x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ფილიპინებში 48 წლის კაცი 13 წლის გოგონაზე დაქორწინდა
image

ფილიპინებში, ქალაქ მამასპანოში 13 წლის გოგონა ცოლად გააყოლეს 48 წლის მამაკაცს და ახლა მას მოუწევს მისავე თანატოლ შვილებზე ზრუნვა.



ასნაირა პამანსაგ მუგალინგი(Asnaira Pamansag Mugaling) გახდა აბდულრზაკ ამპატუანის (Abdulrzak Ampatuan)მეხუთე ცოლი.

image


შოკისმომგვრელი ცერემონიის დროს, მოზარდი პატარძალი, ტრადიციულ თეთრ კაბაში გამოწყობილი საქმროს გვერდს უმვენებს.

. თავად ასნაირა ირწმუნება, რომ მას ”არ ეშინია” აბდულრზაკის, რადგან ის ”მის მიმართ კეთილგანწყობილია”. ” ახლა ვსწავლობ საჭმლის მომზადებას, რადგან მასში კარგად ვერ ვერკვევი... მინდა, რომ ჩემი ქმარი გავაბედნიერო ”, - თქვა მან.

ქორწილიდან სამი კვირის შემდეგ, აბდულზრაკმა პატარა სახლი ააშენა, რათა წყვილმა ერთად იცხოვროს. იგი ფერმერია, ხოლო ასნაირა კი დიასახლისობს და ეხმარება აბდულრზაკს მისივე კბილა შვილების მოვლაში, რომელიც მამაკაცს წინა ქორწინებიდან ჰყავს.

image

”ბედნიერი ვარ, რომ ის ვიპოვნე, ახლა მასთან ერთად ვატარებ დღეებს და ასევე ვიზრუნებს ჩემს შვილებზე, ” - თქვა აბდულზრაკმა. წყვილი მომავალში შვილების ყოლას გეგმავს, ანუ როდესაც ასნაირა 20 წლის გახდება.

”სკოლაში გადავუხდი მას სწავლის საფასურს, რადგან მინდა, რომ მან განათლება მიიღოს, ხოლო შვილების გაჩენისთვის შესაფერის დროს დაველოდებით”, - თქვა აბდულრზაკმა.

image

გაეროს განსაზღვრებით ნებისმიერ ოფიციალურ ქორწინებაა ან არაფორმალურ კავშირი 18 წლამდე ასაკის პირთან ითვლება ბავშვთან ქორწინებად. ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვთა ქორწინება გოგონების განვითარებას საფრთხეს უქმნის, იწვევს ნაადრევ ორსულობას და სოციალურ იზოლაციას.

ფილიპინების ზოგიერთ ნაწილში, მუსლიმთა პირადი სტატუსის შესახებ კანონი, რომელიც დაფუძნებულია შარიათზე, მამაკაცებს საშუალებას აძლევს დაქორწინდნენ გოგონებზე სქესობრივი მომწიფების პერიოდში. გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) მონაცემებით, ფილიპინებში 726, 000 არასრულწლოვანი პატარძალია, რითაც ეს ქვეყანა მსოფლიოში მე -12 ადგილს იკავებს.

0
435
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0