x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
IAE_ ს ონლაინ ფორმატის სასკოლო კონფერენცია

კონფერეცია

განათლების საერთაშორისო აკადემია IAE ამა წლის 26 დეკემბრის კალენდრით, ვირტუალური სივრცის აუდიტორიის წინაშე წარსდგა მიმდებარე კონფერენციით, (ზუმის მეშვეობით) თემაზე- მასწავლებელთა ONLINE სასკოლო კონფერენცია 2020. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის მსურველს უნდა გაევლო ფეისბუქის მეშვეობით აპლიკაცია, რომლის შემდეგ თითოეული შერჩეული რეპრეზენტანტი პედაგოგი შეძლებდა საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციას უახლესი სასწავლო ფორმატის ირგვლივ, რის საფუძველზეც ე.წ. ვებინარის სასწავლო პროგრამის გამოწვევები წინა პლანზე განიხილებოდა, როგორც საგანმანათლებლო სისტემის უახლესი პლატფორმა და მისი დანიშნულება საგანმანათლებლო სივრცეში, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.ამ აკადემიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი მარი გეთიაშვილი გახლავთ, რომელმაც მიმდებარე პრეზენტაცია გახსნილად გამოაცხადა და ფართო აუდიტორიას განუცხადა, რომ არსებელი აკადემიის ექვსწლიანი არაფორმალური განათლების პროგრამას ის წარმატებით ახორციელებს მის გუნდთან ერთად, როგორც სამინისტროებთან მიმართებაში, ასევე ფორუმში და არასამთავრებო ორგანიზაციებთანაც უზრუნველჰყოფს უახლესი დოქტრინის დამკვიდრებას, რომლის პარტნიორი ქალაქები ბაქო და სტამბოლია ასევე. განათლების საერთაშორისო აკადემია IAE_ს ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო მწარიაშვილია, რომელმაც ეფექტურად განავრცო კონფერენციის კონცეფცია ( კერძოდ მისი გამოწვევები ვებინარის თემაზე მასწავლებლების ფორმატისთვის, როგორც დამკვიდრებული სასწავლო პროგრამის გზამკვლევი და სქემის უახლესი პერსპექტივა, რის საფუძველზეც კარგად გაკვირვებული დავრჩი, რადგან ინერტული ვიყავი ამ პროცესის მიმართ, რაც აპლიკაციასთან ერთად აღვნიშნე კიდეც, ვიდრე 10 ლარს გადავიხდი, კონფერენციაში დასწრების უფლების მოპოვებისთვის) და მან აქვე განმარტა, რომ თავიანთ აკადემიას აქვს უკვე ინტეგრირებული წარმატება, როგორც საქართველოს ფარგლებში თხუთმეტ სასწავლებელთან ერთად, პლუს საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, აგრეთვე ევროპულ საგანმანათლებლო კერასთან: ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და შემდეგი პარტნიორი ქვეყანა კი, იტალიის რენესანსული რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო, რაც კოვიდ-19_ის პანდემიის გამო გადაიდო შეხვედრა და ვერ შეძლო აკადემიამ იქ მოგზაურობა. თუმცა, როგორც ქ-ნი ნინო იმედს იტოვებს, ინკლუზიური განათლების ახალი მოდელი- ბავშვის განვითარების საკითხებში აქტუალურია და სასწავლო პროგრამის პროცესში პირდაპირ პროპორციულად ინტეგრირებულია წარმოდგენილ პროგრამასთან.კონფერენციის პრეზენტაციას რვა სერთიფიცირებული მასწავლებელი უძღვებოდა (რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით: პრაქტიკოსი, წამყვანი თუ უფროსი მასწავლებელი, 25 ლარის საფასურის შედეგად დაიშვნენ გამართულ პროგრამაში), რომელთა ხედვა და დამოკიდებულება ურთიერთ საპირისპირო და ნაირგვარი აღმოჩნდა სრულფასოვანი კოლეგიალობის ფონზე, მაგრამ თითოეულის გამოცდილება და ენთუზიაზმი საკმაოდ ეფექტური და ნაყოფიერი იყო იმისათვის, რომ ცალკეულმა დაინტერესებულმა პირმა კარგად გავაცნობიეროთ ვებინარის ცნება სასკოლო პროგრამისთვის და მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის პარამეტრები კონტექსტიდან არ ამოვარდეს და მივიწყებულ იქნას სასკოლო პროცესისთვის. პირველი გამომსვლელის, ქ-ნი მაია ჩაჩხიანის რიტორიკა- დისტანციური სასწავლო პროცესის მართვას ეხებოდა, მასწავლებელსა და მოსწავლის შორის ეთიკის ფარგლებში, რომლის უმთავრესი მიზანი ურთიერთობის ეფექტური შენარჩუნება და იმ გარემო-პირობების შექმნა არის, რის საფუძველზეც კლავ დგება ონლაინ კლასში მოსწავლისადმი მზრუნველი, გულწრფელი და ყურადღებიანი დამოკიდებულება, რათა მოხდეს კრიზისულ პროცესთან ადეკვატური რეაგირება და აქტიური ჩართულობით განიმუხტოს - სავალდებულო “ დარჩი სახლში" ისტერია, რომლის ფონზეც არ მოდუნდეს სასწავლო პროცესი და კვლავ განაგრძოს განათლების მიღებამ აქტუალურობა:- “ შენ ყველაფერს შეძლებ!" პედაგოგის ის ჯადოსნური მესიჯია, თითოეული მოსწავლე რომ საკუთარი უნარების მეშვეობით შეძლებს თვითრეალიზაციას და თეონას პრინციპით, ის ვინც სიძნელეებს დაძლევს და სურვილი აქვს- “ თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა"_ო, ნათქვამია. შემდეგი გამომსვლელი, ქ-ნი ირმა მესხურაძე, ინგლისურის მასწავლებელი გახლდათ, ტომ სოიერის თავგადასავალის ფონზე- ჩაკეტილი კარის მიღმა დარჩენილი სასწავლო პროცესი, რომელმაც თავისი მეთოდით თეატრალიზირებულადაც კი დადგა მოსწავლელთათვის დისტანციური სწავლის პროცესი და თვით შეზღუდული უნარების მქონე ბავშვი დიჯეის როლში მოევლინა სასწავლო ინოვაციას.ქ-ნი ცირა ქობულიძე კონფერენციი ის გამორჩეული რეპრეზენტანტი გახლდათ, რომლის დისტანციური სწავლების პრიორიტეტი მისი მართვა და დანიშნულება იყო- თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ დისტანციური სწავლების ფორმატი და პრაქტიკულად მან შეძლო, რომ კონფერენციის თემას ერთი ერთზე ამომწურავად ეპასუხა და სინქრონული და ასინქრონული სწავლების კატეგორიაზე შეაჩერა ყურადღება, რომლის ირგვლივაც დამატებითი კითხვები ვფიქრობ, რომ უადგილოა, ვისაც საგანი კარგად ესმის და შესაბამისადაც დამკვიდრებულ დარგში კომპეტენტურია. ქართული ენის პედაგოგის, ქ-ნი ლანა არხამიას გამოცდილება უშუალოდ შემეცნებითი და შემოქმედებითი პროდუქტის შექმნაზე იყო ორიენტირებული, რაც მიზნად ისახავდა კომპლექსური სწავლების ფორმატს ლაკონური ფორმატით და რაც მთავარია თავისუფალ ჩარჩოებში მოქცეული.დაწყებითი კლასის მასწავლებლის ქ-ნ ქეთევან მიქაძის პრეზენტაცია აგებული იყო მულტიმედიურ იმ სასწავლო პროცეზზე, რაც ციფრული რესურსების ხარჯზე ითვალისწინებდა სასწავლო პროცესის ვიზუალურ და სმენით სეგმენტებს.ქ-ნი ლანა ჩიხლაძე კი გამოირჩეოდა იმ ეროვნული სულის კვეთებითა და პათოსით, რაც ჩვენი უმთავრესი განმანათლებელის, ილია მართლის ცნებაზეა დაფუძნებული:- “ აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"_ს პრინციპით და უწინარეს ითვალისწინებდა მისი სამუშაო პროგრამა - სიკეთის გაზიარება, როგორც ცოდნის სარბიელზე ფართო აუდიტორიისათვის და ასევე მიღების კონტექსტში.ქ-ნი ასმათ ლეჟავა კი, ნორჩი მკვლევარების დახმარებით (5-6 კლასი), დისტანციური სწავლის პროცესის მართვა და გამოყენება მიზნად ისახავდა მეცნიერული დარგის ბუნებრივად თვითშემეცნებას და მოსწავლეების მხრიდან შესაბამის ექსპერიმენტებთან უშუალო აქტივობას.ქ-ნი ეთერ მესტვირიშვილის პრეზენტაცია, რომელიც პირველი ნომრით იყო ჩანიშნული, სამწუხაროდ გამომრჩენია და გადამოწმების საფუძველზე არ გამოეთიშა პედაგოგი მიმდინარე კონფერენციას და ცხადია, როგორც რიგ შემთხვევაში ამ მასწავლებლის ფორმატიც ასევე თემასთან ასოცირებული იყო მშობლების როლი დისტანციურ სწავლებასთან მიმართებაში.როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა კონსორციუმელმა თვალნათლივ დავინახე, თუ რამდენად ძვირფასია სასკოლო პროცესის შენარჩუნება ქვეყანაში და ერთსულოვნებით ერთმანეთის გატანა ისე, რომ ალმა-მატერის ინსტიტუტი თავზე არ დაემხოს თაობებს და ჭრაქით ხელში ერთმანეთის ძებნას მივჰყოთ ხელი.

მოქალაქე ჟურნალისტი: ჯორჯიანა

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0