x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508616
საკლასო დისკუსია და მისი გამოყენების მნიშვნელობა სწავლების პროცესში
BE-SOFT - E-BTS základné informácie


დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის გამოყენებაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და ხელს უწყობს მათი სოციალური და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.გაკვეთილზე დისკუსია, შესაძლოა, ორ სხვადასხვა სახის გარემოში წარიმართოს: თანამშრომლობითი ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს შორის ან მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.ამ ნაწილში, ძირიდად საუბარი იქნება დისკუსიების შესახებ მთელი კლასის მონაწილეობით.

დისკუსიამ საკლასო ოთახში, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სწავლების რამდენიმე ძირითადად მიზანს:

  • დაეხმაროს მოსწავლეებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაკვეთილის მსვლელობაში საკუთარი აზრის გამოხატვის გზით;
  • დაეხმაროს მოსწავლეებს, ზოგადად, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებს სასწავლო მასალის ათვისებაში მისი კრიტიკული გააზრების გზით;
  • დაეხმაროს მოსწავლეებს კომუნიკაციის უნარის განვითარებაში;
დისკუსია უნდა იყოს კარგად მომზადებული და სასურველია ეფუძნებოდეს განვლილ მასალას, თუმცა, შესაძლებელია ახალი თემის/საკითხის ირგვლივ საკლასო დისკუსიის მოწყობაც. დისკუსიის წარმატებით წარმართვისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კლასში მერხების განლაგება.მერხების წრიული განლაგება მასწავლებელს მისცემს საშუალებას, დაინახოს მთელი კლასი და გააკონტროლოსს, რამდენად არის ყველა მოსწავლე დისკუსიაში ჩართული.ასევე წრიული განლაგება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, თავისუფლად ესაუბრონ ერთმანეთს და მოისმინონ თავიანთი აზრები.


წრიული განლაგების გარდა არსებობს ოთხკუთკა განლაგებაც.

დისკუსიის მსვლელობისას საჭიროა, მასწავლებელმა ისეთი რეაგირება მოახდინოს მოსწავლეთა გამონათქვამებსა და იდეებზე, რომ დაეხმაროს ბავშვებს საკუთარი ნათქვამის გააზრებასა და აღქმაში.წარმატებული დისკუსიისათვის მნიშვნელოვანია, რომ კლასში მოსწავლეები ერთმანეთის შეხედულებებს პატივს სცემდნენ.

დისკუსიის დასრულების ბოლოს, სასურველია, თუ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ ჩამოთვლის ძირითად საკითხებს, შეაფასებს პროცესის წარმატებულობას და აღნიშნავს, თუ რა გაკეთდა სწორად და რა საჭიროებს გამოსწორებას.



0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
59