x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ სურთ ორსულ ქალებს მეტი სექსი?
ქალის მოჭარბებული სურვილი, ჰქონდეს სექსი, შესაძლოა, ორსულობაზე მიუთითებდეს. ამაზე აქტიურად საუბრობენ ევროპელი მეცნიერები. მაგრამ მაინც რატომ ხდება ასე? რატომ ეხსნება ორსულ ქალს მადა და რატომ სურს გამუდმებით სექსი? ამაზე მეცნიერებს საინტერესო პასუხი აქვთ.


როგორც აღმოჩნდა, ქალის დაუძლეველი სურვილი, ჰქონდეს რაც შეიძლება ბევრი სექსი ორსულობის პერიოდში, განპირობებულია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებით. ორსულობის დროს სასქესო ორგანოები სისხლით ბევრად უფრო აქტიურად მარაგდება, ვიდრე სხვა დროს. ამის მიზეზი კი ოსტროგენია.


თურმე როცა ქალი ორსულადაა, ოსტროგენის დონე მის სისხლში 40-დან 300 ერთეულამდე მერყეობს. ორსულ ქალს კი ოსტროგენი 2000 ერთეულამდე აქვს.


სისხლის ჭარბი მიწოდება ქალის ორგანიზმს უფრო მგრძნობიარეს ხდის. ოსტროგენის მაღალი დონე სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი წელსქვემოთ. თქვენ წარმოიდგინეთ და სისხლის ჭარბი მიწოდების მეშვეობით სხეული გარეგნულადაც კი იცვლება, რასაც მომეტებულ მგრძნობიარობამდე მივყავართ, რაც ჭარბ სექსუალურ აღგზნებადობასთან არის კავშირში. გარდა ამისა, ორსულობის დროს სექსიც უფრო ინტენსიურია და ქალსაც ბევრად უფრო ღრმა ორგაზმები აქვს.



თუმცა, ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს მომატებული ლიბიდო ყოველთვის ორსულობის უტყუარი ნიშანი იყოს. ქალს სექსის მომატებული მოთხოვნილება ციკლში ნაყოფიერი დღეების დადგომის დროსაც აქვს და ასევე მაშინაც, როცა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე ამბობს უარს. ასეა თუ ისე, ორსულობის საბოლოოდ დასადგენად ტესტის ჩატარება აუცილებელია.


ორსულობა

0
273
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0