x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
პედაგოგიური კვლევის ინსტრუმენტის შერჩევა
image

კვლევის ინსტრუმენტის შერჩევა პედაგოგიური კვლევის ეტაპების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს. კვლევის ინსტრუმენტი აუცილებელია ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარეობდეს და დაგვეხმაროს უშუალოდ იმის გარკვევაში თუ რის კვლევასაც ვაპირებდით და მისი მეშვეობით მივიღოთ ის ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება მონაცემთა ანალიზის საბოლოო წარმოდგენაში.

არსებული კვლევის ინსტრუმენტებიდან ვისაუბრებ ინტერვიუზე და მის მნიშვნელობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ კვლევის ინსტრუმენტის შერჩევა სრულიად ინდივიდუალურია. ის აუცილებლად უნდა დაგვეხმაროს მონაცემების მიღებაში და უნდა შეესაბამებოდეს საკვლევ თემატიკასა და პრობლემატიკას, რათა გავიგოთ მოცემული თემის ირგვლივ არსებული პროცესების მიზეზები და საბოლოოდ შევიმუშავოთ პრობლემის გადაჭრის გზები. უპირველესად, ვიტყვი, რომ ინტერვიუ ეს არის თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. ეს უკანასკნელი კი დაგვეხმარება გამოვყოთ კვლევის საგანი, მივიღოთ დიდი, ფართო და მდიდარი მოცულობის მონაცემები. თვისებრივი კვლევის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა- ჰიპოთეზის ჩამოყალიბება და მის ირგვლივ გარკვეული სახის ინფორმაციის მოძიება. სიღრმისეული ინტერვიუს სახე (ინდივიდუალური) კვლევის პროცესში დაგვეხმარება, რომ დავუკავშირდეთ ამ სფეროში მოღვაწე გამოცდილ, კომპეტენტურ პირებს, გავიგოთ ზუსტი ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ და შევძლო საბოლოოდ ზუსტი დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება. ინტერვიუს ჩატარების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად რესპოდენტთა შერჩევას. მონაცემთა შეგროვების პროცესის მიმდინარეობა დაკავშირებულია თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგიასთან. აქედან გამომდინარე რესპოდენტთა შერჩევის მეთოდიც შესაბამისად თვისებრივი მეთოდის- არაალბათური შერჩევის სახელს უნდა დავუკავშიროთ. აქედან გამომდინარე ამის გათვალისწინებით ვარჩევთ რესპოდენტთა შერჩევის რომელ სახეს მივანიჭებთ უპირატესობას. მგალითად, ხელმისაწვდომი შერჩევას, თოვლის გუნდას თუ სხვას. აუცილებელია მკვლევარს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

იმისათვის, რომ რესპოდენტთან ჩატარებული ინტერვიუ იყოს მაქსიმალურად დაცული მორგებული მის მოთხოვნებზე და ჰქონდეს განცდა ჩვენი ნდობის, ამისათვის აუცილებელია მკვლევარის მხრიდან დაცული იყოს ყველა ეთიკის საკითხი, რათა მაქსიმალურად მოვიპოვოთ რესპოდენტის ნდობა და გულწრფელობა, ინტერვიუს ჩაწერამდე აუცილებელია გავაცნოთ მათ ჩვენი კვლევის მიზანი, თუ რამ განაპირობა ჩვენი ამ საკითხისადმი დაინტერესება. ამიტომ აუცილებელია ინტერვიუს წინ უძღოდეს ინფორმირებული თანხმობა, რაც ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის რესპოდენტს აღნიშნული საკვლევი თემისადმი და აგრეთვე რესპოდენტი დარწმუნდება, რომ მისი პასუხები იქნება მიუწვდომელი, კონფიდენციალური და მასზე წვდომა გვექნება მხოლოდ ჩვენ ანუ მკლევართა გუნდს. ინტერვიუს დროს აუცილებელია ინტერვიუს გზამკვლევის შედგენა, რომელიც მოიცავს შემდეგი სახის სტრუქტურას:

  • ინფორმირებული თანხმობა
  • პირადი მონაცემები
  • შესავალი კითხვები
  • ძირითადი კითხვები
  • შემაჯამებელი კითხვები
  • ოპერაციონალიზაცია

  • აუცილებელია აგრეთვე თარიღის მითითებაც.

    სწორედ ინტერვიუს ჩატარების პროცესში აუცილებელია მკვლევარმა დაიცვას ყველა ეს პირობა, რათა ინტერვიუს პროცესი წარიმართოს წარმატებულად. ასე რომ, კვლევის ინტრუმენტის განსაზღვრა არცთუ ისე მარტივი საქმეა, ამიტომ აუცილებელია ყველა პროცესი გათვალისწინებული იყოს მკვლევარის მხრიდან და ის მოვარგოთ ჩვენს საკვლევ პრობლემატიკას, განსაზღვრულ საკვლევ თემას.






    0
    101
    შეფასება არ არის
    ავტორი:გურაბანიძე სოფიო
    გურაბანიძე სოფიო
    101
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0