x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე კრეატიული ბილბორდები, რომლებიც ღიმილს მოგგვრით
ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.

მაშასადამე, ყველა პროდუქციას, ინვენტარს, აქსესუარს, ტექნიკას, ავეჯს თუ სხვათას, ჩამოთვლას რომ აღარ მოვყვე, მარკეტინგი ყოველთვის მოუძებნის ხოლმე თავისებურ ხრიკებს, რათა უფრო მეტი რეალიზაცია მოახდინოს მათი, ჩვენ კი მომხმარებლებს თვალის სიხარბით გვიზიდავენ. უწინ თუ "რეკლამა"-თა დეფიციტი იყო, დღეს ისინი მრავალფეროვანია, ბევრი მათგანი ჩვენს აღტაცებას ნამდვილად იწვევს. სარეკლამო აგენტები და დიზაინერები რეკლამის დახვეწის საკითში გულმოდგინედ არიან ჩართულნი და ამ მხრივ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებსა თუ ფანტაზიებს მაქსიმალურად ავლენენ. ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს კი ესმის, რომ კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრონ მომხმარებელის- "ჩვენი" ყურადღება.


image

დღევანდელ კრებულში მინდა წარმოგიდგინოთ კრეატიული და ორიგინალური სარეკლამო ბილბორდები, რომლებიც რეკლამის ბაზარზე ახალი გადაწყვეტილებებით- სარეკლამო ფარგლებს გარეთ უჩვეულო სახით გვხვდება და თქვენს ღიმილს აუცილებლად გამოიწვევს.


1. კომპანია Berger-ის ბილბორდი, რომელიც ხაზს უსვამს ახალ საღებავებს.

image



2. სერიალი "კანონი და წესრიგი"-ს ბილბორდი კედელზე.

image



3. ჟურნალმა The Economist გადაწყვიტა ამ ბილბორდით მიეპყრო საზოგადოების ყურადღება. ერთი შეხედვით მასში უცნაური არაფერია, თუმცა საკმარისია მის ქვეშ ადამიანმა გაიაროს, რომ ნათურა მაშინვე ინთება.


imageimage




4. ორიგინალური სოციალური რეკლმა, რომელიც მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. (თუმცა ამ ბილბორდს არაფერი აქვს გასაღიმი)

image



5. ამ ბილბორდზე საკმაოდ არაორდინალური რეკლამაა, რადგან საზოგადოების ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს წვიმის დროს.

imageimage



6. წებოვანი ლენტის (სკოტჩი) ორიგინალური რეკლამა.

image



7. სავარჯიშო (სატრენაჟორო) დარბაზის საკმაოდ კრეატიული ბილბორდი.

image



8. ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური სარეკლამო კომპანია Orange-ს ბილბორდი, რომელიც პოტენციურ მყიდველებს სთავაზობს ყველაზე ეფექტურ სარეკლამო სადგამებსა და ბანერების გაფორმებას.
image

0
521
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0