x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მეცნიერები დაინტერესდნენ,განსხვავდება თუ არა ქალისა და მამაკაცის ტვინები ერთმანეთისგან და აი,რა დაადგინეს
image
არავის შეუძლია თავისი სქესის არჩევა. ჩვენ დავიბადეთ ასეთებად და მოგვწონს თუ არა ეს, ასე ვიზრდებით და ვვითარდებით. მიუხედავად ამისა, ალბათ, ბევრ ჩვენთაგანს უფიქრია იმაზე, თუ როგორი იქნებოდა საპირისპირო სქესის მიერ დანახული სამყარო, განსხვავებულად შევაფასებდით თუ არა ადამიანებს, სიტუაციებსა და მდგომარეობას.

არსებობს გავრცელებული აზრი, რომ მამაკაცები, ქალებთან შედარებით, უფრო ტექნიკური აზროვნებისანი და თავდაჯერებულები არიან, თუმცა უჭირთ თავიანთი გრძნობების გამოხატვა. ქალებს კი კომუნიკაციის უნარი აქვთ განვითარებული, სამაგიეროდ, ორიენტაცია და გადაწყვეტილებების მიღება მათი სუსტი მხარეა.

იმის გასარკვევად, თუ რა განაპირობებს ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ ქცევას, მანერას, აზროვნებასა და შემეცნებით შესაძლებლობებს, მეცნიერებმა არაერთი კვლევა, ექსპერიმენტი და ტესტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ორი სქესის ძირითადი განმასხვავებელია ჰორმონები, ხასიათი და ტვინი. სამივე მათგანი ურთიერთკავშირშია და ერთმანეთს განაპირობებს. დღეს ვისაუბრებთ ქალისა და მამაკაცის ტვინებზე, თუ რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.


მამაკაცის ტვინი საშუალოდ 10 %-ით უფრო მოცულობითი და 100 გრამით უფრო მძიმეა, ვიდრე ქალისა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ორ სქესს შორის სხეულის მასის სხვაობით. საერთო ზომების მიუხედავად, თავის ტვინის გარკვეულ უბნებში არსებობს განსხვავებული მოცულობები, მაგალიტად ჰიპოკამპუსში, რომელიც მონაწილეობას იღებს სწავლის პროცესსა და მეხსირებაში, ასევე აფექტის მართვაში.



ნეირომეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთა 13-დან 85 წლამდე 1400 -ზე მეტ ადამიანს, რათა დაედგინათ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებები თავის ტვინში.აღმოჩნდა, რომ მარცხენა ჰიპოკამპი მამაკაცებში უფრო დიდია, ვიდრე ქალებში, თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. საერთო შედეგით კი ცნობილი გახდა, რომ თავის ტვინის მხოლოდ 6 %-ა სქესობრივად განსხვავებული ტიპიური სტრუქტურის, დანარჩენი ნაწილი კი ქალისა და მამაკაცის მახასიათებლების ნარევია.

სავარაუდოდ, თავის ტვინის სწორედ ეს განსხვავებული 6%, ჰორმონები და ქცევები, ხასიათი განაპირობებს ქალისა და მამაკაცის განსხვავებას ყოველდღიურობაში.

ასევე საინტერესოა:

რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქალი და მამაკაცი?!


15 საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ


როგორი მამაკაცები სურთ სინამდვილეში ქალებს?! ( 9 ტიპი)


რა სურთ სინამდვილეში მამაკაცებს ქალებისაგან?! ( 10 რჩევა ქალებს)

0
48
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0