x
შიშის გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე
“Scream” by Edvard Munch

(“Scream” by Edvard Munch)

პრინსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დანიელ კაიმანმა ნობელის პრემია მიიღო 2002 წელს იმ შრომისთვის, რომელიც მან და მისმა კოლეგამ ამოს ტვერსკიმ 70-იან წლებში შექმნეს. მათი „პროსპექტული თეორია“ დამყარებული იყო გადაწყვეტილების მიღების დროს აღმოცენებულ კოგნიტურ სტრატეგიაზე - „ევრისტიკებზე“, რომელიც პოტენციურად იწვევს ცდომილებას იმაში, თუ როგორ აღვიქვამთ და ვაფასებთ რისკს. მაგალითად, „ხელმისაწვდომობის ევრისტიკის“ საფუძველზე ადამიანი მსჯელობს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ადვილად იხსენებს ან რაც პიროვნულ გამოცდილებას შეეხება. შედეგად, შეიძლება გადავაფასოთ რისკი იმის მიხედვით, მაგალითად, რა არის ავარიში დაღუპვის შანსი, თუ ჩვენი ახლობელი ამ გზით გარდაიცვალა.

კოგნიტური შეცდომები დაკავშირებულია გადაწყევტილების მიღებასთან. კოგნიტური მოდელი კრიტიკის სფერო გახდა, რადგან ის დამყარებულია უფრო მეტად გონებაზე და ფაქტობრივად, უგულვებელყოფს ემოციების როლს, რომელიც აშკარად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქცვების წარმართვაში.

საკუთარ წიგნში („Thinking, Fast and Slow“) კანემანმა შემოგვთავაზა ორი განსხვავებული მოდელი გადაწყვეტილების მიღებისა და აზროვნებისთვის - ერთი, ავტომატური, სწრაფი, მსჯელობა დამყარებული ინსტინქტებსა და ემოციებზე და მეორე, შედარებით ნელი, რაციონალური და ფრთხილი პროცესი - რომლებიც ერთად მუშაობენ, მაგრამ ხშირად კონფლიქტში მოდიან.


ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მეცნიემერებმა გააფართოვეს თავიანთი ცოდნა თუ რა როლს თამაშობს ემოცია რისკის შეფასებაში. ხოლო როდესაც საქმე ეხება რისკის შეფასებას, არ არსებობს სხვა უფრო შესაბამისი ემოცია, ვიდრე შიში.

2004 წელს „გადაწყვეტილების მიღების მკვლევარმა“ პოლ სლოვაკმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ნეგატიური ემოციები, როგორიცაა შიში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რისკის აღქმასა და ნაკლებად ითვალისწინებს მის შესაძლო პოზიტიურ მხარეებს. უფრო თანამედროვე კვლევა აჩვენებს, რომ შიში დაკავშირებულია ძალიან დიდ პესიმიზმსა და მომავლისადმი ნაკლები წინასწარმეტყველების განცდასთან, ასევე, ნაკლები თვითკონტროლის განცდასთან.

შიში უფრო კოგნიტურად მოწყვლადს გვხდის რისკის მიმართ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შიში პათოლოგიურია და მხოლოდ რისკის გადაფასებასა და ზედმეტ რეაგირებასთანაა დაკავშირებული. შიში საკამოდ საჭიროა, როდესაც ის ოპტიმაურად ერგება და ემთხვევა მოცემულ საფრთხეს.

თუმცა შიში შესაძლოა პრობლემური გახდეს, როდესაც რეალური რისკის არაპროპორციულია. ეს ძირითად ხდება მაშინ, როდესაც რისკი თავიდან უცნობია.

შიშმა შეიძლება, ასევე, მიგვიყვანოს რისკის გადაფასებასთან, რომელსაც შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ჰარვარდის იურიდიული სკოლის პროფესორმა კას სანსტეინმა გამოიყენა ცნება „ალბათური უგულვებელყოფა“ იმის აღსაწერად, რომ ჩვენ გადავაფასებთ შანსებს მსგავსი საშინელი შემთხვევის სცენარების, სამხილების მიხედვით. ჩანს, რომ ამას ვაკეთბთ ჩვენი დამცველი რეაქციების საფუძველზე, რომელიც იწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე სარგებელს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა შიშსა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით არის ის, რომ აღქმული რისკი ხშირად უკუპროპორციულია აღქმულ სარგებელთან მიმართებაში. ეს გვეხმარება იმის გაგებაში თუ რატომ ვერ ვაფასებთ რისკს, მაშინ როდესაც შედეგად რაიმე პოზიტიური განცდა მოჰყვება გარკვეულ აქტივობას. ოპტიმიზმის შეცდომის გავლენითა და პიროვნული კონტროლის სხვა „პოზიტიურ ილუზიებთან“ ერთად - კოგნიტური შეცდომები, რომლებიც ჩვენ „იძულებულს“ გვხდის გადავაფასოთ პოზიტიური შედეგები და თავი ავარიდოთ უარყოფითი შედეგების ხარისხს - უფრო ალბათურია, რომ ჩვენ გავაუფასურებთ რისკის მნიშვნელობას, მაშინ როდესაც წარმოვიდგენთ მის სარგებელს ან ჯილდოს, რომელიც საფრთხის შემცველ ქცევამდე მივყავართ.

თუმცა, ჩნდება კითხვა: თუ შიში, ერთი მხრივ, ადაპტურია და დამცველობით ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი პრობლემატურია, მაშინ რა რაოდენობის შიშია გამართლებული?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. პირველი, ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია საფრთხის შესახებ, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ახალ ტექნოლოგიებს, პანდემიას, ტერორიზმსა და სხვ. მეორე, მაშინაც კი როდესაც გვაქვს ზუსტი სტატისტიკა რისკის შესახებ, ვცდილობთ შევისწავლოთ ის და დავარეგულიროთ შიშის შესაბამისი დონე, ეს კი შეიძლება შეაფერხოს იმ ფაქტმა, რომ შიში უბრალოდ კი არ ზრდის რისკის ჩვენეულ შემთხვევით შეფასებებს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს წარმოდგენილი სტატისტიკების მცდარ ინტერპრეტაციებამდე. არამედ კოგნიტურ შეცდომებსა და ისეთ ემოციებზე დაყრდნობით ჩვენ შეიძლება ალტერნატიულად უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ან, პირიქით, არასაკმარისად ვკონცენტრირდეთ, რისკის რელევანტურ საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი ინდივიდუალური რისკი სტატისტიკური რისკის მონაცემებთან შედარებით. მაშასადამე, მონაცემების ცოდნა არ არის საკმარისი სწორი პერსპექტივის დასასახად და შესაბამისი რეაქციის განსახორციელებლად.

გარდა ამისა, შიშის ის რაოდენობა, რაც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ნაწილობრივ „დიზპოზიციურია“, მაშასადამე, დამყარებულია გენეტიკასა და ცხოვრებიეული გამოცდილების კომბინაციაზე. ვინაიდან, ზოგი ჩვენგანი უფრო მოწყვლადია შფოთვის, შიშის მიმართ და მიდრეკილია რისკის თავიდან აცილებისკენ, მაშინ როდესაც სხვები უფრო მეტად უშიშარი, რისკის მიმღები და, პირიქით, ადრენალინის და საფრთხის მოყვარულები არიან.

ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ რისკის გადაფასებას თავი ავარიდოთ არის, ის რომ ვასწავლოთ საკუთარ თავს რეალური რისკის შეფასება, მისი სწორ პერსპექტივაში განხილვა, სხვა ცნობილ საფრთხეებთან შედარების საფუძველზე და იმ ინტერვენციების კოლექტიურად განვითარება, რომელიც შეამცირებს შიშსა და რეალურ საფრთხეს.

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0