x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალის თეთრეულის ყველაზე პროვოკაციული რეკლამა +13
რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადაგდმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.



"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით, "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არა მარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიონ თავს, რათა წარმოებულის მეტი რეალიზაცია მოახდინონ.



image



სარეკლამო აგენტები და დიზაინერები რეკლამის დახვეწის საკითში გულმოდგინედ არიან ჩართულნი და გონებრივ შესაძლებლობებსა თუ ფანტაზიებს მაქსიმალურად ავლენენ. ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს კი ესმის, რომ კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ, დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრან მომხმარებელის - "ჩვენი" ყურადღება და ზოგიერთი მათგანი ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.






ერთ-ერთმა ამერიკულმა ტანსაცმელების მწარმოებელმა ფირმამ American Apparel-მ, რომელიც პირველად დაახლოებით ათი წლის წინ გაიხსნა, გაკოტრების შესახებ საჯაროდ განაცხადა. American Apparel-ი ყოველთვის იყო გამორჩეული პროვოკაციული რეკლამებით, რის გამოც ხდებოდა კრიტიკის ეპიცენტრი, ხშირად სექსიზმში ბრალდებული. ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ჰყავს მომხმარებელი და ის სეზონის ახალი კოლექციითა და ყველაზე პიკანტური რეკლამებით კვლავაც აქტიურობს.


დღეს კი აქცენტი ძირითადად ქალის თეთრეულსა და ზოგიერთ ტანსაცმელზე იქნება.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






იხილეთ აგრეთვე:




ყველაზე ეროტიკული რეკლამა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია +11image













უსაფრთხო სექსის ყველაზე შედევრული რეკლამებიimage





1
1548
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1548
  
2020, 27 ნოემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1