კონსულტაციაც შეიძლება გახდეს საჭირო.

ბავშვისთვის აუცილებელია სოციალური ურტიერთობები, როგორიცაა კლასგარეშე მეგობრები, ეზოში თამაში, გართობა, ჯგუფური აქტიობები და ა.შ ეს ყველა ბავშვზე დადებითად მოქმედებს.თუ ბავშვი შედარებით არ არის აქტიური და პასიურია, მაშინ მასთან მეტი დრო უნდა გავატაროთ და მისთვის უნდა მოვფიქროთ სპეციალური გასართობები, რომ ნელნელა უფრო გააქტიურდეს და ხალხთან კომუნიკაციაში შევიდეს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ მეთოდოლოგთან და ფსიქოლოგთან. ბავშვების დასჯა ყველა წვრილმანზე დაუშვებელია. უნდა ვიყოთ უფრო მეტად მომთმენები შვილების მიმართ და ეს დაგვეხმარება მათ უკეთესი ცხოვრების შექმნასა და ჩამოყალიბებაში.

ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: ”ბავშვები სწორად ამბობენ, მაგრამ ჩვენ მათი სწორად არ გვესმის”. გავამხნევოთ მოსწავლეები, შვილები და ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული, ეს მათ სრულფასოვან ადამიანებად ჩამოაყალიბებთ და მათი ცხოვრება ბევრად უფრო კარგი და ბედნიერი იქნება.


0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ჩიჩაკ ნასიბოვა
ჩიჩაკ ნასიბოვა
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0