x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103598
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467984
სამხრეთ კორეას ხელისუფლება ეკლესიას კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს
image

სამხრეთ კორეის ხელისუფლება სარანგ ჯეილის ეკლესიის პასტორს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდაში ადანაშაულებს.სწორედ ეკლესიის მრევლის 240 წარმომადგენელი გახდა, ბოლო 5 თვის განმავლობაში ვირუსის აფეთქების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მიზეზი, იუწყება National post-ი.


საქმე ეხება კათოლიკური ეკლესიის მოძღვარის ჯუნ კვან ხუნის მიერ ორგანიზებულ მრავალრიცხოვან ანტისამთავრობო გამოსვლას, მრევლის ვირუსზე ტესტირებისთვის ხელის შეშლასა და სოციალური დისტანცირების წესების დარღვევას.

კვირა დღეს სამხრეთ კორეაში 279 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, რომელიც ორჯერ უფრო მეტია, წინა დღებთან შედარებით(პარასკევს 103 ინფიცირებული)




სამხრეთ კორეას მწარე გამოცდილება აქვს სინჩონჯის ეკლესიის მხრიდან, როგორც ცნობილია, პირველი კორონავირუსის მასიური გავრცელება ამა წლის თებერვალში მოხდა-ე.წ. "პაციენტი 31"-ისგან, 61 წლის ქალი, არაფორმალურ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფის წევრი, რომელიც რამდენჯერმე დაესწრო წირვას, რა დროსაც ეკლესიაში მინიმუმ 1000 ადამიანი იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ჰქონდა, ახველებდა და ჯიუტად უარს ამბობდა ტესტირებაზე.



1 აგვისტოს სინჩონჯის ქრისტიანული ეკლესიის სექტის ლიდერი ლი მონ ჰი, დააკავეს ბრალდებით, რომ იგი თებერვლის თვიდან მოყოლებული არ ეწინააღდეგებოდა კორონავირუსის გავრცელებას და მოუწოდებდა მრევლს იგივეს, მთლიანად სექტას უკავშირებენ 5 000 ინფიცირებულს.


კორეაში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (KCDC) მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორეაში Covid-19– ით დაინფიცირებულ 10 ადამიანიდან ყოველ მესამეს კავშირი ჰქონდა სინჩონჯის ეკლესიასთან. სწორედ ამის გამო, მცირე ხნით სამხრეთ კორეას ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავდა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ.

image

ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ 89 წლის ლი მონ ჰიმ ჯანდაცვის ორგანოებს მიაწოდა ყალბი დოკუმენტები სექტის წევრთა შორის ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ასევე არ გააჩნია ინფორმაცია სექტის წევრების შესახებ, რაც აუცილებელი იყო ინფიცირებულთა კონტაქტების დასადგენად. გარდა ამისა, რელიგიურ ლიდერს ეკლესიის სახსრებიდან 5.6 მილიარდი ვონის მითვისება და გაფლანგვაში ედება ბრალი(დაახლოებით 400 000 აშშ$) ასევე 2015 წლიდან არალეგალური რელიგიური საქმიანობა.

image

0
112
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0