x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მინიატურული კრეატივი, რომელიც გაგაოგნებთ
ბევრი ფიქრობს, რომ ხელოვნება და კრეატიულობა სინონიმებია. ხელოვნების პროცესი დამყარებულია ავტორის შთაგონებაზე, მის შესაძლებლობებსა და ტრადიციებზე, მაგრამ თუ კრეატიულ პროცესზე ვიმსჯელებთ, მაშინ მის მთავარ შემადგენელს პრაგმატული ელემენტი წარმოადგენს. როგორც წესი, მხატვრები, კომპოზიტორები, მწერლები და სხვა დანარჩენი ხელოვანი ხალხი უბრალოდ ქმნიან თავიანთი განწყობითა და ემოციებით რაღაც ახალსა და განსხვავებულს. ამიტომაც ხელოვნება სულაც არ არის კრეატიულობა. ხელოვნება ყოველთვის პირველადი და ფუნდამენტალურია, თუმცა კრეატიულ პროდუქტში ის პრაგმატულ მიზანს ექვემდებარება.


ჩვენს სამყაროში ყველაზე ღირებული, რაც ხშირად გულუხვად ანაზღაურდება ხოლმე- კრეატიული შედევრია. თანამედროვე შემოქმედებითი ნიჭიც ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს- ჩვეულებრივი ნივთიდან შექმნას არაჩვეულებრივი და წარმოუდგენელი, რაც ყველას გაოცებას გამოიწვევს. ხელოვნება ფართო გაგებით ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. ყველაზე ხშირად კი კრეატიულობას წარმატება სარეკლამო ბიზნესში მოაქვს.


დღევანდელ სტატიაში კრეატიულობას სარეკლამო კუთხით არ წარმოგიდგენთ, უბრალოდ გაგაცნობთ ორი შვილის უნიჭიერეს დედას, რომელიც გამაოგნებელ მინიატურულ ნივთებს ქმნის.



image



იაპონელი მხატვარი Kiyomi (კიომი) საოცრად წარმოუდგენელ კრეატივს ქმნის, რომლისთვისაც დროს მხოლოდ ღამის 4 საათზე ნახულობს. მისი შთაგონების წყარო კი ადრეული ეპოქაა და ის მათ ქმნის შესანიშნავი სიზუსტით მინიატურულ ფიგურებში.


მისი ნამუშევრების ყურება კი წამიერად გაბრუნებთ ვიქტორიანული და რევოლუციური ეპოქის ინგლისსა და საფრანგეთში. ნაშრომების დათვალიერების შემდეგ კი გაგიჩნდებათ სურვილი, მსგავსი სახლშიც იქონიოთ.


Instagram–ზე კიომოს ყავს მრავალი გამომწერი და ყველა აღფრთოვანებულია მისი შედევრებით, რადგან ყველაფერი, რაც ფოტოებზეა მოცემული, არის მინიატურული და კიომის ხელით შექმნილი. (დატკბით ფოტოკრებულით)


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








იხილეთ აგრეთვე:


მან კბილის ჯაგრისს ფუნჯები მოაჭრა და შედეგმა ყველა გააოცა. სცადეთimage




მათ ჩვეულებრივი CD დისკები დაჭრეს და ნანახმა ყველა გააოცაimage




როგორ შევკეროთ საკუთარი ხელით "უგები"image




ბოროტული კრეატივიimage




McDonald’s-ის ყველაზე კრეატიული რეკლამებიimage




უსაფრთხო სექსის ყველაზე შედევრული რეკლამებიimage





საპირფარეშოს ყველაზე კრეატიული ნიშნები, რომელთაც უხამსობა მიაწერესimage





ალტერნატიული საგზაო ნიშნები, რომლებიც ბევრს გაცინებთimage




ეს და სხვა მსგავსი სტატიები იხილეთ აქ– ბმულის ქვევით


2
44
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
44
  
2017, 30 ნოემბერი, 11:09
ეს ჩემი სამყაროა
2017, 28 ნოემბერი, 19:06
კარგი იყო!!!
0 1 2